... (Q-376), XIX ს.

1405. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელგარდაჭდობილნი. კულავ შეეწებნეს ჴშირჴშირად, ვარდნი ბაგეთად პობილნი. აწ ესენიცა აღჳდეს, შეკრბნენ სამნივე ძმობილნი. მას მზესა მიჰსცეს სალამი, წადგეს მართ ვითა ხმობილნი:-

1406. მზე მოეგება პირითა, ტურფითა მოცინარითა. აკოცა თჳსთა მშუჱლელთა, ლაღმან ცნობითა წყნარითა. მათ მდაბლად მადლი უბრძანა, სიტყჳთა მით ნარნარითა. სამნივე ერთგან უბნობდეს, ტურფითა საუბარითა:-

1407. ტარიელსცა უსალამეს, მას ალჳსა მორჩსა ვით ხეს. მიულოცეს გამარჯუჱბა, ერთმანერთი მოკითხეს. არა ჰსჭირდა არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს. თავნი თჳსნი გაალომნეს, თჳსნი მბრძოლნი იშვლეს ითხეს:-

1408. სამასისა კაცისაგან, ას სამოცი შეჰყოლოდა. ფრიდონს უმძიმს სპათა თჳსთა, მაგრამ ერთკერძ უხაროდა. მონახეს და არ აცოცხლეს, რაც მებრძოლი დარჩომოდა. რომე ჰპოვეს საჭურჭლენი, აწმცა თუალჳთ ვით ითქმოდა:-

1409. მოჰკრიფეს ჯორი აქლემი, რაცა ვით ჰპოვეს მალები. სამიათასსა აჰკიდეს, მარგარიტი და თუალები. თუალი ყველაჲ დათლილი, იაგუნდი და ლალები. იგა მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები:-

1410. სამოცი კაცი დააგდეს, ქაჯეთსციხის მცუჱლია. წამოიყუანეს იგა მზე, მათიღა წაგურა ძნელია. ზღუათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია. ჰსთქუჱს ფატმან ვნახოთ მუქაფა, გვაძს მისი გარდუხდელია:-

ტარიელისაგან ზღუათა მეფის ხილუა (52)

1411. ზღუათა მეფისა წინაშე, გაგზავნა მახარობელი. შესთუალა მოველ ტარიელ, მტერთა მძლე სრჳთ მჰსპობელი. ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე, ჩემი ლახუართა მსობელი. მწადიან გნახო პატიჳთ, ვითა მამა და მშობელი:-

1412. აწ მე მაქუს ქაჯთა ქუჱყანა, და მათი დანადებია. მეფეო კარგი ყუჱლაჲ, მე თქუჱნგან წამკიდებია. ფატმანს უჴსნია ჩემი მზე, ჰსდედებია და სდებია. მისად მუქაფად რა გიძღუნა, მძულს ცუდი ნაქადებია:-

1413. მოდი გუნახე გაჳარდეთ, ქუჱყანასა შენსა ვირე. სრულად ქაჯთა სამეფოსა, გიძღუნი ჩემგან შეიწირე. კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე. მე ვისწრაფი ვერა გნახავ, შენ წამოდი ჩემკერძ ირე:-

1414. თქუჱნ უბრძანეთ ჩემმაგიერ, უსენს ქმარსა ფატმანისსა. გამოგზავნოს იამების, ნახუა მისი ჴსნილსა მისსა. მისგან კიდე ინატრიდა, ჭურეტასამცა სხუადღა ვისსა. ვინ მზესაცა უნათლეა, ასე ვითა ბროლი ფისსა:-

1415. რა კაცი ტარიელისა, ესტუმრა ზღუათა მფლობელსა. წესია გული განჰკრთების, ჰამბავსა გასაკრთობელსა. მისცა მადლი და დიდება, ღ~თსა მართლისა მბჭობელსა. მაშინვე შეჯდა არ უნდა, მისლუა სხუასაღა მჰჴმობელსა:-

1416. ბარგი აჰკიდა გააგო, ქმნა ქორწილისა მათისა. მას მიაქუს რიცხჳ ტურფათა, არ სიდიადე სათისა. ფატმან ჰყავს თანა იარეს, სავალი დღისა ათისა. უხარის ნახუა ლომისა, და მზისა ჴმელთა მნათისა:-

1417. შორს გაეგებნეს სამნივე, დიდსა მეფესა ზღუათასა. გარდახდეს ტკბილად აკოცეს, გარეჰსწყდეს ჯარსა სპათასა. შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა. ქალი რა ჰნახეს ჰსტრფიალობს, შუქსა მას ბროლ ბაკმათასა:-

1418. ფატმანხათუნს მისსა მჭურეტსა, ედებოდა ცეცხლი ცხელი. მოეხჳა გარდუკოცნა, ჴელი ფერხი პირი ყელი. იტყჳს ღ~თო რა გემსახურო, გამინათლე რადგან ბნელი. ვჰსცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი:-

1419. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად ეტყჳს არ გამწყრალი. ღ~თნ გული განმინათლა, მწუხარებით შუქ გამქრალი. აწ ასე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი. მზემან სხივნი შემომადგნა, ვარდი მით ვჰსჩან არ დამზრალი:-

1420. ზღუათა მეფე გარდაიხდის, მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშუა დღესა შვიდსა. უხუად გაჰსცემს საბოძუარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა. პერპერასა დაფანტულსა, ზედან ჰსცუჱთდენ ვითა ხიდსა:-

1421. მუნ იდჳს გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა. ტარიელს უძღუნა გჳრგჳნი, ვერ დანადები ფასისა. იაგუნდისა მჰრთელისა, ყჳთლისა მეტად ხასისა. კულავ ერთი ტახტი ოქროსი, წითლისა მართ ხალასისა:-

1422. ნესტანდარეჯანს ყაბაჩა, უძღუნა შემკული თუალითა. იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალყმანი, პირითა ელუა მკრთალითა. მათნი მჭურეტელნი დაიწუნეს, ცეცხლითა მით ახალითა:-

1423. ავთანდილს და ფრიდონს, უძღუნა უსაზომო დიდი ძღუჱნი. ძჳრფასისა უნაგირთა, უკეთესი თჳთო ცხენი. თჳთო კაბა თვლით აღვსილი, უცხო ფერთა შუქთა მფენი. მოახსენეს მადლი რა ვჰსთქუათ, სჳანმცა არს დავლა თქვენი:-