... (H-66), 1832 წ.

1213. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი: კვლავ ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა: ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამამიშვა აქ სადმე: ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ: მე მათი ზედა მსწრებელი

1214. მათ კაცთა დიდად იამა: ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა: ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი: ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხენა მომეცა: მგზავსი დრამისა წონისა

1215. მოვიყვანე იგი მონა: ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვკითხე მითხარ რას იტყოდი: გაგონება მეცა მინა მან იგივე კვლავ მიამბო: რაცა მუნით მამესმინა ამ ამბავმან გამაცოცხლა: სულ მობრძავი დამარჩინა

1216. მე ორნი შავნი მონანი: მყვანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ მივლენ წამოვლენ: მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ: ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი: თქვენითა მოქმედებითა

1217. სამ დღე მოვიდეს მიამბეს: ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა: ზღვას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭვრეტად: თვალნი მართ ვითა მზისადა ქუე დაუწინდავს საცოლედ: როსან ცოტასა ყმისადა

1218. როსანს შევრთოთო დულარდუხტს: მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწილობად არა მცალს: აწ გული ცეცხლ ნადებია შემოვიქცევი შევისძლობ: ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი: ერთაი უახლებია

1219. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა: მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭიროა: მტერნი საომრად მზანია ქვე დაუყრია მოყმები: ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა: ჯერეთ ცოტაი ხანია

1220. ქაჯთა ქალაქი აქამდის: მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი: კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შიგან გვირაბი: ასაძრომელი ხვრელია მუნ არის მარტო მნათობი: მისთა შემყრელთა მწველია

1221. გვირაბის კარსა ნიადაგ: მოყმე სცავს არ პირ ნასები ათი ათასი ჭაბუკი: დგას ყველა კაი ხასები ქალაქის კართა სამთავე: სამ ათას სამ ათასები გულო გაგსაჯა სოფელმან: არ ვიცი და გლახ რას ები

1222. ესე ამბავი ავთანდილ: პირ მზემან მაგარ ვადამან რა მოისმინა იამა: სხვად არა გაუცხადა მან შესწირა ღ~თსა მადლობა: ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო: მითხარო ვისმანღა დამან

1223. ფატმანს უთხრა საყვარელო: კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ამბავი სანატრელი: მამასმინე არ პირ ბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა: გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყველა უხორცოა: რამან შექმნა ხორციელად

1224. მის ქალისა სიბრალული: ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უხორცონი: რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მამისმინე: მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო: მინდობია კლდესა სალსა

1225. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან: არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნენი: ზედან გახელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნებნი: იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ: დამბრმალნი დაწბილებულნი

1226. იქმენ რასმე საკვირველსა: მტერსა თვალსა დაუბრმობენ ქართა აღძვრენ საშინელთა: ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ ვითა ხმელსა გაირბენენ: წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ: სწადდეს ბნელსა ანათობენ

1227. ამისთვის ქაჯად უხმობენ: გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია: ჩვენებრვე ხორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა: ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი: სიტყვანი აწინდელანი

1228. გულითა ღ~თსა ადიდებს: ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქვა ღ~თო გმადლობ რომელი: ხარ ჭირთა მამალხენელი ყოფილი მყოფი უთქმელი: ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქვენი იჩქითად: არს ჩვენი გარმომფენელი

1229. მის ანბისა ცნობისათვის: ცრემლით ღ~თსა ადიდებდა ფატმან ეჭვდა თავისათვის: ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა: სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა: პირსა მზესა აკოცებდა

1230. მას ღამით ფატმან იამა: ავთანდილთანა წოლითა ყმა უნდო გვარად ეხვევის: ყელსა ყელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება: ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული ჴელ ქმნილი გასჭრია: მხეცთავე თანა რბოლითა

1231. ავთანდილ მალვით ცრემლსა: წევს დენად სისხლ ნართავისად შიგან მელნისა მორევსა: ცურავს გიშრისა ნავისად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო: იგი ვინ ვარდი ავისად უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი: ბულბული მგზავსად ყვავისად

1232. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი: ქვათაცა დასალბონია გიშრისა ტევრსა აგუბებს: ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედა იხარებს: მართ ვითა იადონია თუ ყვავი ვარდსა იშოვნის: თავი ბულბული ჰგონია