... (W-27), XVII ს.

1346. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყუარელისა არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქუს სანატრელისა

1347. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეჰპოვნებით რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი თავისთავის ნუ დასჭკნებით

1348. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა წასლვასა არ დაშლიდა არა ჰკადრა შეცილება საუბარსა ზედა რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაჰყუა გაღანამცა მას თანავე გზასა ვლიდა

სამთავე ქუაბს მისულა და მუნით არაბეთს წასულა

1349. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს ავსა წამერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკულადებს ღ~თი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს არ აზადებს

1350. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიჰყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდა სინატიფე სინაზენი

1351. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახვდის ქუეყანა მჭურეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღუნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1352. მას ჰგვანდა თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაც მიუმცვდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ მიხვდეს მის კლდისა არეთა

1353. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ჴელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ჴორცისა ჴმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა

1354. მივიდეს შიგან გარდაჰჴდეს ქუაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უც ჴორცი ირმისა იქს მასპინძლობა კვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასულასა მათ საქმეთასა ღ~თსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1355. მოიარეს ქუაბოვანი თამაშობდეს მხიარულნი პოვეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი არ იციან თუ არა გვაქუსო იგ ამისთვის გულნაკლულნი

1356. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესაფერები კულავ ფრიდონისნი აავსნა სპა ჰყუა თუ სპასალარები აივსო კაცი ყუელაი მაშინ მათ თანა ნარები მაგრა ძეს რომე საჭურჭლე გვანდა კაცდაუკარები

1357. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიჴდების მაგრა თქმულა კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წაჴდების» აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყუელაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1358. ფრიდონ მდაბლად თაყუანისცა ჰკადრა მადლი მეტისმეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყუელა ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდის ა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1359. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა მისად მისაღებლად მის ყუელასა საჭურჭლისად აწ მუნითცა გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად ავთანდილ დგა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად

1360. მიხვდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახუდა სოფლები ციხები ჴშირჴშირად თანისთანები მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყუელაი ცრემლითა არს ნაბანები

1361. ავთანდილ იცნეს გაისმა ჴმა მათგან სიხარულისა დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქნა მათკენ სიარულისა თაყუანისსცემდა სიმრავლე სპისა პირმხიარულისა ქალი ნახიან შუენება თქუიან არს მზისა სრულისა

1362. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთალა გკადრებ მეფეო სურვილით სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქუენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭუნელსა მოუკრეფესა

1363. მაშინ თქუენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ შემოტეობა ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავჰჴოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქუენისა

1364. აწ ამად მოვალ წინაშე დავჰყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე ჰქნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა მაქუს მოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღუნად თქუენი ავთანდილ მე თქუენთვის მომიტანია