... (W-27), XVII ს.

1233. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ჴმალსა არ აკუნესებსა

1234. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს ჴმანი მათნი გაადიდნეს ყვიროდეს თუ გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყუიტნეს ჴმა შეიქნა შეიყარნეს ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს

1235. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ჴმა შეიქნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაჰფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაეხურა ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1236. რა ტარიელ ფრიდონ იცნა აწ ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიჴადა გაიღიმნა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩუენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგუეგებვი ომად წინა

1237. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანისსცა იგინიცა გარდაუხდეს მოეხუივნეს აკოცესცა ფრიდონ ღ~თსა ჴელ აბყრობით უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა

1238. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური თქუენი რამცა დავიზარე ამას გავს რომ შეყრილ იყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე

1239. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს მისსა ძმად შეფიცებულსა მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1240. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია მაგრა მრავალნი ტურფანი ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდვა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია ჩემთვის ამისი ბოძება არს თქუენი შესაგუანია

1241. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა შესამოსლისა ძღუნობითა დამოსნა ტურფა ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა თვალმარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა

1242. ფრიდონ თქუა ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა გავს მომწყენოდეს სტუმრობა თქუენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა

1243. ქაჯეთს ერთხელ მეც ვყოფილვარ ნახავთ თქუენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შეუვალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგუყუების

1244. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდან და ცოტანი სამასი კაცი გუეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი ჩუენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ჴრმალთა კოტანი მას ადრე ვჰპოვებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მოტანი

1245. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

1246. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქუა ვახლავთ არეთა ჩუენ ქაჯეთს მიახლებულთა აქადგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა

1247. ამა ფრიდონის თათბირთა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ჴმა ჯარვით გაადიდიან

1248. ყოვლგნით მრგუალი შეუვალი არსით იყო ყოლა პირი სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცვიდა მოყმე გმირი შუა ციხე ამართული კლდე კეკლუცი არ დუხჭირი გვირაბითა შესავალი ახვრეტილი ვითა სტუირი

1249. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია თქუეს ვითათბიროთ ვითა ვთქუათ აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა

1250. ფრიდონ თქუა ვიტყუი სიტყვასა ვეჭუ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირისპირ ომი არ ძალ გვაქუს არჟამი საკუეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგუიხშან კარია

1251. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახლტუნებდიან მწურთიდიან ასრე გავიდა საბელსა რომ თვალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან