... (W-27), XVII ს.

1252. აწ ვინცა უკეთ ვიცოდეთ შეტყორცა საგდებელისა მუნ ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მაზედა გავლა ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა თქუენ ჭირად გაყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1253. აბჯრითა გავლა არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხლტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავჰჴოც გავახუამ ნახოთ გაღება კარისა თქუენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა

თათბირი და რჩევა ავთანდილისა

1254. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქუს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლო ახლო ყივიან

1255. რა გახვიდოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოჰკუეთენ ამისი ჴამს დაჯერება წაგიჴდეს ცუდად ყუელაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სხვაებრ ვჰქნათ თავის ტერება

1256. სჯობს დადეგით დამალულნი თქუენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა მოვეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა

1257. სამთავე შესულა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღმერთმან ქნას უხუად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1258. შიგანია მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქუენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მგზავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახვამ ნახოთ გაღება კარისად თუ რა სხუა გვიჯბს თქუენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი და რჩევა ტარიელისა და კიდეცა გათავება

1259. ტარიელ უთხრა მე თქუენი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქუენსა ძალგულსა თქუენივე ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ჴრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა

1260. მაგრა იყუენით ჩემთუისცა საქმისა რასმე რჩევითა ჴმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ სიტყვუთა თქუენ სათნევითა

1261. მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ასასი რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები

1262. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შეუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მუნ ერთმან შიგნი შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ჴელი კულავ ვჰხადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა

1263. ფრიდონ უთხრა შემიგიან გაგიგიან ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა წამოასწრობს კართა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თუარა ყოლა არ გიძღუნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1264. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშუენთა გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1265. კულავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირმკუახები დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყუეს კაცი ასასი ყუელაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები

1266. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა

1267. ჩემი აწ ესე ნათქუამი მათი სახე და დარია რა ზედან წვიმდეს ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია მოვა და ხევთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღუათა შეერთვის მაშინ ეგრეცა წყნარია

1268. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია მაგრა ტარიას შემბმანი არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაჰფარავს არცაღა ნათლად ჴომნია აწ უყურებდით მსმენელნო გესმნენ ფიცხელი ომნია

1269. სამთავე სამად გაიყუეს თვითომან თვითო კარები თანა ჰყუა კაცი სამასი ყუელაი გმირთა დარები მას ღამით უქნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავისთავ ჰქონდა ფარები