... (S-2781), XIX ს.

1232. სამ დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა ზღუას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭურეტად თვალნი მართ ვითა მზისადა ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა

1233. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწინებად არა მცალს აწ გული ცეცხლნადებია შემოვიქცევი შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია

1234. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭირო მტერნი საომრად მზანია ქვე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასულა ჯერეთ ცოტაი ხანია

1235. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შიგან გვირაბი ასაძრომელი ხვრელია მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწველია

1236. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირნასები ათი ათასი ჭაბუკი ჰსდგას ყუჱლაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამათასსამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რას ები

1237. ესე ამბავი ავთანდილ პირმზემან დიდ გუართა ზადამან რა მოისმინა ეამა სხუა არა გაუცხადა მან შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან ღა დამან

1238. ფატმანს უთხრა საყვარელო კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ამბავი სანატრელი მამასმინე არ პირბნელად მაგრამ საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყველა უჴორცოა რამან შექმნა ხორციელად

1239. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა მაგრამ ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მამისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო მინდობიან კლდესა სალსა

1240. ქაჯნი სახელად მით ქვიან არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნენი ზედა გახელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნენი თჳთ არავისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი

1241. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალსა დაუბრმობენ ქართა აღძვრენ საშინელთა ნავსა ზღუაზღუა დაამხობენ ვითა ხმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათობენ

1242. ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი თუარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი სიტყვანი აწინდელანი

1243. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი სთქუა ღმერთო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი მყოფი უფქმელი ყურთაგან მოუსმენელი შენ ხარ ჩვენ ზედა წყალობის იჩქითად გარდმომფენელი

1244. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა ფატმან ეჭუდა თავისათვის ამად ცეცხლსა კვლა იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა

1245. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა ყმა უნდოგვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა კლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული ჴელქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა

1246. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს სდის ზღვათა შესართავისად შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნოიგი ვინ ვარდი ა ვისად უმისოდ ნეხუთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად

1247. მუნ ცრემლნი მისგან ნადენნი ქვათაცა დასალბონია გიშრისა ტევრსა აგუბებს ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია თუ ყუავი ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია

1248. გათენდა ბანად წავიდა მზე სოფელს შუქნაკიდები დიაცმან უძღუნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სურნელი ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი მე ნურას ნუ მერიდები

1249. ავთანდილ სთქუა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა მოემატა დაშვენება დაემსგავსა ლომი მზესა

1250. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად არ პირბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინა აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად

1251. ფატმან მისსა შუჱნებასა მეტისმეტად ჰკვირდებოდა ყმამ პასუხი არა გასცა თავისწინა ღიმდებოდა შეეტყობის არ მიცნობსო ეგრე ვითა ყივნდებოდა თუცა რასმე იფერებდა მეტი არა გავიდოდა