... (A-859), 1841 წ.

1330. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა, უძღვნა შემკული თვალითა. იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ ყმანი, პირითა ელვა მკრთალითა. მათნი მჭურეტელნი დაიწვნეს, ცეცხლითა მართ ახალითა:-

1331. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა, უსაზომო დიდი ძღუჱნი. ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თჳთო ცხენი. თჳთო კაბა თუალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი. მოახსენეს მადლი რა ვსთქვათ, სვიანამცა დავლა თქუჱნი:-

1332. ტარიელ მადლსა გარდიხდის, ტურფა სიტყვითა ენითა. დიდად ვიამე მეფეო, პირველ ნახვითა თქუჱნითა. მერმე აგვავსენ მრავლითა, ტურფა ფერითა ძღვენითა. ვიცი შორი შორ არ ჩავლა, ჩუჱნ თქუჱნი კარგად ვქენითა:-

1333. ზღუათა მეფე მოახსენებს, ჴელმწიფეო ლომო ქველო. მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭვრეტელთა შორით მკლულო. მსგავსი თქუჱნი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო. რა მოგშორდე რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო:-

1334. ტარელ ფატმანს უბრძანა, მე თავი შენი მიდია. დავ გული შენი ჩემზედა, გარდაუხდელი დიდია. აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე, ქაჯეთით ამიკიდია. მამიცემია წაიღე, არ კიდე მომიყიდია:-

1335. ფატმან ხათუნ თაყუანსცა, კადრებს მადლსა მეტის მეტსა. მე მეფეო შენი ნახვა, მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა. რა მოგშორდე რა ვიქნები, მე დამაგდებ ვითა რეტსა. ახ ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქუჱნსა ვერა მჭვრეტსა:-

1336. ზღუათა მეფესა ეტყვიან, ორნივე შუქთა მაფენი. კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი. უთქუჱნოდ მყოფთა არ გვინდა, ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი. აწ ვითხოვთ რომე ჟამია, წავიდეთ ვართ მოსწრაფენი:-

1337. შენ იყავ მამა მშობელი, და ჩვენი საესავიო. მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძოთ ერთი ნავიო. მეფემან ბრძანა არა მშურს, სამიწოდ თქუჱნად თავიო. რადგან ისწრაფი რა გკადრო, წა გიწინამძღვრდეს მკლავიო:-

1338. მეფემან ნავი ხვამალდი, მოჰკაზმა ზღჳსა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა. თავსა იცემდეს იგლეჯდეს, თმა წვერსა გაიყრიდესა. ფატმანის ცრემლთა შედენით, თჳთ ზღვაცა გაადიდესა:-

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა.

1339. გამოვლნეს ზღუანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა. კულავ ამტკიცებდეს სიტყუათა, მათ პირველ დანამტკიცართა. შუჱნის მღერა და სიცილი, მათ მისთა არ უიცართა. ბაგეთათ შუქი შეადგის, ზედან ბროლისა ფიცართა:-

1340. მუნით კაცი ასმათს თანა, მათ გაგზავნეს მახარობლად. კულავ ფრიდონის თავადთასა, ნაომართა მათთა მთხრობლად. მანდა მოვა მოიმაღლებს, მზე მნათობთა მამაგრობლად. ჩუჱნ დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქინებთ დაუზრობლად:-

1341. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღჳს პირისა. მიყმაწვილობდეს უხარის, მათ გარდახდომა ჭირისა. მივიდეს სადა ქუჱყანა, იყო ნურადინ გმირისა. მოეგებნიან ისმოდის, ჴმა სიმღერისა ხშირისა:-

1342. მუნ მიეგება ყოველნი, ფრიდონის დიდებულები. ასმათი სავსე ლხინითა, მას აღარ აჩნდა წყლულები. ნესტან დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები. აწ გაუსრულა ყოველი, მან მისი ნაერთგულები:-

1343. ნესტან დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა. უბრძანა ჩემო ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა. აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა, ვსცან მისი არ სიძვირითა. მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი გარდვიხდი რითა:-

1344. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა, ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი. ბოლოდ ესრე გააცხადნა, გონებამან დაფარულნი. სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს, ოდეს გნახენ მხიარულნი. ჰსჯობს ყოვლთა მოყვარულთა, პატრონ ყმანი მოყვარულნი:-

1345. დიდებულთა თაყვანისცეს, მოახსენეს დიდი ქება. რომე ღ~თნ გაგვახარნა, კურთხელა მისი ღ~თება. ჩვენ გვიჩვენა პირი თქუჱნი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება. წყლულსა მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ უც განკურნება:-

1346. მოვიდეს და პირი ხელსა, დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყჳს ძმათა თქუჱნთა, თავნი ჩუჱნთჳს დაიხოცნეს. იგი შვებას საუკუნოს, ცხადად პოვეს არ იოცნეს. ერთსა მიხუდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს:-

1347. თუმცა მე მათი დახოცა, მტკივის და სატკივარია. მაგრამ მათ მიხვდა უკუდავი, მუნ დიდი საჩუქარია. ესე თქუა ნელად ასტირდა, და წვიმა თოვლსა არია. ნარგისთათ იძვრის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია:-

1348. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს. რაცა ვისრა დაკლებოდა, მათ ტირილით სულთქმით ახეს. დადუმდეს და მოახსენეს, რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს. თქუჱნთა მჭურეტთა მღერა მართებს, რასათჳსმცა ივაგლახეს:-