... (A-656), XIX ს.

1211. მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ მივლენ წამოვლენ მათითა ხელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა

1212. სამ დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისად ზღვათ იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი მართ ვითა მზისადა ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა

1213. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერთ ქორწილობად არა მცალს აწ გული ცეცხლნადებია შემოვიქცევი შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია

1214. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია მით რომე გზა საჭიროა მტერნი საომრად მზანია ქვე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა ჯერეთ ცოტაი ხანია

1215. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შუა გვირაბი ასაძვრომელი ხვრელია მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწველია

1216. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირნასები ათი ათასი ჭაბუკი დგის ყველაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან და გლახარ ვიცი რას ები

1217. ესე ანბავი ავთანდილ პირმზემან მაგარ ვადამან რა მოისმინა ეამა სხვად არა გაუცხადა მან შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან ანბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან

1218. ფატმანს უთხრა საყვარელო კმა ხარ ჩემგან სასურველად მე ანბავი სანატრელი მომასმინე არ პირბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად ქაჯი ყველა უხორცოა რამან შექმნა ხორციელად

1219. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მამისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო მინდობიან კლდესა სალსა

1220. ქაჯნი სახელად მით ქვიან არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნელნი ზედა გახელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნენი იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი

1221. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალსა დაუბრმობენ ქართა აღსძრვენ საშინელთა ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ ვითა ხმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმან სწადდეს ბნელსა ანათლობენ

1222. ამისათვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი სიტყვანი აწინდელანი

1223. გულითა ღ~თსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქვა ღ~თო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი მყოფი უთქმელი ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი

1224. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა ფატმან ეჭვდა თავისათვის ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა ყმა ნამუსსა ინახვიდა სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა

1225. მას ღამე ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული მხეცქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა

1226. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს სდის ზღვათა შესართავისად შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო იგი ვინ ვარდია ვისად უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად

1227. მუნ ცრემლნი მისგან ნადენნი ქვათაცა დასალბონია გიშრისა ტევრი აგუბებს ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია თუ ყვავი ვარდსა იშოვნებს თავი ბულბული ჰგონია

1228. გათენდა ბანად წავიდა მზე სოფელს შუქნაკიდები დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სურნელი ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი მე ნურას ნუ მერიდები

1229. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა შამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა მოიმატა დაშვენება დაემსგავსა ლომი მზესა

1230. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მხიარული მხიარულად არ პირბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინნა აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად