... (Q-376), XIX ს.

1329. ავთანდილ მკერდსა დაასხა, მას ლომსა სისხლი ლომისა. ტარიელ შეჰკრთა შეიძრა, რაზმი ინდოთა ტომისა. თუალნი აახუნა მიეცა, ძალი ზე წამოჯდომისა. ლურჯად ჰსჩანს შუქი მთუარისა, მზისგან შუქნაკრთომისა:-

1330. ზამთარი ვარდთა გააზრობს, ფურცელნი ჩამოჰსცჳვიან. ზაფხულის მზისა სიახლე, დაჰსწუავს გუალვასა ჩივიან. მაგრამ მაზედა ბულბულნი, ტურფასა ჴმასა ჰყივიან. სიცხე ჰსწუავს ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე ჰსტკივიან:-

1331. აგრევე გული კაცისა, მოსაგუარებლად ძნელია. ჭირსა და ლხინსა ორზედუჱ, ზედან მართ ვითა ხელია. მიწყივ წყლულდების საწუთო, მისი არ ოდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მკულელია:-

1332. ტარიელ ნახა ნაწერი, კულავცა მკულელისა თჳსისა. იკითხავს თუცა აშეთებს, კითხუა წიგნისა მისისა. დაუყჳს ცრემლმან, სინათლე ბნელად ჰსჩანს შუქი მზისისა. ავთანდილ ადგა დაუწყო, თხრობა სიტყჳსა მქისისა:-

1333. იტყჳს თუ ნაქმრად არ ვარგა, კაცისა გასწავლულისა. აწ რადღა გუმართებს ტირილი, ჰჴამს დავჰსხდეთ ქმნად ღიმილისა. ადეგ წაჳდეთ საძებრად, მის მზისა წახდომილისა. ადრე მიგიყუან მიყუანა, ჰჴამს შენგან მონდომილისა:-

1334. ვითა გვმართებს გახარება, პირუჱლ აგრე გავიხარნეთ. მერმე შევჰსხდეთ გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ. ჴრმალნი ჩუჱნნი ვიწინამძღურნეთ, მათნი ზურგნი წაჳყარნეთ. უჭირუჱლად შემოჳქცეთ, იგინი მძოვრთ დავადარნეთ:-

1335. მერმე ტარიელ ჰამბავსა, ჰკითხჳდა აღარ ჰბნდებოდა. შეხედნის თუალნი აახუნის, შავთეთრი ელუა ჰკრთებოდა. მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ემატებოდა. ვინ ღირსა თუცა წყალობით, ცა მიწყივ მობრუნდებოდა:-

1336. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა. მე შენი ქება ვითა ვჰსთქუა, ბრძენთაგან საქებარისა. ვითა ზე მთისა წყარომან, მომრწყე ყუაჳლი ბარისა. დამწყჳდე დენა ცრემლისა, ნარგიზთა ნაგუბარის:-

1337. მე ვერ შეჳძლებ ნაცუალსა, ღ~თი გარდგიხდის ციერი. ზეგარდმო მისით შემოგზღოს, მუქაფა ჩემ მაგიერი. შესხდეს და ქუაბსა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი. აწ გავეაძღოს სოფელმან, ასმათ ადრითგან მშიერი:-

1338. ქუაბისაკარსა ასმათი, მარტო ზის არ ბარგოსანი. შეხედა იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი. ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი. მაშინვე იცნა აიჭრა, შიშუჱლი პერანგოსანი:-

1339. აქამდის მიწყივ ენახა, ქუაბს მისლუა მოტირალისა. აწ გაუკჳრდა დანახუა, სიცილით მომღერალისა. ზარაღებული ავარდა, ცნობა უძს ვითა მთურალისა. არ იცის სმენა ჰამბისა, ჯერ მისგან სასურალისა:-

1340. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს, სიცილით და კბილთა ჩენით. ჱე ასმათო მოგჳვიდა, მოწყალება ღუთისა ზენით. ვჰპოეთ მთუარე დაკარგული, რაცა გვწადდა იგი ვჰქმენით. აწღა გავჰხდით ბედისაგან, ცეცხლთა ჰშრეტით ჭირთა ლხენით:-

1341. ავთანდილ ცხენით გარდახდა, ასმათის მოსახუჱველად. მან მიჰყო ჴელი ალვასა, შტო მოჰყავს მოსარხეველად. ჴელსა და პირსა ჰკოცნიდა, იყო ცრემლისა მფრქუჱველად. რა ჰსცანო რა ჰქმენ მიანბე, ვჰსტირ შენი მოაჯე ველად:-

1342. ავთანდილ ასმათს უსტარი, მისცა მისისა ზრდილისა. ალჳსა რტო დამჭნარისა, მთუარისა ფერ მიხდილისა. უთხრა თუ ნახე ნაწერი, მის პატიჟგარდახდილისა. მზე მოგვეახლა მოგვეცა, ჩუჱნ მოშორვება ჩრდილისა:-

1343. ასმათ რა ნახა უსტარი, ჰსცნა მისი დანაწერობა. გაჰკჳრდა ზარმან აიღო, ათრთოლებს ვითა ხელობა. ტერფით თხემამდის გაუხდა, მას დიდი საკჳრველობა. ჰსთქუა რა ვნახე რა მესმის, არსმცაა მისი მრთელობა:-

1344. ავთანდილ უთხრა ნუგეშის, ეგე ჰამბავი მრთელია. ლხინი მოგვეცა მოგვშორდა, ყოველი ჭირი ძნელია. მზე მოგვეახლა უკუნი, ჩუჱნთჳს აღარა ბნელია. ბოროტსა ჰსძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია:-

1345. ჲინდოთ მეფე მხიარული, ასმათს რასმე უბრძანებდა. ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა. ვარდსა ზედა ყორნის ბოლო, ნამსა თხელსა აპკურებდა. კაცსა ღ~თი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა:-

1346. ღ~თსა მიჰსცეს დიდი მადლი, ჰსთქუჱს გჳყოო რაცა ჰსჯობდა. აწყა ვჰსცანით პირი შენი, უარესსა არას ჰბრჭობდა. ჲინდოთ მეფე ჴელგანპყრობით, მხიარული ამას ჰჴმობდა. ქუაბს შეჳდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა:-

1347. ტარიელ ეტყჳს ავთანდილ, ისმინე სიტყუა ასები. გიამბობ რასმე ჰამბავსა, მოამბედ ნუ გენასები. მე ოდეს ქუაბნი წავუხუჱნ, დავჰჴოცენ დევთა დასები. მას აქათ მათი აქა ჰსძეს, საჭურჭლე ძჳრნაფასები:-

1348. მე ეგრე არა მინახავს, ვითარცა არა მდომია. მოდი და გავჰხსნათ შეჳგნათ, საჭურჭლე თუ რა ზომია. იამა ადგეს ორნივე, არცა ქუჱ ასმათ მჯდომია. დალეწეს კარნი ორმოცნი, მათგან არ ზედა ომია:-