... (W-27), XVII ს.

1326. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღეერთ სიტყუები გულისა არს გული თქუენი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქუენგან ვჰპოვე მოკუდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1327. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა მოჴმარებისა წადება შენ მიდი ჰკითხე რა უნდა მან ქნის ამისი ცხადება ვით მე დამივსო საჴმილი ეგრე მისიცა კმა დება

1328. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა ღმერთი მოგცემს წყალობასა მისსა ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა

1329. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რით მოგეხმარები არქუი წავიდეთ არაბეთს იყავ ჩემიცა მარები ტკბილი სიტყუითა გავმართოთ და ჴმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები

1330. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა მას გაეცინეს გაღიმდა შვენოდა მხიარულობა თქუა თუ მეშველი რად მინდა მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა

1331. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღ~თისა ნებითა საკრძალავი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა მას ზედან შველა რად მინდა რად მეჭუ რასაცა თნებითა

1332. რა მოვა ჩემთუის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი ღ~თი იწადებს მომივლენ გულის საჴმილთა ლხენანი მაშინვე მამხვდეს მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მიდამო რბენანი

1333. მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა თქუენად სამონოდ შობილი ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს ვირ მეფე იყო ცნობილი

1334. გებრძანა შეყრა მწადიან საყუარელისა შენისა ეგე არს მგზავსი გულისა ლმობიერისა თქუენისა მე მუნით ჴმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა

1335. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე ინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე გვერდსაცავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქუენნი მოგესრნეს არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1336. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს მომხვდეს მის მზისა ხლებანი ოდისცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხუად თქუენგან არა არ მინდა მძულან ცუდნიღა თნებანი»

1337. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყუანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქ ამას არ უნდა მისანი ვითა მან პოვა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი აგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალგულნი ძმისანი

1338. მიდი უთხარ ჩემაგიერ სიტყუა ჩემგან არ ნათნები მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები ვეჭ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყუარლები ვითხოვ ხოლე შენდობასა აგეთიღა მოვბრუნდები»

1339. ესე უთხარ ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო ხვალე წასლვა არ დავშალო არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყუა გავაცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო»

1340. უანბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედვა კულავ გულსა ცეცხლისა მალობა ასრე ჴამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა

1341. ავთანდილ მივა მუხლმოყრით ტარიას შესახვეწელად ფერხთა ეხვევის აკოცებსაღარ შეხედავს ზე წელად ეტყუის კმა რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად კულავ ნუ მიქ ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად

1342. რასაცა ლამი არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ჴელი ვით გავსძრა ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია ვით მოიჴმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴმალია

1343. ეგე საქმე მე და ჩემსა საყუარელსა შეგუამდურვებს ვაი თუ გასწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შეაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს ჭურეტისათვის მომასურვებს შენდობასა ჴორციელი კაცი ვერა დამიურვებს

1344. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქნაფენამან ჴელი მოჰკიდა ავთანდილს ამართა ააყენა მან მიყოო კარგი ყუელაი მომართებამან შენამან მაგრა სჯობს შენცა გალხინოს ჩემითა შენითა ლხენამან

1345. დია მძულს მეტი მოყურისა შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყუედლად კუშტობა და სულმძიმობა დიდობა თუ მოყუარეა გულისა ქნას ჩემკენ მონაზიდობა თვარე მე ჩემდა იგ მისდა დია სჯობს კიდის კიდობა