... (S-2781), XIX ს.

1212. მათ სხუათა მათი ამბავი თქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჱე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმი დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია

1213. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხუდა ცემა სენისა მათისა დამამხობლისა მოგვიკუდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უკეთესი მშობლისა

1214. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაკოდს ყმა მისი ვერავის დაუკოდია მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ ქვე ზის მორჭმული სწოდია

1215. გვესმა ამბავი ზღუას იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვაზირნი დაშალეს ქმნა ხალვათისა ვითა ვკადროთო დავსება პირისა ხმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრათასისა

1216. როშაქ ბრძანა მოცავინმკლავს მე ტირილსა არ დავხუდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავჰყვები

1217. გვითხრა მისთა ჴელისათა წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკე გარდმოვდევით

1218. მინდორმინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვსთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1219. ზოგთა სთქვეს არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართეთ ახლოსაც ვნახეთ ბარეო შორს მოვუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა ჩვენი მოუბარეო

1220. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქვენ სახელნი თქვენი თქვენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ [თვალით] ჩვენით

1221. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა

1222. კულა ვეუბენით მას მზესა ტკბილმოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გაუშვით დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა

1223. კულა ვკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გუითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა

1224. არცარა ცხადი ამბავი არცარა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭურეტელთა მისთა თვალითა მლალავი

1225. როშაქ გვიბრძანა ნუ ვკითხავთ აწ თურე არ სათქმელია ამისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია მით რომე ღმერთი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1226. ესე ღ~თსა მისაგურელად მისად ჩვენთვის მოუგვრია მივუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1227. მივემოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვკადრეთ ჴელდაჴელ არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწუსა გულმდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით

1228. მე როშაქს ვკადრე გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან ნება მომცა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედამსწრებელი

1229. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა მე რა იგ მესმს შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხინი მომეცა მსგავსი დრამისა წონისა

1230. მოვიყვანე იგი მონა ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა მან იგივე კვლა მიამბო რაცა მუნით მომესმინა ამ ამბავმან გამაცოცხლა სულმობრძავი დამარჩინა

1231. მე ორნი შავნი მონანი მყუანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ წავლენწამოვლენ მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა