... (Q-1335), XVIII ს.

1234. რა ფატმანისსა შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი უბრძანა მოვკალ მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი თვით მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღთიანი აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქუს სისხლიანი

1235. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრე რეტად რას გექადდა ისი კაცი მესრაფების მეტის მეტად ფატმან ფერხთა მოეხუვია არა ღირსვარ პირსა ჭურეტად გამიმთელდა გული წყლული ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად

1236. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენნიმცა ჩუენ ვითა ვადიადენით ვინათგან სისხლთა ამისთა დაღურევა დაექადენით თავითგან გითხრობ ყუელასა თქუენ სმენად დაემზადენით

ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე

1237. ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმან მეფენი პურობა დარბაზობასა

1238. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გუაც დარბაზს მიღება ძღუენისა მათ საბოძურისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩუენისა ათ დღემდის ისმის ყოველგნით ჴმა წინწილისა ებნისა მოედანს მღერა ბურთობა დგრიალი ცხენთა დგენისა

1239. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა წაუძღების უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ მაწუეველი არად მინა დედოფალსა ძღუენსა უძღუნით მდიდარი თუ გლახა ვინა დარბაზს ამოდ გავიხარებთ მხიარულნი მოვალთ შინა

1240. დღე მოვიდა ნავროზობა დედოფალსა ძღუენი ვსძღუენით ჩუენ მივართუით მათ გუიბოძეს ავავსენით ავიუსენით ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩუენით კვლა დავსჴედით გახარებად მუნებურნი არ ვიყუენით

1241. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გაველ ჟამსა გავიტანე ხათუნები მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა მომყვებოდეს მომღერალნი იტყოდიან ტკბილსა ჴმასა ვიმღერდი და ვყმაწვილობდი ვიცვალებდი რიდე თმასა

1242. იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მჴედველნი ზღუას ზედა წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი ჩემთანა ჴლებულნი კვლა დავიდევით ნადიმი დავსხედით ამოდ შუვებულნი

1243. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ დურად სუმასა ზედა უმიზეზო გავხე რამე უგემურად რა შემატყვეს გაიყარა სხდომილიყო რაცა პურად მარტო დავრჩი სეუდა რამე შემომექცა გულსა მურად

1244. უკუმოვახუენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტარამე მოცურვიდა შიგან ზღუასა მფრინველად ვთქუი ანუ მჴეცად სხუას ვამსგავსე მემცა რასა

1245. მაშორვიდა ვერად ვიცან მომეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა თუით პირიცა ედგა შავი იქით აქათ მოსდგომოდეს ახლოდ უჩნდა ოდენ თავი გამოიღეს გამიკუირდა იგი უცხო სანახავი

1246. გამოზიდნეს იგი ნავი გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედნეს მოიხედნეს ვინ გუიჭრეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი სულ ღებული ვიყავ შინა

1247. მით ნავი დაღმან მით რომე გარდმოსუეს კიდობანითა აჰჴადეს ქალი გარდმოჴდა უცხოთა რამე ტანითა თაუსა რიდითა შავითა ქუეშეთ მოსილი მწუანითა მზესა სიტურფედ ეყოფის იყოს მისითა გუანითა

1248. რა მობრუნდა ქალი ჩემკე შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება ელუარებდა ჴმელთა ზესა დავიწუხენ თუალნი ყოლა ვერ შეადგენ ვითა მზესა უკმოვიჴარჩ კარი ჩემგან მათი ჭურეტა ვერა ცნესა

1249. მოვიჴმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩუენე ჴედავთ ჰინდოთა ტყვედ ჰყუვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩაედით წყნარად ნუ ჩქარად მჴლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით რისაცა იყუნენ მდომელნი

1250. თუ არ მოგცენ ნუღარ მისცემთ წაგუარეთ და დახოცენით მოიყუანეთ ისი მთუარე ქენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედა დაღმან ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაეუაჭრნეს არ მოჰყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით

1251. მე სარკუმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოჰყიდეს შეუძახენ დაჴოცენით დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღუასა შეასრივნეს შემოადგეს ქალსა სცუიდეს ჩავეგებე გამოვგუარე ზღუის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1252. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა არა ჰმართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ქნა ნახაზობა მეთუ დამწუავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა