... (Q-376), XIX ს.

1291. რაცა ვიჩივლე ბედისა, ჩემისა კმა საჩივარად. ჰსცან სამართალი მართალი, გულისა გულსა მივარად. შენთჳს მოვჰკუდები გავჰხდები, ყორანთა დასაყივარად. ვირე ცოცხალვარ მეყოფი, სატირლად და სატკივარად:-

1292. აჰა ინიშნე ნიშანი, შენეულისა რიდისა. გარდმიკუჱთია ალამი, ჩემო ერთისა კიდისა. ესეღა დამრჩეს სანაცულოდ, მის იმედისა დიდისა. რისხჳთ მობრუნდა ბორბალი, ჩუჱნზედა ცისა შჳდისა:-

1293. ესე წიგნი საყუარელსა, მჳსსა თანა მინაწერი. რა დაწერა გარდაჰკუჱთა, მას რიდისა ერთი წვერი. თავმოხდილსა დაუშუჱნდა, სისხო სიგრძე თმათა წვერი. ალჳსაგან სუნი მოჰქრის, ყორნის ფრთათ მონაბერი:-

1294. იგი მონა წამოჳდა, გულანშაროს მომავალი. წამს შევიდა ფატმანისას, დღე იარა არ მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა, საქმე თჳსი სასურვალი. ჴელაპყრობით ღ~თსა მადლობს, ცნობა სრული არა მთურალი:-

1295. ფატმანს უთხრა გამისრულდა, ჟამად საქმე საწადელი. დიდი შენი მოჭირვება, ჩემგან არის გარდუხდელი. წავალ დგომად აღარა მცალს, დრო მოსულა შარშანდელი. ფიცხლავ ქაჯეთს მოჳყუანო, მათი მომსპობ მოწყუჱდელი:-

1296. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების. მოეშორების ნათელსა, გული ამისთჳს ჰბნელდების. ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების. თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლუა გაგიძნელდების:-

1297. ყმამან ფრიდონის მონანი, იჴმნა თჳსთანა ხლებულნი. უბრძანა მკუდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი. რაცა გჳნდოდა მისითა, ჰსმენითა გახარებულნი. ჩუჱნთა მტერთანი გიჩუჱნნე, წყლულნი მით ვაგლახებულნი:-

1298. მიდით და ფრიდონს უჰამბეთ ჰამბაჳ არ ნაცქაფავი. მე ვერა ვნახავ ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი, კულავ უფრო გასაჴაფავი. თქუჱნ მოგცე ლარი ყუჱლაი, მე ჩემი ნაალაფავი:-

1299. ჩემსა ზედა დიდი არის, ვალი თქუჱნგან დანადები. მადლსა სხუაებრ გარდაჳხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები. აწ წაიღეთ ყუჱლაკაჴჲ, მეკობრეთ ნავსშთა ნადები. ამისმეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები:-

1300. სახლი არა მაქუს არ ძალმიძს, გაცემა საბოძუარისა. მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხჳ ტურფა ლარისა. უბრძანა წადით წაიღეთ, გზა წარვლეთ მისვე არისა. ფრიდონს მიართჳთ უსტარი, ჩემგან ძმად ნაფიცარისა:-

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონს წინაშე (46)

1301. დაწერა ფრიდონ მაღალო, სუჱ სრულო მეფეთ მეფეო. ლომისა მჰსგავსო ძალგულად, მზეო შუქ მოიეფეო. მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო. უმცროსმან ძმამან სალამი, შორი შორ დავიყეფეო:-

1302. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა, ნაცუალი ჭირნახულისა. კარგა მოხდომა საქმისა, ჩემისა განზრახულისა. მიცნია მართლად ჰამბავი, პირისა მზედ სახულისა. დამარჩენელი ლომისა, მის ქუჱსკნელს დამარხულისა:-

1303. იგი მზე ქაჯთა მეფასა, ჰყავს ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლუა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია. ნარგიზთა წვიმა ბროლისა, ჰსწჳმს ვარდი ნაწჳმარია. ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლავნ, მაგრამ სპა უჰამარია:-

1304. გულმხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების. სადაცა შენ და შენი ძმა, ხართ ძნელი გაადჳლდების. რაცა მოგინდესთ უცილოდ, იქმთ იგი არ აქცილდების. არ თურე კაცმან დაგიდგას, ვეჭუ კლდეცა გაგილბილდების:-

1305. აწ შემინდევ ვერა გნახე, შორს ამისთჳს წაგიარე. გზა გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად არს იგი მთუარე. ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩუჱნის ნახჳთ გაიხარე. ამისმეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე:-

1306. ამა მონათა ჩემზედა, გარდაუხდელი გულია. ამოდ მმსახურეს თქუჱნიმცა, გული ამათთჳს სრულია. ქება რად უნდა მას ვინცა, თქუჱნთანა ხანდაზმულია. მჰსგავსი ყუჱლაი მჰსგავსსა ჰშობს, ესე ბრძენთაგან თქმულია:-

1307. ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წაცახჳა მან. მისცა ფრიდონის მონათა, ვარდმან და თმითა იამან. შესთუალა ზეპირ რაც ჰხამდა, სრულად მართ ვითა ჰგიამან. მათ მარგარიტი უჩუჱნის, ძოწისა კარმან ღიამან:-

1308. მონახა ჰპოვა ავთანდილ, ნავი მისისა მჴარისა. გამოემართა იგი მზე, პირითა სავსე მთუარისა. მაგრა დაგდება უმძიმდა, ფატმანის გულმწუხარისა. მისთა გამყრელთა ნაკადი, ჩაჰსდის სისხლისა ღუარისა:-

1309. ფატმან უსენ და მონანი, ჰსტირან ცრემლითა ცხელითა. იტყჳან მზეო რა გჳყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა. რად დაგვაბნელე შენისა, მოშორუჱბისა ბნელითა. დაცაგვმარხენო ჴელითა, ჩუჱნისა დამმარხუჱლითა:-