... (Q-376), XIX ს.

1501. ნუ გიკჳრს მისი ვერ ნახუა, და დაყოვნება ხანისა. მოდი და დავჰსხდეთ მეფეო, ამოა კორდი მწუანისა. გკადრო მიზეზი მისისა, თქუჱნს წინა ვერ მოყუანისა. ვიაჯ რასმე მე მმართებს, მოთხოვა აწ ფარმანისა:-

1502. დაჰსხდეს მეფენი მოადგა, გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი, ადგს უნათლესი ბაზმისა. ჭურეტა ახელებს მჭურეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა. დაუწყო თხრობა მეფესა, სიტყჳსა ბრძნად ნაკაზმისა:-

1503. მეფეო თავი მემცრობის, ამისად მოსახსენებლად. მაგრამ მოსრული თქუჱნს წინა, ვარ შემამხუჱწლად მქენებლად. თჳთ იგა იაჯს რომელი, ჰსჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად. ვინ არის ჩემად სინათლედ, და ჩემად გამათენებლად:-

1504. აწ ამას გკადრებთ ორნივე, ხვეწით და შემუდარებით. ავთანდილ დამდუა წამალი, მისგან თავისა დარებით. დავიწყდეს რომე პატიჟნი, ჰსჭირდეს ჩვენთავე დარებით. არ გაწყენ გრძელი ჰამბაჳ, არს ჩუჱნგან მიუმხუდარებით:-

1505. თქუჱნთა უყუარსთ ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა. მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერნამკრთალსა. მუხლმოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა. რომე მიჰსცე ქალი თქუჱნი, მკლავმაგარსა გულფიქალსა:-

1506. ამისმეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა არცა გრძელსა. ამოიღო ჴელმანდილი, მოინასკუა ზედან ყელსა. ადგა მუხლნი მოუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა. გაუკჳრდა ყოვლსა კაცსა, მის ჰამბისა მომჰსმენელსა:-

1507. რა ტარიელ მუხლმოყრილი, ნახა მეფე შეუზარდა. შორს უკუდგა თაყუანისჰსცა, ქუჱ მიწამდმდე დაუვარდა. მოახსენა ჴელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა. თქუჱმან აგრე სიმდაბლემან, ხილუა თქუჱნი ჩამადარდა:-

1508. ვით ეგების რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს. ანუ მჰშურდეს ქალი ჩემი, საკუდავად და ტყუჱდცა გინდეს. გებრძანამცა სახლით თქუჱნით, მაშინც ნება თქუჱნი მინდეს. სხუა მისებრი ვერა ჰპოოს, ცათამდისინ აცაფრინდეს:-

1509. მე სიძესა ავთანდილის, უკეთესა ვჰპოვებ ვერა. თჳთ მეფობა ქალსა ჩემსა, მივეც აქუს და მას ეფერა. ვარდი ახლად იფუნჩების, მე ყუაჳლი დამებერა. რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჰსჯერა:-

1510. თუ შეგერთო ერთი მონა, თქუჱნთჳს არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა. თუ ავთანდილ არ მიყუარდა, აგრე მისთჳს რად მამსურდა. დია ღ~თო წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა:-

1511. რა ტარიელ მეფისაგან, ესე სიტყუა მოისმინა. დადრკა მდაბლად ეთაყუანა, პირსა ზედა დაეფინა. კულავ როსტევან თაყუანისჰსცა, წამორევლო მოდგა წინა. ერთმანერთი მოიმადლეს, არცა ერთსა არ ეწყინა:-

1512. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის, მახარობლად გაექანა. ესდენ დიდი სიხარული, გაეხარნეს მასცა განა. წავიდა და წამოუძღუა, მოიყუანა მოჰყუა თანა. მაგრამ ირცხჳს მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა:-

1513. მეფე ადგა მიეგება, ყმა გარდახდა რა მივიდა. ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა ეფარვოდა, ქუშდებოდა ვარდსა ჰზვრიდა. მაგრამ მისსა ჰშუჱნებასა, რამცა ვითა დაჰფარვიდა:-

1514. მეფე კოცნასა ლამოდა, აღარა ცრემლი ჰსდენიან. ავთანდილ ფერჴთა ეხუჱვის, შუქნი ქუჱ დაუფენიან. უბრძანა ადეგ ნუ ირცხჳ, შენ ზნენი გამოგჩენიან. რადგან მერჩიო ნუ მერცხჳ, დაე რასაღა გრცხვენიან:-

1515. მოეხჳა გარდუკოცნა, მან პირისა არე მარე. დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრამ წყალი არე მარე. ვინ გიშერი დააჯოგა, და წამწმისა არემარე. გუალე შეგყრი ლომო, მზესა თავი მისკენ არე მარე:-

1516. მეფე ყელსა ეხუჱოდა, მას ლომსა და ვითა გმირსა. ახლოს უზის ეუბნების, აკოცებს და უჭურეტს პირსა. იგი მზე და ჴელმწიფობა, ასრე მიხუდა ვითა ღირსა. მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა:-

1517. ყმა მეფესა მოახსენებს, მიკჳრს სხუასა რად არ ჰბრძანებ. რად არ გინდა ნახუა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ. მიეგებვი მხიარული, სახლსა თქუჱნსა მოიყუანებ. შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ:-

1518. ტარიელცა მოახსენა, შესხდეს ქალსა მიეგებნეს. მათ სამთავე გოლიათთა, მზისა ფერად ღაწუნი ღებნეს. მიხუდეს თჳსთა საწადელთა, იგი ჰპოეს რაცა ჰსძებნეს. ჴელი ჰჴადეს ჴმალთა თჳთა, არა ცუდად წელთა ებნეს:-

1519. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყუნა თუალნი ელუამან, მისთა ღაწუთაგან კრთომილმან. გამოეგება აკოცა, კუბოსა შიგან ჯდომილმან. დაუწყო ქება მეფემან, მართ ვერას ვერ მიხდომილმან:-

1520. ეტყჳს მზეო ვითა გაქო, ნათელო და დარიანო. შენთჳს ხელნი გონებანი, არა ცუდად არიანო. მზიანო და მთუარიანო, ეტლად მარად დარიანო. თქუჱნ საჭურეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო:-