... (Q-1335), XVIII ს.

1253. ესე სიტყვა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ჴელნი ავთანდილსაც აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდა მისთუის გაჴდეს ვითა ხელნი ღუარმან ზედათ მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1254. მოიტირეს ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვეტ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე გული მისთუის {ვ}აერთგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე ზედა დავსუი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

1255. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოჰყუანდი შენ პატრონი ცისა ჴომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა ას ნაკეცი წყარო გნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა

1256. რა მივაჭირვე კითხუითა მეტითა საუბარითა გულ ამოჴრჩუინვით ატირდა მით რამე ჴმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღუარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწუი გავჰჴე გულითა მკუდარითა

1257. მითხრა შენ ჩემთუის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

1258. ვთქუი უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა მომყუანელი გაშმაგდების და წაუა ერთობ ცნობა ჴმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ გიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

1259. ავიყუანე იგი პირ მზე ნაქები და ვერ ვთქუი უქი სურვილმან და მზემან მისმან ძლიუ დავმალე მზისა შუქი ჩამოვჰბურე მრავალ კეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1260. მოვიყუანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსუი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით

1261. ვით გიანბო საკუირველი მე გლახ მისი ყოფა ქცევა დღე და ღამე გაუწყუეტლად ტირილი და ცრემლთა ფრქუევა შევეხუეწი დადუმდიო წამ ერთ ქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალვარ ჰაი ჰაი ჩემთუის ვაგლახ მე ვა

1262. შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღურების სავსე სათისა რუვები შუა ძოწსა და აკიკსა სჭუირს მარგალიტი ტყუბები

1263. ჟამი ვერ ვპოვე კითხუისა ნიადაგ ცრემლთა ღურისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ და ეგრე გასრული რისაგან მჩქებრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან მას ჴორციელი არ გასძლებს სხუა კიდეგანი ქუისაგან

1264. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხუეწითა

1265. სხუა გიანბო საკუირველი რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძუირფასისა მაგრა მისი არა ვიცი ქნილი იყო რაგუარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა

1266. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი ვთქუი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად კვლა შევიდი კვლა გავიდი

1267. ვთქუი თუ არ უთხარ რა უყო ჩემგან რა მოეგუარების არცარა ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეჴმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვერღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების

1268. მე გლახ მარტომან რა უყო მიმატებს ცეცხლთა დებასა მოდი გავანდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა არ გაამჟღავნოს ვაფიცო თუ მომცემს იმედებასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა

1269. მივე მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მამეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე

1270. რაცა მითხრა სიკუდილამდის არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა მოყუარესა არცა მტერსა მერე უთხარ ყუელაკაი უსენს კაცსა ლმობიერსა მოდი მომყევ აქა სამე მე გიჩუენებ მზისა ფერსა

1271. ადგა ამყუა და წავედით შევლენით კარნი სრისანი უსენ გაჰკვირდა გაცაჰკრთა რა შუქნი ნახნა მზისანი თქუა რა მიჩუენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი თუ ჴორციელი არისცა თუალნიმცა რისხვენ ღთისანი

1272. ვთქუი თუ არცარა მე ვიცი ამისი ჴორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი მაქუ არცა მეცნიერობა მე და შენ ვჰკითხოთ ვინარის ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუ თურა გუითხრას ვიაჯნეთ ქნას დიდი ლმობიერობა