... (Q-376), XIX ს.

1368. გამოისვენეს მას ღამით, ფრიდონის მასპინძლობითა. აბანოს ბანნა აავსნა, შესამოსლისა ძღნობითა. დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა. თუალმარგარიტი ღარიბი, უძღუნა ოქროსა გობითა:-

1369. უთხრა თუ ესე სიტყუაა, ავისა მასპინძელისა. ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა, თქუჱნ ბრძნისა ვითა ხელისა. მაგრამ აწ ყოვნა არა ვარგა, წავლა ჰსჯობს გზისა გრძელისა. თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვო არს სიძნელისა:-

1370. დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა, კარგნი გჳნდა და ცოტანი. სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი. ჩუჱნ ქაჯეთს ქაჯთა საომრად, დავაგნეთ ჴრმალსა კოტანი. მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა, მოგვკლავს ალჳსა რტო ტანი:-

1371. ქაჯეთს ერთხელ კულავც ვყოფილვარ, ჰნახავთ თქუჱნცა გემაგრების. ყოვლგნით კლდეა გარეშემო, მტერი ვერსით მოუდგების. თუ იდუმალ არ შეუვალთ, ცხადად შესლუა არ ეგების. მით ლაშქარი არად გჳნდა, რაზმი მალჳთ ვერ მოგუყვების:-

1372. იგინიცა დაემოწმნეს, ამა მისა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თჳთ სამასსა ცხენოსანსა, წაიტანდეს გმირთა დარსა. ბოლოდ ღ~თი გაუმარჯუჱბს, ყოვლსა პირველ შენაზარსა:-

1373. ზღუა გაიარეს სამთაუჱ, ერთგან ძმად შეფიცებულთა. ფრიდონ გზა იცის იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ ჰსთქუა ვახლავთ, არეთა ჩუჱნ ქაჯეთს მიახლებულთა. აქათგან ღამით ვლა გჳნდა, მით არას გამჟღავნებულთა:-

1374. ამა ფრიდონის თათბირსა, სამნივე ერთგან ზმიდიან. რა გაუთენდის დადგიან, და ღამით სწრაფად მიდიან. მიჳდეს აჩნდა ქალაქი, მცუჱლთა ვერ დაჰსთუალვიდიან. გარე კლდე იყო გუშაგთა, ჴმა ჯარვით გაადიდიან:-

1375. გვირაბის კარსა ჭაბუკი, ათი ათასი მცუჱლია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთუარე ჰსდგას მუნ ნათელია. ჰსთქუჱს ვითათბიროთ ვითა ჰსჯობს, აწ ჰრჩევა კარგთ სათქმელია. ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მჰქნელია:-

თათბირი ნურადინფრიდონისა ქაჯეთისციხეს რომ მოადგეს (49)

1376. ფრიდონ ჰსთქუა ვიტყჳ სიტყუასა, ვეჭვ ჩემი არ დამცდარია. ჩუჱნ ცოტანი ვართ ქალაქი, ბევრთაგან საომარია. პირისპირ ომი არ ძალგვიძს, არ ჟამი საკუჱხარია. ათასსწელს ვერსით შეუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია:-

1377. ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი, სამუშაითოდ მზრდიდიან. მასწავლნეს მათი საქმენი, მახტუნებდიან მწურთნიდიან. ასრე გაჳდა საბელსა, რომ თუალნი ვერ მამკიდიან. ვინცა მიჭვრეტდიან ყმაწჳლნი, იგინიც ინატრიდიან:-

1378. აწ ვინცა იცით უკეთეს, შეტყორცა საგდებელისა. მან ერთსა ბურჯსა გარდაგდოს, წუჱრი საბლისა გრძელისა. მას ზედა გავლა ადჳლად, მიჩანს მართ ვითა ველისა. თქუჱნ ძნელსამ გექმნასთ, შიგნითთა პოვნა კაცისა მრთელისა:-

1379. აბჯრითა გავლა არად მჰჩანს, ჭირად გატანა ფარისა. შიგან ჩავჰხტები კისკისად, ვეცემი მჰსგავსად ქარისა. ლაშქართა დავჰჴოც გავახუამ, ნახოთ გაღება კარისა. თქუჱნცა მუნ მოდით სადაცა, გესმასთ ზრიალი ზარისა:-

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხეს შეპარჳთ შესლვისა (50)

1380. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ, მოყუასნი ვერ გიჩივიან. ლომთა მკლავთაგან იმედი, გაქუს წყლულნი არა გტკივიან. ჰსთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერთა ივაგლახივიან. მაგრამ თუ გესმის გუშაგნი, რა ახლო ახლო ყივიან:-

1381. რა გახჳდოდე გუშაგთა, ესმასთ აბჯრისა ჩხერება. გიგრძნობენ თოკსა მოჰკუჱთენ, ამისი ხამს დაჯერება. წაგიხდეს ცუდად რჩევადა, დაგრჩეს სხუა რამე ფერება. ეგე თათბირი არ ვარგა, სხუაებრ ვჰყოთ თავის ტერება:-

1382. ჰსჯობს დადეგით დამალულნი, თქუჱნ ადგილსა იდუმალსა. ისი კაცნი არ იჭერენ, მგზავრსა ქალაქს შემავალსა. მე ვაჭრულად შეჳკაზმჳ, ვიქმ საქმესა სამუხთალსა. ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ, მუზარადსა ჯაჭუსა ჴრმალსა:-

1383. სამთაუჱ შესლუა არ ვარგა, თუ გვიგრძნან არ სათუები. მე მარტო შევალ ვაჭრულად, და კარგად შევეტყუები. მალჳთ ჩავიცვამ აბჯარსა, გავჰსჩნდები გავეცრუები. ღ ~თნ ჰქმნას უხუად ვადინო, შიგნით სისხლისა რუები:-

1384. შიგნითთა მცუჱლთა მოვიცლი, მე უნახავად ჭირისა. თქუჱნ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მჰსგავსად გმირისა. კლიტეთა დავლეწ ადვილად, ნახოთ გაღება კარისა. თუ რა სხუა ჰსჯობდეს თქუჱნ ჰბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისა:-

თათბირი ტარიელისა სამთაგან ციხისშეხდომისა (51)