... (Q-376), XIX ს.

1349. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო, კულავ უნახავი თუალისა. მუნ იდუა რიყე თუალისა, ჴელწმინდად განათალისა. ჰსჩნდა მარგარიტი ოდენი, ბურთისა საბურთალისა. ვინმცა ჰქმნა რიცხჳ ოქროსი, ვერვისგან დანათუალისა:-

1350. იგი სახლი ორმოცივე, შიგან იყო გატენილი. ჰპოვეს ერთი ზარადახანა, აბჯრისათჳს ახლად ქმნილი. მუნ აბჯარი ყოვლი ფერი, ასე იდუა ვითა მწნილი. შიგან ერთი კიდობანი, დაბეჭდილი არ გახსნილი:-

1351. ზედა ეწერა აქა ძეს, აბჯარი საკჳრველია. ჯაჭუ მუზარადი ჯავშანი, ჴრმალი ბასრისა მჭრელია. თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელია. უმისჟამისოდ ვინც გაჰხსნას, არის მეფეთა მკულელია:-

1352. კიდობანი გაჰხსნეს ჰპოვეს, მუნ აბჯარი სამი ტანი. რასაცა ვით შეიმოსენ, მეომარნი სამნი ყმანი. ჯაჭჳ ჴრმალი მუზარადი, საბარკული მათი მჰგუანი. ზურმუხტისა ბუდებითა, იყუნეს ვითა ლუსკუმანი:-

1353. თითომან თჳთო ჩაიცუჱს, თავის თავს გამოჰსცდიდიან. ჯაჭუ მუზარადსა აბჯარსა, მართ ვერა ვერ მოჰკიდიან. ჴმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბანბის მკედსა ჰსჭრიდიან. მათ უღირს ყოვლად ქუჱყანად, შევატყევ არ გაჰყიდიან:-

1354. ჰსთქუჱს ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა. ღ~თნ მოგვხედნა თუალითა, ზეგარდმო მონახედითა. აიღეს იგი აბჯარი, მკლავითა მბრძოლთ მომწყვედითა. თითო მათ ერთი ფრიდონის, ძღუნად ჰკრეს თოკ ზედაზედითა:-

1355. ოქროც რამე წაიტანეს, მარგარიტი ღარიბები. გამოჳდეს გამობეჭდეს, ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ ჰსთქუა ამას იქით, დავამაგრო ჴრმალსა ნები. ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს არ დავჰსდგები:-

1356. აქა მხატვარო დახატე, ძმად უმტკიცესნი ძმობილნი. იგი მიჯნურნი მნათობნი, სხჳსა ვერვისგან ჰსწრობილნი. ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი. რა ქაჯეთს მივლენ ისმინოთ, ომი ლახუართა სობილნი:-

ტარიელისა და ავთანდილისაგან წარსლუა ფრიდონისას ქუაბით (48)

1357. რა გათენდა გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქუჱყანამდის, შეისჳან მათ უკანა. მუნ ვაჭარმან მწვე ძვირფასად, ცხენი მისცა არ უძღუანა. ავთანდილ კმა ყოლაუზად, სხუამცა ვინღა წაიტანა:-

1358. იარეს და ზედა შეხუდეს, ნურადინის მეჯოგეთა. ჯოგი ნახეს მოეწონათ, აქებდეს ცხენთ მაღალ ბრგეთა. მუნ ავთანდილს ჲინდო ეტყჳს, გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა. მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა:-

1359. ჯოგი წავუღოთ მოსრულნი, ვესმით ჯოგისა წაღებად. გამოემართჳს საომრად, ველთა სისხლითა საღებად. ანაზდად გჳცნობს გაჰკრთების, გულსა შეელმის დაღებად. ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა კულავ შეიქს ლაღებად:-

1360. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა, ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი, შეჰქმნეს მალ ჩაჰკრეს კვესებსა. უყივლეს ვინ ხართ მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა. ჯოგი მისია ვინ მტერსა, ჰკრავს ჴრმალსა არ აკუნესებსა:-

1361. მათ მშჳლდები დაიწოდეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ჴმანი მათნი გაადიდნეს. გჳშველეთო გჳშველეთო, მეკობრეთა ამოგუწყჳდნეს. ჴმა შეიქნა შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს:-

1362. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ჴმა შეიქნა შეიყარნენ, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზრვიდა. დაეხურათ ზარადები, პირსა მათთა უფარვიდა:-

1363. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, ჰსთქუა ვნახეო ვინცა მინა. მუზარადი მოიხადა, გაღიმდა და გაიცინა. ფრიდონს უთხრა რასა ჰლამი, ჩუჱნი მოსლუა რად გეწყინა. პურად ავი მასპინძელი, მოგვეგებვი ომად წინა:-

1364. ფრიდონ მსწრაფლად გარდაიჭრა, დავარდა და თაყუანისჰსცა. იგინიცა გარდაუხდეს, მოეხჳვნეს აკოცისცა. ფრიდონ ღ~თსა ჴელაღპყრობით, უსაზომო მადლი მიჰსცა. დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა:-

1365. ფრიდონ უთხრა რასა ჰსდეგით, მოგელოდი უწინარე. მე მზა ვარო სამსახური, თქუჱნი რამცა დავიზარე. ჰგუანდა თუმცა შეყრილიყუნეს, ორნი მზენი ერთი მთუარე. ერთმანერთი დააშუჱნეს, გაემართნეს იქცეს გარე:-

1366. ფრიდონის სახლსა გარდახდეს, ორნიუჱ ტურფად გებულსა. ახლოს დაისუამს ავთანდილს, თჳსსა ძმად შეფიცებულსა. ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა. მათ უძღუნეს იგი აბჯარი, ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა:-

1367. უთხრეს ჯერ ჟამად არა გვაქუს, სხუა შენთჳს არმაღანია. მაგრამ ტურფანი მრავალნი, ქუჱ სამე გჳსხენ სხუანია. მან დაჰსდუა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია. ჩემთჳს ამისი ბოძება, არს თქუჱნი შესაგუანია:-