... (Q-376), XIX ს.

1424. ტარიელ მადლსა იხდიდა, ტურფა სიტყჳთა და ენითა. დიდად ვიამე მეფეო, პირუჱლ ნახჳთა თქუჱნითა. მერმე აღგვავსენ მრავლითა, უსასყიდლოთა ძღუჱნითა. ვიცი შორიშორ არ ჩავლა, ჩუჱნ თქუჱნი კარგად ვჰქმენითა:-

1425. ზღუათ მეფემან მოახსენა, ჴელმწიფეო ლომო ქველო. მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭურეტელთა შორით მკულელო. მჰსგავსი თქუჱნი რამცა მეძღუნა, შუჱნიერო სახილველო. გაგეყრები რა მომალხენს, საჭურეტელად სასურველო:-

1426. ტარელ ფატმანს უბრძანა, მე თავი შენი მიდია. დავ გული შენი ჩემზედა, გარდაუხდელი დიდია. აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე, ქაჯეთით ამიკიდია. მამიცემია წაიღე, არ კიდე მამიყიდია:-

1427. ფატმან ხათუნ თაყუანისჰსცა, ჰკადრებს მადლსა მეტისმეტსა. მე მეფეო შენი ნახუა, მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა. მოგშორდები რა ვიქმნები, მე დამაგდებ ვითა რეტსა. ახ ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქუჱნსა ვერა მჭურეტსა:-

1428. ზღუათ მეფესა ეტყჳან, ორნივე შუქთა მაფენი. კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი. უთქუჱნოდ მყოფთა არ გვინდა, ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი. მაგრამ გაგჳშუჱნ ჟამია, წაჳდეთ ვართ მოსწრაფენი:-

1429. შენ იყავ მამა მშობელი, და ჩუჱნი საესავია. მაგრა ამასაც ვიაჯით, გჳბოძო ერთი ნავია. მეფემან ჰბრძანა არა მჰშურს, სამიწოდ თქუჱნთჳს თავია. რადგან ისწრაფი რა გკადრო, წა გიწინამძღურდესთ მკლავია:-

1430. მეფემან ნავი ხომალდი, მოჰკაზმა ზღჳსა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამჰყრელნი ცრემლსა ღურიდესა. თავსა იცემდეს იგლეჯდეს, თმა წუჱრსა გაიყრიდესა. ფატმანის ცრემლთა შედენით, თჳთ ზღუაცა გაადიდესა:-

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა ფრიდონისას მისლუა (53)

1431. გამოვლნეს ზღუანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა. კულავ ამტკიცებდეს სიტყუათა, მათ პირუჱლ დანამტკიცართა. ჰშუჱნის მღერა და სიცილი, მათ მისთა არ უვიცართა. ბაგეთად შუქი შეადგისთ, ზედან ბროლისა ფიცართა:-

1432. მუნით კაცი ასმათს თანა, მათ გაგზავნეს მახარობლად. კულავ ფრიდონის თავადთასა, ნაომართა მათთა მთხრობლად. მანდ მოვაო მოიმაღლებს, მზე მნათობთა დამამცრობლად. ჩუჱნ დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქნებით დაუზრობლად:-

1433. იგი მზე შესუჱს კუბოსა, იარეს გზა ზღჳსპირისა. მიყმაწჳლობდეს უხარისთ, მათ გარდახდომა ჭირისა. მიჳდეს სადა ქვეყანა, იყო ნურადინ გმირისა. მოეგებნიან ისმოდის, ჴმა სიმღერისა ჰჴშირისა:-

1434. მუნ მიეგებნეს ყოველნი, ფრიდონის დიდებულები. ასმათი სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები. ნესტანდარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გაჰხსნის ცულები. აწ შეასრულა ყოველი, მან მისი ნაერთგულები:-

1435. ნესტანდარეჯან ეხუჱვის, პირსა აკოცებს პირითა. უბრძანა ჩემო ვაგლახ მე, შენცა აღგავსე ჭირითა. აწ ღ~თნ მოგუცა წყალობა, უხუჱბით არ სიძჳრითა. მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი გარდჳხდი რითა:-

1436. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა, ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი. ბოლოდ ასე გააცხადა, გონებამან დაფარულნი. სიკუდილიცა სიცოცხლედ მჰსჩანს, რადგან გნახენ მხიარულნი. ჰსჯობან ყოვლთა მოყუარულთა, პატრონ ყმანი მოყუარულნი:-

1437. დიდებულთა თაყუანისჰსცეს, მოახსენეს დიდი ქება. რომე ღ~თნ გაგვახარნა, კურთხეულარს მისი ღუთება. ჩუჱნ გჳჩუჱნა პირი თქუჱნი, აღარა გუწვავს ცეცხლთა დება. წყლულსა მისგან დაკოდილსა, მასუჱ ძალუძს განკურნება:-

1438. მოჳდეს და პირი ჴელსა, დაჰსდუჱს აგრე გარდაჰკოცნეს. მეფემან ჰრქუა ძმათა თქუჱნთა, თავნი ჩუჱნთჳს დაიჴოცეს. იგი შუჱბა საუკუნო, ცხადად ჰპოვეს არ იოცნეს. ერთსა მიხუდეს საკუდაო, დიდებანი იასოცნეს:-

1439. თუცა მე მათი სიკუდილი, მტკიჳს და სატკივარია. მაგრამ მათ მიხუდა უკუდაჳ, მუნ დიდი საჩუქარია. ესე ჰსთქუა ნელად ატირდა, და წჳმა თოვლსა არია. ნარგიზთად იძრჳს ბორიო, ვარდსა ჰზრავს იანვარია:-

1440. მუნ ატირდეს ყუჱლაკანი, რა ტირილად იგი ნახეს. რაცა ვისრა დაჰკლებოდა, მათ ტირილით სულთქმით ახეს. დადუმდეს და მოახსენეს, რადგან ბრძენთა მზედ დაგსახეს. თქუჱნთა მჭვრეტთა მღერა მართებსთ, რასათჳსცა ივაგლახეს:-

1441. ვინ ღირსა თქუჱნსა ეგზომსა, ტირილსა შეჭირვებასა. თქუჱნთჳნ სიკუდილი დია ჰსჯობს, მიწათა ზედა რებასა. კულავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა, ნუ რათ იქმთ გამწარებასა. ღ~თიმცა ნაცულად მოგიზღავს, ათასსა გახარებასა:-

1442. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყოდა დიდს სიმძიმილსა. მათ მადლობა მოახსენეს, ჰკადრეს თავნი ვჰსცეთ ღიმილსა. რადგან მიხუდა დაკარგული, ლომი მზესა წახდომილსა. აღარა ვჰსტირთ სატირელსა, აღარ დავჰსდებთ თუალთა მილსა:-