... (Q-376), XIX ს.

1462. რა გამისრულდეს ესენი, ჩემნი გულისა ნებანი. მაშინღა მივალ არაბეთს, მამხუდეს მის მზისა ხლებანი. მას ოდეს ჰნებავს დამივსოს, ამა ცეცხლისა დებანი. სხუა თქუენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი:-

1463. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს, ესე სიტყუანი ყმისანი. მან ჰბრძანა მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან ჰპოვა მიზეზი, ჩემისა სულთა დგმისანი. ეგრევე მანცა სათჳსოდ, ნახოს ძალგული ძმისანი:-

1464. მიდი უთხარ ჩემაგიერ, სიტყუა ჩემგან არ სათნები. მე შენისა გამზრდელისა, უნახავი არ დავჰსდგები. ვეჭუ მრავალი დამეჴოცოს, მონა მისგან საყუარლები. ვითხოვ ყოლე შენდობასა, აგეთიღა მოვბრუნდები:-

1465. ესე უთხარ ამის მეტსა, მოციქულობ ნურას ნუო. ხუალე წასლუა არ დავჰშალო, არცა სიტყუა გავათუო. მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე თხოვა გავიცრუო. ამოდ ვჰსთხოვო ქალი თჳსი, შევეხვეწო შევაგუო:-

1466. უანბო ფრიდონ ავთანდილს, ტარიას მოციქულობა. არ დადგებისო ცუდია, შენგან ცდისაღა ქმნულობა. მას დაუმძიმდა მოედუა, კულავ გულსა კუამლ ალმულობა. ასრე ჰჴამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა:-

1467. ავთანდილ მივა მუჴლმოყრით, ტარიას შესახუჱწელად. ფერჴთა ეხუჱვის აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად. ეტყჳს კმა რაცა შევჰსცოდე, როსტენს წლეულად მე წელად. კულავ ნუ მყოფ ერთგულებისა, გამტეხლად დაცამლეწელად:-

1468. რასაცა ჰლამი არ მოგცემს, მას ღ~თისა სამართალია. გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო, მე საქმე სამუხთალია. მე მისთჳს ჴელი ვით გავჰსძრა, ვინ ჩემთჳს ფერნამკრთალია. ვით მოიხმაროს მონამან, პატრონსა ზედა ჴრმალია:-

1469. ეგე საქმე მე და ჩემსა, საყუარელსა შეგვამდურვებს. ვა თუ გაწყრეს გაგულისდეს, კუშტი გულსა შეიურვებს. ჰამბავსაცა დამიძჳრებს, ჭურეტისათჳს მამასურვებს. შენდობასა ჴორციელი, კაცი ვერღა დამიურვებს:-

1470. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქთა მფენამან. ჴელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა ააყენა მან. მიყოო კარგი ყუჱლაი, მოხმარებამან შენამან. მაგრამ ჰსჯობს შენცა გალხინოს, ჩემმან შენითა ლხენამან:-

1471. დია მძულს მეტი მოყურისა, შიში კრძალუა და რიდობა. მძულს გაუწყვეტლად კუშტობა, და სულმძიმობა დიდობა. თუ მოყუარეა გულისა, ჰქმნას ჩემკენ მონაზიდობა. თუ არ მე ჩემდა იგ მისდა, დია ჰსჯობს კიდისკიდობა:-

1472. მე ვიცი გული საშენოდ, შენისა მე შემყრელისა. არ ეწყინების ჰსტუმრობა, შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვჰკადრე მეფესა, თხრობა რასაცა ჭრელისა. ოდენ ნახჳსა მათისა, ტრფობა მაქუს სანატრელისა:-

1473. ამას ოდენ მოვახსენებ, მუდარით და შევრდოვნებით. რომე მოგცეს ქალი თჳსი, მან თჳსისა კეთილნებით. რადგან ბოლოდ შეყრაუჱარს, სიშორითა რადმც დაჰსდნებით. დააშუჱნეთ ერთმანერთი, კიდიდკიდე ნუ დაჰსჭკნებით:-

1474. რა ავთანდილ ტარიასგან, ჰსცნა წასლუასა არ დაჰშლიდა. არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედან ჰრთვიდა. ფრიდონ კაცთა დარჩეულთა, სათანაოდ გარდაჰსთვლიდა. გაღანამცა თანა წაჰყუა, მათთანაუჱ გზასა ვლიდა:-

ტარიელისაგან თჳსსავე ქუაბს მისლუა და საჭურჭლეთა ნახუა (55)

1475. ამ საქმესა დაფარულსა, ბრძენ დიონოს განაცხადებს. ღ~თი კარგსა მოავლინებს, არა ბოროტს არ დაბადებს. ავსა წამერთ შეამოკლებს, კეთილს ხანგრძლად გააკულადებს. თავსა მისსა უკეთესსა, უზადოჰყოფს არ აზადებს:-

1476. ფრიდონისით გაემართნეს, იგი ლომნი იგი მზენი. თანა მოჰყავსთ პირი მზისა, ქალი მჭურეტთა ამაზრზენი. ჰკიდავს ბროლსა ყორნისბოლო, დაწყობილი დანათხზენი. მუნ ბალახშსა აშუჱნებდა, სინატიფე სინაზენი:-

1477. იგა მზე უჯდათ კუბოსა, და აგრე არონინებდეს. მინადირობდეს ნადირსა, მუნ სისხლსა დაადინებდეს. სადაცა დაჰხუდისთ ქუჱყანა, მჭურეტელთა მოალხინებდეს. მოეგებნიან ჰსძღნობდიან, აქებდეს განუსუჱნებდეს:-

1478. მას ჰგუანდეს თუმცა სამყაროს, მზე უჯდა შუა მთუარეთა. იარნეს დღენი მრავალნი, ლაღთა ჰბრძნად მოუბარეთა. შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცმიუმხუდარეთა. სად ყოფილიყო ტარიელ, მიხუდეს მის კლდისა არეთა:-

1479. ტარიელ ჰბრძანა მე მმართებს, დღეს თქუჱნი მასპინძელობა. მუნ მივალ სადა ვჰყოფილვარ, მქონდა სად ძნელი ხელობა. ჰჴამს გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უძს ჴორცისა ჰჴმელობა. მე რომე გიძღუნით ტურფათა, ვეჭუ აქოთ ლარისა ჭრელობა:-

1480. მივიდნენ შიგან გარდახდენ, ქუაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უძს ჴორცი ირმისა, ჰყეფს მასპინძლობა კვეთასა. ამხანაგობდეს ლაღობდეს, წასლუასა მათ საქმეთასა. ღ~თსა ჰმადლობდეს შეცულასა, ლხინად ჭირისა დღეთასა:-