... (A-656), XIX ს.

1231. ფატმან მისსა შვენებასა მეტისმეტად კვირდებოდა მან პასუხი არა გასცა თავის წინა ღიმდებოდა შეეტყვების არ მიცნობსო რა რეგვნად და რაგვარ ხმობდა თუმცა რასმე იფერებდა მეტი არა გავიდოდა

1232. პური ჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისსა შინა ღვინოსმული მხიარული დაწვა ამოდ დაიძინა საღამოჟამ გაიღვიძა შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე მარტო ვარო თავის წინა

1233. ფატმან მივიდა ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მამკლავს უცილოდ ტანი ალვისა მო ხისა გვერდსა დაისვა ბალიში მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1234. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია დაკრთები ამა ანბავსა მართ ვითა გველნაკბენია მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია

1235. ჰგგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე ზარადხანისა

1236. შენ გიცი კარგი მოყვარე ერთგული მისანდობელი მათ უვისთ ერთი ასული მზე ხმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი მან გამომგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი

1237. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერნამკრთალი სად გამცუდებელად თავისა მის გულისა და ძალისად

1238. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ანბავი თავისა ანბავი ტარიელისგან შემოსა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა

1239. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მათსა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კვლავ მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა

1240. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი ვქნათ მისი გამორჩეული ღმერთმან ქმნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული

1241. ფატმან სთქვა ღ~თსა დიდება საქმენი მომხვდეს მო რანი დღეს რომე მესმნეს ამბავნი უკვდავებისა სწორანი მოჰგვარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

1242. აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა მას მზესა კადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტანდარეჯანის წინაშე მიწერილი

1243. ფატმან სწერს ეჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამზრველო ამაზრზენაო სიტყვამჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზენაო ბროლო და ლალო ორივე კვლავ ერთგან შენათხზენაო

1244. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა მოვალხენიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბითა მო ალხენიე ორნივე მიხვდეთ წადილსა იგი ვარდობდესშენ იე

1245. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმადშეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შანსა ამბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

1246. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცუჰელნი შენნი ან თავადი მათი ვინა

1247. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდეს მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე

1248. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო გნახვენ დამწველის თვალები მასვე წამსა დაიკარგა გარდაფრინდა ბანით ბანსა

1249. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდიკარგა გარდაფრინდა ბანითბანსა