... (Q-376), XIX ს.

1272. შენ ჰამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე. ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე. გეხვეწები საყუარელსა, შემახვეწე შემაბრალე. ნუ წამოვა ძებნად ჩემდა, მიუწერე შეცასთუალე:-

1273. მე რომ მჭირს კმარა ნუ მამკლავს, ამისითავე ჰსწორითა. მას მკუდარსა ვჰნახავ მოვჰკუდები, მე სიკუდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს დასტურად, ვიცი არ რამე ჭორითა. არ დაგმორჩილდეს დამქოლე, შავისა ქჳსა ყორითა:-

1274. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე გაამჟღავნია. მისეულთავე რიდეთა, ნაკუჱთი გამიგზავნია. ესენი ჩემთჳს მის გამო, ტურფანი სანახავნია. თუცა თუ ფერად ბედისა, ჩემისა მჰსგავსად შავნია:-

წიგნი ნესტანდარეჯანისა საყუარელსათანა მიწერილი (45)

1275. აწ საყუარელსა მიუწერს, გულამოსკუნილი მტირალი. მისმანუჱ ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი. დაწერა წიგნი მჰსმენელთა, გულისა გასაგმირალი. ვარდი გააპის გამოჰსჩნდის, მუნ ბროლი გამომჭჳრალი:-

1276. ჱე ჩემო ესე უსტარი, არს ჩემგან მონაღუაწები. ტანი კალმად მაქუს, კალამი ნაღუჱლთა ამონაწები. მე გული შენი ქაღალდად, გულსავე ჩემსა ვაწები. გულო შავგულო დაბმულხარ, ნუ აეხსნები აწ ები:-

1277. ჰხედავცა ჩემო სოფელი, რათა საქმეთა მქნელია. რაზომცა ჰნათობს სინათლე, ჩემთჳს ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ ჰსწუნობენ, მით მათგან საწუნელია. უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ძნელია:-

1278. ჰხედავ ჩემო ვით გაგვყარნა, სოფელმან და ჟამმან კრულმან. ვეღარ გნახე საყუარელი, მხიარული მხიარულმან. ნეტარ რა ჰქნას უშენომან, გულმან შენგან დალახრულმან. გაგიცხადა დამალული, გონებამან დაფარულმან:-

1279. შენმან მზემან აქანამდის, შენ ცოცხალ არ მეგონე. ჩემი ყოვლად გარდავჰსწყჳტე, სიცოცხლე და ყოვლი ღონე. აწ რა მესმა შემოქმედი, ვადიდე და ღ~თსა ვჰმონე. ჩემი ყუჱლა აქანამდის, ჭირი ლხინსა შევაწონე:-

1280. შენი სიცოცხლე მეყოფის, ჩემად იმედად გულისა. გულისა ერთობ წყლულისა, და ასჯერ დადაგულისა. მამიგონებდე გახსოვდე, მე შენთჳს დაკარგულისა. ვჰზი მზრდელი სიყუარულისა, მის ჩემგან დანერგულისა:-

1281. სხუად ჩემო ჩემი ჰამბაჳ, ჩემგან არ მოგეწერების. ენა დაჰშურების მოსმენით, არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგუარა გრძნეულთა, ღ~თიმცა მის ეტერების. აწ კულავ ჰქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების:-

1282. აწ სოფელმან უარესი, ჭირი ჭირსა დამისართა. არ დაჰსჯერდა ბედი ჩემი, მათ პატიჟთა მრავალ გუართა. კულავცა მიმცა შესაპყრობლად, ქაჯთა ძნელად საომართა. ბედმან გჳყო ყუჱლაკაჲ, ჩემო რაცა დაგვემართა:-

1283. ციხეს ვჰზი ეგზომ მაღალსა, თუალნი ძლივ შემოჰსწვდებიან. გზა გჳრაბითა შემოვა, მცუჱლნი მას ზედა ჰსდგებიან. დღისით და ღამით მოყმენი, ნობათსა არ დაჰსცდებიან. თჳსთა მებრძოლთა დაჰჴოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან:-

1284. ნუ თუ ესენი გეგონოს, სხუათა მებრძოლთა წესითა. ნუცა მე მამკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა. შენ მკუდარსა გნახავ დავიწვი, ვითა აბედი კუჱსითა. მოგშორდი დამთმე გულითა,, კლდისაცა უმაგრესითა:-

1285. შენ საყუარელო ნუ ჰსჭმუნავ, ჭმუნჳთა ამისთანითა. ჩემი ჰსთქუა სხუათა მიხუდების, იგა ალვისა ტანითა. არმად სიცოცხლე უშენოდ, ვარ აქამდისცა ნანითა. ან თავსა კლდეთა ჩაჳქცევ, ანუ მოჳკლავ დანითა:-

1286. შენმან მზემან უშენოსა, არვის მიხუდეს მთუარე შენი. შენმან მზემან ვერვის მიხუდეს, მოცავიდენ სამნი მზენი. აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლავს დიდნი კლდენი. სული ჩემი შეივედრე, ზეცით მამხუდეს ნუთუ ფრთენი:-

1287. ღ~თსა შემვედრე ნუ თუ კულავ, დამჰჴსნას სოფლისა შრომასა. ცეცხლსა წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა. მომცეს ფრთენი და აღვფრინდე, მივხუდე მას ჩემსა ნდომასა. დღისით და ღამით ვჰხედჳდე, მზისა ელუათა კრთომასა:-

1288. მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენხარ მისი წილი. გაღანამცა მას იახლე, მისი ეტლი არ თუ წბილი. მუნა გნახო მანდუჱ გსახო, განმინათლო გული ჩრდილი. თუ სიცოცხლე მწარე მაქუნდეს, სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი:-

1289. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა. მაგრამ შენი სიყუარული, ჩავიტანე ჩამრჩა გულსა. მამეგონოს მოშორება, მემატების წყლული წყლულსა. ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო ჩემსა სიყუარულსა:-

1290. წადი ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა. მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ჴელ აღუპყრობელსა. გულსა ალხენდი ჩემისა, მოშორუჱბისა მთმობელსა. მომიგონებდე მტირალსა, შენთჳს ცრემლშეუშრობელსა:-