... (W-27), XVII ს.

1307. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღუის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქუეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ჴმა სიმღერისა ხშირისა

1308. წინ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა ყოლ არა აჩნდა წყლულები ნესტანჯარს ზედა მოიჭდნვა რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1309. ნესტანდარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღმერთმან მოგუცა წყალობა ვსცან მისი არსიძვირით ა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა

1310. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა ვარდნი ვნახენ არდაზრულნი ბოლოდ ესრეთ გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობან ყოვლთა პატრონყმანი მოყუარულთა მოყუარულნი

1311. დიდებულთა თაყვანისსცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღმერთმან გაგვახარნა კურთხეულა მისი ღმრთება ჩვენ გვიჩვენნა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალუც განკურნება

1312. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ეტყუისძმათა თქუენთა თავნი ჩუენთუის დაიჴოცნეს იგი შვებას საუკუნო ცხადად პოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1313. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიხუდა უკუდავი მუნ დიდი საჩუქვარია ესე თქუა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგისთათ იძვრის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია

1314. მუნ ატირდეს ყუელაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისმე დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქუენთა მჭურეტთა მღერა ჰმართებს რასათუისმცა ივაგლახეს

1315. ვინ ღირს ა თქუენგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქუენთვის სიკუდილი დია სჯობს მიწათა ზედან რებასა კულავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა ნურათ იქთ გამწარებასა ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1316. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყუის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1317. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გაჰჴდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ჴმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1318. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭურეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ჴელთა აქუს მუნ აბჯარია დაიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია მათად საჭურეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია

1319. გადაჴდეს დაფრიდონისსა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფერჴთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1320. მათ ქალყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრძოწეული წითელყუითლითა თუალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყუითელი და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელი ვსცან მათი სულდალეული

1321. მგოსანნი მოდგეს ისმოდეს ჴმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტანდარეჯანს შეშვენის ღიმილი ჩენა კბილისა

1322. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა კულავ ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქმონამატისა მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა

1323. კულავ უძღუნა თვითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა მგრგვლად დათლილისა თუალისა იაგუნდისა მრთელისა კულავ მოაქვ ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ხელისა ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა

1324. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხუილითა ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყუითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყუითა ტკბილითა

1325. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყუედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხვდა შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა