... (Q-376), XIX ს.

1481. მოიარენს ქუაბოვანნი, თამაშობდეს მხიარულნი. ჰპოვეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი. ვერცა ვისგან დანათუალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი. არ იტყჳან არა გუაქვსო, ამად არნ არ გულნაკლული:-

1482. უბოძა ტურფა მრავალი, მათ მათი შესაფერები. კულავ ფრიდონისნი აღავსნა, სპა ჰყუა თუ სპასალარები. აივსო კაცი ყოველი, მაშინ მათ თანა ნარები. მაგრამ მუნ რომ ძეს საჭურჭლე, გუანდა კაც დაუკარები:-

1483. ფრიდონს უთხრა ვალი შენი, ჩემგან ძნელად გარდიხდების. მაგრამ თქმულა კარგის მქმნელი, კაცი ბოლოდ არ წაჰხდების. აწ საჭურჭლე რაზომიცა, აქა ძეს და ან იდების. შენი იყოს ყუჱლაკაი, შენ წაიღე ვითა გხუდების:-

1484. ფრიდონ მდაბლად თაყუანისჰსცა, ჰკადრა მადლი მეტისმეტი. მე მეფეო რად გგონივარ, უჭკუო და აგრე რეტი. მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინც ვინ იყოს გმირთა სვეტი. ჩემი ლხინი მუნამდინ არს, ვირე ვიყო შენი მჭურეტი:-

1485. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა, მოსასხმელად აქლემისად. სახლსა თჳსსა მისაღებლად, მის ურიცხჳს საჭურჭლისად. აწ მუნითგან გაემართნენ, არაბეთით წავლად გზისად. ავთანდილი გალეულა, შესაყრელად მთუარე მზისად:-

1486. მიხუდეს არაბთა საზღუარსა, რა ჰვლეს მრავალი ხანები. დაჰხუდათ სოფლები ციხები, ჰხშირჰხშირად თანისთანები. მუნ მყოფთა ყოვლთა ემოსათ, ტანსა ლურჯი და მწუანები. ავთანდილისთჳს ყოველნი, ცრემლით იყუნეს ნაბანები:-

1487. ტარიელ კაცი უგზავნა, დისა მას როსტენ მეფესა. შესთუალა გკადრებ მეფეო, სურჳლთა სიიეფესა. მე მოვალ მეფე ჲნდოთა, დარბაზსა თქუჱნსა სეფესა. გიჩუჱნებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკუნელსა მოუკრეფესა:-

1488. მაშინ თქუჱნ ჩემი გეწყინათ, ნახუა მიწისა თქუჱნისა. ცდა შეპყრობისა ინებე, შემოტევება ცხენისა. მე თქუჱნსა სპათა ვაჩუჱნე, ნიშანი რამე წყენისა. დავხოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა შენისა:-

1489. აწ ამად მოვალ წინაშე, დავჰყარენ ჩემნი გზანია. შემინდოთ რაცა შეგცოდეთ, ჰყოთ გაწყრომისა კმანია. ძღუჱნი არა გუაქუს გვმოწმობენ, ფრიდონ და მისნი ყმანია. ოდენ ძღუნად თქუჱნი ავთანდილ, მე თქუჱნთჳს მამიყუანია:-

1490. რა მიუჳდა მეფესა, მახარებელი ჟამისა. ვით გაეხარნეს ვერ იტყჳს, ენა ერთისა წამისა. თინათინს ღაწუთა ემატა, ელუა მნათობის სამისა. ბროლსა და ლალსა აშუჱნებს, მუნ ჩრდილი წარბწამწამისა:-

1491. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა, სიცილი თქართქარებისა. ლაშქარნი ჰრბოდეს მიდამო, ჰქმნა ჰსწადდათ მათკენ რებისა. დაიწყეს მოსხმა ტაიჭთა, მოღება უნაგრებისა. შესხდა სიმრავლე მოყმეთა, მკლავფიცხელ გულმაგრებისა:-

1492. მეფე შეჯდა გაეგებნეს, თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმათ მორბიოდეს, მათკენ აქუნდათ ფიცხლად სრბანი. ყველაკაჲ ღ~თსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ჴმანი. ჰსთქუჱს გადიდებთ სამარადოდ, კეთილნია შენგან მჰზანი:-

1493. რა ერთმანერთით აუჩნდათ, მისაგებ მოსაგებავი. ავთანდილ ეტყვის ტარიელს, სიტყუათა დანაზებავთა. აიგერა ჰხედავთ მინდორთა, მტუჱრითა შენაღებავთა. ამად მედების სახმილი, გულსა ეცხება ებავთა:-

1494. იგია ჩემი გამზრდელი, და თქუჱნდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ მჰრცხუჱნიან, ჩემს გულს სახმილი დებულა. ჩემად არაკად სულდგმული, კაცი არ გაწბილებულა. რასაცა მიზამთ თქუჱნ იცით, ფრიდონ თქუჱნთანა ხლებულა:-

1495. ტარიელ უთხრა კარგსა იქმ, შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ იქი ნუ მოხუალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ ვჰკადრებ მეფესა, შენგან თავისა მალვასა. ვეჭუ ღ~თითა ადრე შეგყარო, მზესა მას ტანად ალვასა:-

1496. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტანდარეჯან მუნუჱ ჰსდგას, იგია მჭურეტთა მზარავი. მისთა წამწამთა ნიავი, ჰქრის ვითა ქარი არავი. წავიდა მეფე ჲინდოთა, მხილუჱლთ გულთ ლხინთა მსარავი:-

1497. მუნით როსტენ მოეგება, არ ჰყოფს ჰზრდილობის კლებასა. ცხენით გარდაჰხდნენ იქმოდენ, შეყრისა მოსწრაფებასა. არაბთა მეფე სალამსა, ჰკადრებს ტარიელს ქებასა. შეტრფობით უმზერს მიეცა, როსტენ მუნ დიდისა ჰშვებასა:-

1498. ტარიელცა თაყუანისჰსცა, მივა კოცნად სასალამოდ. მეფე ყელსა აკოცებდა, მართ ბაგისა დასაამოდ. გაკჳრვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ. შენ მზე ხარო შენი გაყრა, არის დღისა და საღამოდ:-

1499. გაეკჳრუა მეფე მისსა, თუალადობა სიტურფესა. პირსა უჭურეტს შუქით მდიდარს, და ღაწუთ ვარდთა ჴელმწიფესა. კულავ ფრიდო[ნ]ცა უსალამა, თაყუანისჰსცა მან მეფესა. მას მეფესა ავთანდილის, ნახჳსათჳს მოსწრაფესა:-

1500. მეფე ტარიას ქებასა, დაჰკრთების დაეღონების. ტარიელ ეტყჳს მეფეო, აწ გული შენ გემონების. მიკჳრს თუ ეგრე სიკეთე, თქუჱნ ჩემი რად გეგონების. რადგან ავთანდილ თქუჱნია, სხუა რად ვინ მოგეწონების:-