... (H-403), 1818 წ.

1252. ფატმანს პური შეეკაზმა: ავთანდილის საწვეველად჻ ყმა შევიდა მოკაზმული: მხიარულად არ პირ ბნელად჻ ფატმან ნახა გაუკვირდა: ვაჭრულისა უმოსელად჻ შემოსცინნა აგრე სჯობსო: შენთვის ხელთა სასურველად჻

1253. ფატმან მისსა შვენებასა: მეტის მეტად ჰკვირდებოდა჻ მან პასუხი არა გასცა: თავისწინა ღიმდებოდა჻ შეეტყვების არ მიცნობსო: რა რეგვნად და რაგვარ ჰჴმობდა჻ თუცა რასმე იფერებდა: მეტი არა გავიდოდა჻

1254. პური ჭამეს გაიყარნეს: ყმა მივიდა მისსა შინა჻ ღვინო სმული მხიარული: დაწვა ამოდ დაიძინა჻ საღამო ჟამს გაიღვიძა: შუქი ველთა მოაფინა჻ ფატმან უჴმო მოდი მნახე: მარტო ვარო თავისწინა჻

1255. ფატმან მივიდა ავთანდილს: ჴმა ესმა მისგან ოხისა჻ იტყოდა მამკლავს უცილოდ: ტანი ალვისა მო ხისა჻ გვერცა დაისვა ბალიში: მისცა მისისა ნოხისა჻ ვარდისა ბაღსა უჩრდილობს: ჩრდილი წამწამთა ქოხისა჻

1256. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან: ვიცი ეს საქმე შენია჻ დაჰკრთები ამა ამბავსა: მართ ვითა გველ ნაკბენია჻ მაგრა აქამდის მართალი: შენ ჩემი არა გსმენია჻ ჩემნი მამკლველნი წამწამნი: შავნი გიშრისა ხენია჻

1257. გგონივარ ვინმე ვაჭარი: პატრონი ქარავანისა჻ მე ვარ სპასპეტი მაღლისა: მეფისა როსტევანისა჻ თავადი სპისა დიდისა: მათისა შესაგვანისა჻ მაქუს პატრონობა მრავლისა: საჭურჭლე ზარდახანისა჻

1258. შენ გიცი კარგი მოყვარე: ერთგული მისანდობელი჻ მათ უვის ერთი ასული: მზე ჴმელთა მანათობელი჻ იგია ჩემი დამწველი: და ჩემი დამადნობელი჻ მან გამამგზავნა დავაგდე: პატრონი მათი მშობელი჻

1259. რომე შენ ქალი გყოლია: მე ძებნად მისვე ქალისად჻ მივლია ყოვლი ქუეყანა: მის მზისა მონაცვალისად჻ მისთვის გაჭრილი მინახავს: წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად჻ გამცუდებელად თავისად: მის გულისა და ძალისად჻

1260. ავთანდილ ფატმანს ყოველი: უთხრა ამბავი თავისა჻ ამბავი ტარიელისგან: შემოსვა ვეფხის ტყავისა჻ უბრძანა შენ ხარ წამალი: ჯერ შენგან უნახავისა჻ ღონე წამწმისა ჴშირისა: ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა჻

1261. მოდი და ფატმან მეწიე: ვეცადნეთ მისა რგებასა჻ უშველოთ იგი მნათობნი: ნუთუ მიეცნენ შვებასა჻ ვინცა ჰსცნობს კაცი ყველანი: ჩვენსა დაიწყებს ქებასა჻ ნუთუ კულავ მიხვდენ მიჯნურნი: ერთმანერთისა ხლებასა჻

1262. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ: იგივე მონა გრძნეული჻ ქალსა ვაცნობოთ ყველაი: ამბავი ჩვენგან ცნეული჻ მანცა გვაცნობოს მართალი: ვქჰნათ მისი გამორჩეული჻ ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო: მოგესმას ჩვენგან ძლეული჻

1263. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება: საქმენი მომხვდეს მორანი჻ დღეს რომე მესმნეს ამბავი: უკვდავებისა სწორანი჻ მოგვარა მონა გრძნეული: შავი მართ ვითა ყორანი჻ უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი: წა გზანი გისხენ შორანი჻

1264. აწ გამოჩნდების სახმრობა: ჩემი შენისა გრძნებისა჻ ფიცხლად დამივსო საჴმილი: შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა჻ მას მზესა ჰკადრე მიზეზი: მისისა განკურნებისა჻ მან უთხრა ხვალე მოგართვა: ყოვლი ამბავი ნებისა჻

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი჻

1265. ფატმან ჰსწერს აჰა მნათობო: სოფლისა მზეო ზენაო჻ შენთა შორს მყოფთა ყოველთა: დამწველო ამაზრზენაო჻ სიტყვა მჭევრო და წყლიანო: ტურფაო ლამაზ ენაო჻ ბროლო და ლალო ორივე: კულავ ერთგან შენათხზენაო჻

1266. თუცა თუ შენი ამბავი: შენ არა მომასმენიე჻ მე ეგრეცა ვსცან მართალი: მით გულსა მოვალხენიე჻ შენთვის ჴელქმნილსა ტარიელს: ამბითა მოალხენიე჻ ორნივე მიხვდეთ წადილსა: იგი ვარდობდეს შენ იე჻

1267. მოსრულა შენად საძებრად: მისი ძმად შეფიცებული჻ ავთანდილ მოყმე არაბი: არაბეთს შიგან ქებული჻ სპასპეტი როსტენ მეფისა: ვერვისგან დაწუნებული჻ შენ სწერდი შენსა ამბავსა: ლაღი ბრძნად გაგონებული჻

1268. ჩვენ ამისთვის ესე მონა: გამოვგზავნეთ თქუენსა წინა჻ ვცნათ ამბავი ქაჯეთისა: მოსრულანცა ქაჯნი შინა჻ მანდაურთა მეომართა: ანგარიში წვრილად გვინა჻ ვინ არიან მცველნი შენნი: ან თავადი მათი ვინა჻

1269. რაცა იცი მანდაური: მოგვიწერე გაამჟღავნე჻ მერმე შენსა საყუარელსა: ნიშანი რა გაუგზავნე჻ შენი ყუელა აქამდისი: ჭირი ლხინსა გაათავნე჻ ღ~თსა უნდეს მოყუარენი: შესაფერნი შეგაზავნე჻

1270. წადი უსტარო ისწრაფე: თუ მუჴლი გქონდეს მალები჻ დაგნატრი მიხვალ დაგხვდების: ბროლი სათი და ლალები჻ ბედად შენ მჯობ ხარ უსტარო: გნახვენ დამწველის თვალები჻ შენს უკან ჩემი სიცოცხლე: თუ გესმის არ გებრალები჻