... (Q-376), XIX ს.

წიგნი ფატმანისა ნესტანდარეჯანსათანა მიწერილი (43)

1253. ფატმან ვჰსწერ აჰა მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო. შენთა შორს მყოფთა ყოველთა, დამწუჱლო ამაზრზენაო. სიტყუა მჭევრად წყალიანო, ტურფაო ლამაზ ენაო. ბროლო და ლალო ორივე, კულავ ერთგან შენათხზენაო:-

1254. თუცა თუ შენი ჰამბავი, შენ არა მომასმენინე. მე ეგრეცა ვჰსცან მართალი, მათ თავსა მოვალხენინე. შენთჳს ხელქმნილსა ტარიელს, გულს ჭირი გაადევნინე. შენ მისთჳს მზეობ იგ ვარდობს, ყინვა მით დაათმენინე:-

1255. მოსრულა შენად საძებრად, მისი ძმად შეფიცებული. ავთანდილ მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული. სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერ ვისგან დაწუნებული. შენ ჰსწერდი შენსა ჰამბავსა, ლაღი ჰბრძნად გაგონებული:-

1256. ჩუჱნ ამისთჳს ესე მონა, გამოვჰგზავნეთ თქუჱნსა წინა. ვჰსცნათ ჰამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა. მანდაურთა მეომართა, ანგარიში წურილად გვინა. ვინარიან მცუჱლნი შენნი, ან თავადი მათი ვინა:-

1257. რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე გაამჟღავნე. მერმე შენსა საყუარელსა, ნიშანი რა გაუგზავნე. შენი ყუჱლა აქამდისინ, ჭირნი ლხინით გაათავნე. ღ~თსა უნდეს მოყუარენი, შესაფერნი შეგაზავნე:-

1258. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუხლი გქონდეს მალები. დაგნატრი მიხუალ დაგხუდების, ბროლი სათი და ლალები. ბედად შენ მჯობხარ უსტარო, გნახვენ დამწუჱლის თუალები. შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები:-

1259. ფატმან მისცა დაწერილი, მას გრძნეულსა ჴელოვანსა. ესე წიგნი მიართვიო, ქალსა მზისა დასაგუანსა. მან გრძეულმან მოლი რამე, წამოისხა ზედა ტანსა. მასუჱ წამსა გარდაიკარგა, გარდაფრინდა ბანისბანსა:-

1260. წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშჳლდ ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეჰჴდა ქმნილიყო, ოდენ ბინდბანდი ბნელისა. უჩინოდ შევლო სიმრავლე, მოყმისა კართა მცუჱლისა. მას მზესა ჰკადრა სალამი, თჳსისა სასურველისა:-

1261. ციხისა კარნი დაჰჴშულნი, შევლნა მართ ვითა ღიანი. შეჳდა ზანგი პირშაჳ, თმა გრძელი ტანნაბდიანი. იგი მზე დაჰკრთა ეგონა, სათჳსო რამე ზიანი. შესცუალა ვარდი ზაფრანად, ლაჟუარდის ფერად იანი:-

1262. ქაჯმან ჰკადრა ვინ გგონივარ, ან აგრე რად იჭმუვნები. მე ვარ მონა ფატმანისა, თქუჱნს წინაშე ნაგზავნები. ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები. მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო ადრე ნუ დაჰსჭნები:-

1263. პირმზე გაჰკვირდა ფატმანის, ჰამბვითა საკჳრუჱლითა. ნუშნი გააპნა შეიძრნეს, სათნი გიშრისა წნელითა. მას იგი წიგნი მონამან, მისცა თაჳსა ჴელითა. სულთქამს იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა:-

1264. მონასა ჰკითხა მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი. ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედან მტკეპნელი. მან მოახსენა ვიკადრებ, რისაც ვარ მნახავ მსმენელი. რა წამოსრულხარ მას აქეთ, შენგან ჩუჱნია დღე ბნელი:-

1265. ფატმანის გული მას აქეთ, ლახურითა შენახევია. მას რომე ცრემლი ჰსდინდების, მართ ზღუათა ღუარად ჰსძლევია. მე ერთხელ შენი ჰამბავი, მისთჳს კულავ მიმირთმევია. ღ~თსა ვიმოწმებ მას აქეთ, ტირილი არ დალევია:-

1266. აწ ვინმე მოყმე მოვიდა, შუჱნიერითა პირითა. მან უთხრა წურილად ყუჱლაი, თქუჱნ ხართ რათაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი, მკლავითა ვითა გმირითა. მე გამამგზავნეს დამვედრეს, ჰსწრაფვა ჰსწრაფითა ჰჴშირითა:-

1267. ქალმან უთხრა მემართლების, ყმაო შენი ნაუბარი. ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგუარი. უღონიოდ არის სადმე, ჩემი ცეცხლთა მამდებარი. მე მივუწერ შენცა ჰკადრე, ვარ ვითაცა გულმდუღარი:- წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი (44)

1268. პირმზე ვჰსწერ აჰა ხათუნო, დედისა მჯობო დედაო. მისგან ტყუჱქმნილსა სოფელმან, რა მიყო ამას ჰხედაო. მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა, სხუაცა დამერთო ზედაო. აწ ვნახე შენი უსტარი, და დიდად მეიმედაო:-

1269. შენ ორთა დამჴსენ გრძნეულთა, გამიადჳლე ჭირები. აწ აქა სრულად ქაჯთაგან, ვარ ასე დანამჭირები. ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები. ავად მამიხდა თათბირი, და ჩემი დანაპირები:-

1270. სხუა ამბავი აქაური, მეტი რამცა მოგიწერე. ქაჯთა მეფე არ მოსულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე. მაგრამ სპაა უთუალავნი, ჩემად მცუჱლად მარად მზერე. რასა ჰქჳან ძებნა ჩემი, არ ეგების დაიჯერე:-

1271. ვინცაღა ჩემი მძებნელი, მოსრულა ცუდ მაშურალია. იჭირჳს იწჳს ენთების, ჩემი ჰსწუავს ცეცხლებრ ალია. მაგრამ მას ვჰნატრი უნახავს, მზე ამად არ დამცხრალია. უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ბრალია:-