... (H-741), XIX ს.

1252. ავთანდილ ფატმანს ყოველი: უთხრა ამბავი თავისა: ამბავი ტარიელისგან: შემოსვა ვეფხის ტყავისა: უბრძანა შენ ხარ წამალი: ჯერ შენგან უნახავისა: ღონე წამწმისა ხშირისა: ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა:

1253. მოდი და ფატმან მეწიე: ვეცადნეთ მისა რგებასა: უშველოთ იგი მნათობნი: ნუთუ მიეცნენ შვებასა: ვინცა სცნობს კაცი ყველანი: ჩვენსა დაიწყებს ქებასა: ნუთუ კვლავ მიხვდენ მიჯნურნი: ერთმანერთისა ხლებასა:

1254. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ: იგივე მონა გრძნეული: ქალსა ვაცნობოთ ყველაი: ამბავი ჩვენგან ცნეული: მანცა გვაცნობოს მართალი: ვჰქნათ მისი გამორჩეული: ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო: მოგესმას ჩვენგან ძლეული:

1255. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება: საქმენი მომხვდეს მორანი: დღეს რომე მესმნეს ამბავი: უკვდავებისა სწორანი: მოგვარა მონა გრძნეული: შავი მართ ვითა ყორანი: უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი: წა გზანი გისხენ შორანი:

1256. აწ გამოსჩნდების სახმრობა: ჩემი შენისა გრძნებისა: ფიცხლად დამივსო სახმილი: შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა: მას მზესა ჰკადრე მიზეზი: მისისა განკურნებისა: მან უთხრა ხვალე მოგართვა: ყოვლი ამბავი ნებისა:

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი:

1257. ფატმან ჰსწერს აჰა მნათობო: სოფლისა მზეო ზენაო: შენთა შორს მყოფთა ყოველთა: დამწველო ამაზრზენაო: სიტყვა მჭევრო და წყლიანო: ტურფაო ლამაზ ენაო: ბროლო და ლალო ორივე: კვლავ ერთგან შენათხზენაო:

1258. თუცა თუ შენი ამბავი: შენ არა მომასმენიე: მე ეგრეცა ვსცან მართალი: მით გულსა მოვალხენიე: შენთვის ხელქმნილსა ტარიელს: ამბითა მოალხენიე: ორნივე მიხუდეთ წადილსა: იგი ვარდობდეს შენ იე:

1259. მოსრულა შენად საძებრად: მისი ძმად შეფიცებული: ავთანდილ მოყმე არაბი: არაბეთს შიგან ქებული: სპასპეტი როსტენ მეფისა: ვერვისგან დაწუნებული: შენ ჰსწერდი შენსა ამბავსა: ლაღი ბრძნად გაგონებული:

1260. ჩვენ ამისთვის ესე მონა: გამოვგზავნეთ თქვენსა წინა: ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა: მოსრულანცა ქაჯნი შინა: მანდაურთა მეომართა: ანგარიში წვრილად გვინა: ვინ არიან მცველნი შენნი: ან თავადი მათი ვინა:

1261. რაცა იცი მანდაური: მოგვიწერე გაამჟღავნე: მერმე შენსა საყუარელსა: ნიშანი რა გაუგზავნე: შენი ყველა აქამდისი: ჭირი ლხინსა გაათავნე: ღ~თსა უნდეს მოყუარენი: შესაფერნი შეგაზავნე:

1262. წადი უსტარო ისწრაფე: თუ მუხლი გქონდეს მალები: დაგნატრი მიხვალ დაგხვდების: ბროლი სათი და ლალები: ბედად შენ მჯობ ხარ უსტარო: გნახვენ დამწველის თვალები: შენს უკან ჩემი სიცოცხლე: თუ გესმის არ გებრალები:

1263. ფატმან მისცა დაწერილი: მას გრძნეულსა ჴელოვანსა: ესე წიგნი მიართვიო: ქალსა მზისა დასაგვანსა: მან გრძეულმან მოლი რამე: წამოისხა ზედა ტანსა: მასვე წამსა გარდიკარგა: გარდაფრინდა ბანის ბანსა:

1264. წავიდა ვითა ისარი: კაცისა მშვილდ ფიცხელისა: რა ქაჯეთს შეხდა ქმნილ იყო: ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა: უჩინლად შევლო სიმრავლე: მოყმისა კართა მცველისა: მას მზესა ჰკადრა სალამი: მისისა სასურველისა:

1265. ციხისა კარნი დახშულნი: შევლნა მართ ვითა ღიანი: შევიდა ზანგი პირ შავი: თმა გრძელი ტან ნაბდიანი: იგი მზე დაჰკრთა ეგონა: სამოსი რამე ზიანი: შესცვალა ვარდი ზაფრანად: ლაჟვარდის ფერად იანი:

1266. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ: ანუ აგრე რად დაბნდები: მე ვარ მონა ფატმანისა: თქვენს წინაშე ნამგზავრები: ამა წიგნმან გამამართლოს: არ ტყუილად გეუბნები: მზისა შუქნი მოიცადე: ვარდო ადრე ნუ დასჭნები:

1267. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის: ამბითა საკვირველითა: ნუშნი გააპნა შეიძრნეს: სათნი გიშრისა წნელითა: მას იგი წიგნი მონამან: მისცა თავისა ხელითა: სულთქვამს იკითხავს უსტარსა: ალტობს ცრემლითა ცხელითა:

1268. მონასა ჰკითხა მიამბე: ვინ არის ჩემი მძებნელი: ანუ ვინ მიცის ცოცხალი: მიწასა ზედან მტკეპნელი: მან მოახსენა ვიკადრებ: რასაც ოდენ ვარ მცნებელი: რა წამოსრულ ხარ მას აქეთ: შენგან ჩვენია მზე ბნელი:

1269. ფატმანის გული მას აქეთ: ლახვართა შენახევია: მას რომე ცრემლი სდიოდეს: ზღვათაცა შენართევია: მე ერთხელ შენი ამბავი: მისთვის კვლავ მიმირთმევია: ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ: ტირილი არ დამლევია:

1270. აწ ვინმე მოყმე მოვიდა: შვენიერითა პირითა: მან უთხრა წვრილად ყველაი: თქვენ ხართ რათაცა ჭირითა: იგია შენი მძებნელი: მკლავითა ვითა გმირითა: მე გამომგზავნეს დამვედრეს: სწრაფა სწრაფითა ხშირითა: