... (Q-376), XIX ს.

1233. გულითა ღ~თსა ადიდებს, ავთანდილ ცრემლთა მდენელი. ჰსთქუა ღ~თო გმადლობ რომელი, ხარ ჭირთა მომალხენელი. ყოფილი მყოფი უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი. შენ ხარ ჩუჱნზედა წყალობის, იჩქითად გარდმომფენელი:-

1234. მის ჰამბისა ცნობისათჳს, ცრემლით ღ~თსა ადიდებდა. ფატმან ეჭუდა თაჳსათჳს, ამად ცეცხლსა კულავ იდებდა. ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყუარულსა იფერებდა. ფატმან ყელსა ეხვევოდა, პირსა მზესა აკოცებდა:-

1235. მას ღამეს ფატმან იამა, ავთანდილსთანა წოლითა. ყმა უნდომ გუარად ეხუჱვის, ყელსა ყელითა ბროლითა. ჰკლავს თინათინის გონება, ჰძრწის იდუმლითა ძრწოლითა. გული ჴელქმნილი გაჰსჭრია, მჴეცთავე თანა ჰსრბოლითა:-

1236. ავთანდილ მალჳთ ცრემლს ადენს, მართ მჰსგავსად მთათა ღუარისა. შიგან მელნისა მორევსა, ჰსცურავს გიშრისა ნავისად. იტყჳს თუ მნახეთ მიჯნურნო, იგი ვინ ვარდი ავისად. უმისოდ ნეხუთა ზედა ვჰზი, ბულბული მჰსგავსად ყუავისად:-

1237. მუნ ცრემლნი მისგან ნადენნი, ქჳსაცა დასალბონია. გიშრისა ტევრი აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია. ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია. თუ ყუავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია:-

1238. გათენდა ბანვად წაჳდა, მზე სოფელს შუქ ნაკიდები. ფატმანმან უძღუნა მრავალი, კაბა ყაბაჩა რიდები. მრავალი ფერი სულნნელი, ტურფა პერანგი წმიდები. რაცა გწადდესო ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები:-

1239. ავთანდილ ჰსთქუა საქმე ჩემი, გავაცხადო ამა დღესა. სამოსისა ვაჭრულისა, ცმა აქამდის დაეწესა. მას დღე ყოვლი საჭაბუკო, შეიმოსა ტანსა მჰჴნესა. მოემატა დაშუჱნება, დაემჰსგავსა ლომი მზესა:-

1240. ფატმანს პური შეეკაზმა, ავთანდილის საწუჱველად. ყმა შეჳდა მოკაზმული, მხიარულად არ პირბნელად. ფატმან ნახა გაუკჳრდა, ვაჭრულისა უმოსელად. შემოჰსცინა აგრე ჰსჯობსო, შენთჳს ხელთა სასურუჱლად:-

1241. ფატმან მისსა ჰშუჱნებასა, მეტისმეტად ჰკჳრდებოდა. ყმამ პასუხი არა გაჰსცა, თავისწინა ღიმდებოდა. შეეტყობის არ მიცნობსო, რა რეგვნად და როგვორ ჰჴმობდა. თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჳდოდა:-

1242. პური ჭამეს გაიყარნენ, ყმა მიჳდა თჳსსა შინა. ღჳნო ჰსმული მხიარული, დაწვა ამოდ დაიძინა. საღამოჟამ გაიღჳძა, შუქი ველთა მოაფინა. ფატმან უხმო მოდი მნახე, მარტო ვარო თავისწინა:-

1243. ფატმან მიჳდა ავთანდილს, ჴმა ესმა მისგან ოხისა. იტყოდა მამკლავს უცილოდ, ტანი ალვისა მო ხისა. გვერდით დაისვა ბალიში, მისცა თჳსისა ნოხისა. ვარდისა ბაღსა უჩრდილობს, ჩრდილი წამწამთა ქოხისა:-

1244. ავთანდილ ჰბრძანა ჱე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია. დაჰკრთები ამა ჰამბავსა, მართ ვითა გუჱლნაკბენია. მაგრამ აქამდის მართალი, შენ ჩემი არა გჰსმენია. ჩემნი მამკულელნი წამწამნი, შავნი გიშრისა ხენია:-

1245. ჰგგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა. მე ვარ სპასპეტი მაღლისა, მეფისა როსტევანისა. თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგუანისა. მაქუს პატრონობა მრავალი, საჭურჭლე ზარდახანისა:-

1246. შენ გიცი კარგი მოყუარე, ერთგული მისანდობელი. მათ უვისთ ერთი ასული, მზე ჴმელთა მანათობელი. იგაა ჩემი დამწუჱლი, და ჩემი დამადნობელი. მან გამამგზავნა დავაგდე, პატრონი მათი მშობელი:-

1247. რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისუჱ ქალისად. მივლია ყოვლი ქუჱყანა, მის მზისა მონაცუალისად. მისთჳს გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერნამკრთალისად. გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად:-

1248. ავთანდილ ფატმანს ყოველი, უთხრა ჰამბავი თავისა. ჰამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა. უბრძანა შენ ხარ წამალი, ჯერ შენგან უნახავისა. ღონე წამწმისა ჰჴშირისა, ყორნისფრთებრ ნაფუშავისა:-

1249. მოდი და ფატმან მეწიე, ვეცადნეთ მათსა ჰრგებასა. უშუჱლოთ იგი მნათობნი, ნუთუ მიეცნენ ჰშუჱბასა. ვინცა ჰსცნობს კაცი ყუჱლაჲ, ჩუჱნსა დაიწყებს ქებასა. ნუთუ კულავ მიხუდენ, მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა:-

1250. მომგუარე ქაჯეთს გავგზავნოთ, იგივე მონა ჰგრძნეული. ქალსა ვაცნობოთ ყუჱლაჲ, ჰამბაჲ ჩუჱნგან ცნეული. მანცა გვაცნობოს მართალი, ვჰყოთ მისთჳს გამორჩეული. ღ~თნ ჰქმნას ქაჯთა სამეფო, მოგესმას ჩუჱნგან ძლეული:-

1251. ფატმან ჰსთქუა ღ~თსა დიდება, საქმენი მომხუდეს მორანი. დღეს რომე მესმნეს ჰამბავნი, უკუდავებისა ჰსწორანი. მოჰგუარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი. უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი, წა გზანი გისხენ შორანი:-

1252. აწ გამოჩნდების საჴმრობა, ჩემთჳს შენისა გრძნებისა. მსწრაფლად დამივსე საჴმილი, შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა. მას მზესა ჰკადრე მიზეზი, მისისა განჰკურნებისა. მან უთხრა ხუალე მოგართვა, ყოვლი ჰამბავი ნებისა:-