... (Q-376), XIX ს.

ავთანდილისაგან გულანშაროს წარსლუა და ტარიელის შეყრა (47)

1310. გამოვლნა ზღუანი ავთანდილ, მგზავრითა რითმე ნავითა. პირმხიარული აცორვებს, მართ ოდენ მარტო თავითა. მას შეყრა ტარიელისა, უხარის მით ჰამბავითა. ჴელგანპყრობილი გულითა, არს ღ~თისა საესავითა:-

1311. მოწურვილიყო ზაფხული, ქუჱყნით ამოსლუა მწუანისა. ვარდისფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა. ეტლისცუალება მზისაგან, შეჯდომა საროსტანისა. სულთქნა რა ნახა ყუაჳლნი, მან უნახავმან ხანისა:-

1312. აგრგჳნდა ცა და ღრუბელი, ჰსცროდეს ბროლისა ცუარითა. ვარდთა აკოცა ბაგითა, მითუჱ ვარდისა დარითა. უბრძანა გიჭურეტ თუალითა, გულტკბილად შემხედვარითა. მისად სანაცულოდ მოჳლხენ, თქუჱნთანა საუბარითა:-

1313. რა მოეგონის მოყუარე, ჰსდინდიან ცრემლნი მწარენი. ტარიელისკენ იარნა, მან გზანი საწყინარენი. უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი. სადაცა ნახის დაჰჴოცის, ლომვეფხი მოშამბნარენი:-

1314. ქუაბნი გამოჩნდა იამა, იცნა ჰსთქუა იგი კლდენია. სადაა ჩემი მოყუარე, და ვისთჳს ცრემლი მჰდენია. ღირსვარმცა ვნახო პირისპირ, უჰამბო რაცა მსმენია. არ მოსრულიყოს რაღა ვჰქმნა, ცუდ ჩემი განავლენია:-

1315. თუ მოსრულა უღონიოდ, შინა ხანსა არ დაზმიდა. მინდორს სადმე წაჳდოდა, მჴეცისაებრ ველთა ჰვლიდა. ჰსჯობს თუ შამბშამბ წავიარო, იგონებდა იხედვიდა. ესე ჰსთქუა და მიუქცია, მინდორთაკენ წამოვიდა:-

1316. მიაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა. მართ სახელდებით უყიჳს, ჴმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა. შამბისა პირსა ტარიელ, ჰსდგა ჴმლითა მომახულითა:-

1317. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴრმალსა სისხლი ჰსცხებოდა. შამბისა პირსა ქუჱითი, ჰსდგა ცხენი არა ჰხლებოდა. ყიჳლი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა. შეხედა იცნა გაიქცა, მისკენ მირბოდა ჰხლტებოდა:-

1318. ჴრმალი გაჰსტყორცა ტარიელ, მიჰმართა თჳსსა ძმობილსა. ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგუანდა ეტლისა ჰსწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგუანან ყელგარდაჭდობილსა. ჴმა ბულბულთ მჰსგავსად დაუტკბათ, ბაგით ვარდს ჰხშირად პობილსა:-

1319. ტარიელ მოჰსთქუა ტირილით, სიტყუა ნატიფი მჭევრები. სისხლისა ღუარმან შეღება, წითლად გიშრისა ტევრები. ალუასა წყარო ცრემლისა, მორწყავს ნაკადი ბევრები. რადგან შენ გნახე რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები:-

1320. ტარიელ ჰსტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა. გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელუა ჰკრთებოდა. (დ)აწ გაახლდების ყუაჳლი, ვარდი აქამდის ჰსჭნებოდა. (გ)ეტყოდა ვჰსცანო ჰამბაჳ, შენ რომე გიამებოდა:-

1321. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო, კმა არს დღეს რაცა მლხენია. ყოველი ჩემი სალხინო, მინახავს ნახვა შენია. სხუად ნუ ჰყოს ღ~თნ, წამალი არცა რა მოგისმენია. კაცმამცა სოფელს ვით ჰპოვოს, რაც არა საქმე ზენია:-

1322. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაჰსწყნარდა. მის ჰამბისა დაყოვნება, ვეღარ გაჰსძლო აუჩქარდა. გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა. რა ტარიელ ნახა იცნა, გამოუღო შემოვარდა:-

1323. წიგნი და კიდე რიდისა, იცნა და გაცაშალა მან. პირსა დაიდუა დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან. სულნი გაექცნეს მოჰსდრიკნა, თაჳ გიშრისა ტალამან. მისნი ვერ გაჰსძლნეს პატიჟნი, კაენ ლამექ მშჳლდ მალამან:-

1324. ავთანდილ უჭურეტს ტარიელს, უსულოდ ქუჱმდებარესა. შეფრინდა შუჱლად მიმართა, მას არღა მოუბარესა. ვერა ვერ არგო დამწუარსა, სრულად ცეცხლ ნადებარსა. მისთა ნიშანთა სიცოცხლე, მათ მისი მიიბარესა:-

1325. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ჰსტირს ჴმითა შუჱნიერითა. ყორანსა გაგლეჯს ჰხშირჰხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა. გახეთქა ლალი გათლილი, ანდამატისა კუჱრითა. მუნით წყარონი გამოჰჴდეს, ძოწსა ვამჰსგავსე ფერია:-

1326. პირსა იხოკს ღაწუთა სისხლი, ჩაჰსდიოდა მისსა მჭურეტსა. რაცა ვჰქმენო არ უქმნია, არცა შმაგსა არცა რეტსა. წყალი ჰსწრაფით რად დავასხი, ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა. ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს, გული ლხინსა მეტისმეტსა:-

1327. მე მოვჰკალ ჩემი მოყუარე, რა მმართებს გაწბილებულსა. თავსა ვაბრალებ საქმესა, არ სმენით გაგონებულსა. ცრუ კაცი კარგა ვერა იქმს, საქმესა გაძნელებულსა. თქმულა სიწყნარე გმობილი, ჰსჯობს სიჩქარესა ქებულსა:-

1328. უცნობოქმნილი ტარიელ, ძეს მჰსგავსად ნატუსალისად. ავთანდილ ადგა გამოვლნა, შამბი საძებრად წყალისად. მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქუს დავსებად ალისად. მკერდსა დაასხა გავეხდა, ლაჟუარდი ფერად ლალისად:-