... (Q-376), XIX ს.

1443. მივიდეს სადა ქალაქი, ტურფა მულღანზარზარია. ჰსცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გაჰჴდა ზათქი და ზარია. დაფდაფისა და ქოსისა ჴმა, ტურფად შენათხზარია. მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია:-

1444. შუკათა მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭურეტელთა ჯარია. შორს უარებდეს სარანგნი, ჴელთა აქუსთ მათ აბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯანია. მათად საჭურეტლად, მიშუჱბა მუნ მათგან სააჯარია:-

1445. გარდაჰხდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგებნეს მრავალნი, ოქროს სარტყლითა მონები. ფერჴთა საფენლად ოქსინო, მართ მათგან არს ნაქონები. თავსა აყრიდეს ოქროსა, ჰხუჱტს ჯარი მუნ ნარონები:-

ქორწილი ტარიელისა და ნესტანდარეჯანისა ფრიდონისაგან (54)

1446. მათ ქალყმათათჳს საჯდომი, დაედგა თეთრ ძოწეული. წითელ ყვითლითა თუალითა, ზედა კეკლუცად ფრქვეული. ავთანდილისთჳს ყვითელი, და შავი ერთგან რეული. მოჳდეს დაჰსხდეს მჭურეტელნი, ვჰსცან მათთჳს სულმილეული:-

1447. მგოსანები მოდგეს ისმოდა, ჴმა სიმღერისა ტკბილისა. ქორწილი ჰქმნეს და გამრავლდა, ძღნობა ლარისა ლბილისა. ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა. ნესტანდარეჯანს უშუჱნის, ღიმილი ჩენა კბილისა:-

1448. მოიღეს ძღუჱნი უსახო, ფრიდონის არ ალქატისა. ცხრა მარგარიტი სიდიდით, მართ ვითა კვერცხი ბატისა. კულავ ერთი თუალი სამჰსგავსო, მზისა შუქმონამატისა. მას წინა ღამით ძალედუა, მხატუარსა ხატვა ხატისა:-

1449. კულავ უძღუნა თჳთო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა. მრგულად დათლილი თუალისა, იაგუნდისა მჰრთელისა. კულავ მოაქუს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ჴელისა. ავთანდილისთჳს ლომისა, ძღუჱნი ფრიდონის ქველისა:-

1450. იგი ტაბაკი სავსეა, მარგარიტითა სხჳლითა. ავთანდილს უძღუნა ყუჱლა, არა სიტყჳთა წბილითა. აივსო სახლი სტავრითა, და ოქსინოთა ლბილითა. ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყჳთა ტკბილითა:-

1451. ფრიდონისგან უსაზომო, ქორწილია დღესა რუასა. ყოვლთა დღეთა მიართმევდენ, უფასოსა ძღუჱნსა მზასა. დღე და ღამე არ გაჰსწყუჱტდის, ჩაღანა და ჩანგი ჴმასა. აჰა მიხუდეს შესაფერნი, ყმა ქალსა და ქალი ყმასა:-

1452. ტარიელ ფრიდონს უბრძანა, დღე ერთ სიტყუჱბი გულისა. არს გული თქუჱნი საჩემოდ, უფროსი ძმისა სრულისა. არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა. მე თქუჱნგან ვჰპოვე მოკუდავმან, ჩემი წამალი წყლულისა:-

1453. ავთანდილისგან შენც იცი, ჩემთჳს თავისა დადება. აწ მე მაქუს ნაცულად მისისა, მოხმარებისა წადება. შენ მიდი ჰკითხე რა უნდა, მან ჰქმნას ამისი ცხადება. ვითმან დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება:-

1454. უთხარ ძმაო რა გარდიხდის, შენგან ჩემზედ ჭირნახულსა. ღ~თი მოგცემს წყალობასა, თჳსსა ზეცით დასახულსა. თუ ვერა ვიქმ საწადელსა, შენსა შენთჳს განზრახულსა. არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა არცა ხულსა:-

1455. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა, ანუ რათ მოგეხმარები. ვარჩევ წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები. ტკბილი სიტყჳთა გავმართოთ, და ჴლმითა საომარები. თუ შენ შენს ცოლსა არ შეგყრი, მე ჩემსას არ ვექმარები:-

1456. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს, ტარიას მოციქულობა. მას გაეცინნა გაღიმდა, ჰშუჱნოდა მხიარულობა. ჰსთქუა თუ მეშუჱლი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა. ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავსთ, არცა აქუს ლხინ ნაკლულობა:-

1457. ჩემი მზე ტახტსა ზედა ჰზის, მორჭმული ღ~თისა ნებითა. საკრძალაჳ და უკადრი, მყოფი არ ვისგან ვნებითა. არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა. მას ზედა შუჱლა რად მინდა, რად მეჭუ რასაცა თნებითა:-

1458. რა მოვა ჩემთჳს განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი. ღ~თი ინებებს მომივლენს, მომცესცა გულთა ლხენანი. მაშინღა მამხუდეს მოკუდავსა, მზისა ელვათა ფენანი. უმისჟამისოდ ცუდია, ჩემგან მიდამო ჰრბენანი:-

1459. მიდი და ჰკადრე ტარიელს, პასუხი ჩემგან თხრობილი. მადლი რად უნდა მეფეო, ხარ დიდად რადმე ლმობილი. ვარ მუცლითგანვე დედისა, თქუჱნად სამონოდ შობილი. ღ~თნ მუნამდის მიწა მჰყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი:-

1460. გებრძანა შეყრა მწადიან, საყუარელისა შენისა. ეგე არს მჰსგავსი გულისა, ლმობიერისა თქუენისა. მუნა მე გლახ ჴრმალი არ მიკუჱთს, არცა სივრცელე ენისა. მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა:-

1461. ესეა ჩემი საწადი, და ჩემი მოსანდომარე. ჲინდოეთს გნახო მორჭმულ ტახტზედ ჴელმწიფედ მჯდომარე. მუნ გვერდით გიჯდეს მნათობი, პირი ელუათა მკრთომარე. მებრძოლნი თქუჱნნი მოგესრნეს, არვინ ჰსჩნდეს მუნ მეომარე:-