... (A-859), 1841 წ.

1446. აწ მეფეო არ ეგების, ჩვენი სხდომა თქვენად სწორად. საჴელმწიფო საჯდომი და, სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოდ დასხნა ავთანდილ და, მისი ცოლი მათად სწორად. პირველ ძღვენი ტარიასთჳს, მოიღიან იდვის გორად:-

1447. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ მასპინძლობასა. ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა. გასცემს და უქებს ყველაი, უხობა იეფობასა. ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა:-

1448. მეფესა ქმრითურთ პატივი, ჰქონდა ინდოთა ქალისა. სიყუარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა. რომე სძღვნა არა ეგების, თქმა არცა ნაათალისა. თითო სკიპტრა და პორფირი, და გვირგვინები თვალისა:-

1449. კულავ უძღუნა ძღვენი ორთავე, მზგავსი მათისა ბედისა. ათასი თუალი ნაშობი, რომანულისა დედისა. კულავ მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ბატისა. ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა:-

1450. ფრიდონს უძღუნა ცხრა ტაბაკი, მარგალიტი თავ შედგმული. ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა, უნაგრითა შეკაზმული. ინდოთ მეფემ თაყვანისცა, ლაღი ბრძენი არ მახმული. მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო სმული:-

1451. რას ვაგრძელებდე გარდახდეს, დღენი ერთისა თჳსანი. თამაშობდიან არ იყვნეს, ყოლა გაყრანი სმისანი. ტარიელს ძღვნიან უცხონი, თვალნი ლალისა ქვისანი. მათ ყოვლთა მათნი ელვანი, ჰფარვენ მართ ვითა მზისანი:-

1452. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და, იყუის ფიფქისა მთოელად. ავთანდილ როსტანს წინაშე, გაგზავნა დასათხოველად. შეჰსთვალა შენი სიახლე, კმა ჩემად ლხინად ყოველად. მტერთა აქუს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად:-

1453. უცებნი მოსრნის მცოდნელთა, ცოდნამან ხელოვნებამან. ვეჭუ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა, ჩემმან რასაცა ვნებამან. წავიდე ავი არ მიყოს, მე აქა დაყოვნებამან. ადრე კულავ ვნახენ მორჭმულნი, ინებოს ღ~თისა ნებამან:-

1454. როსტევან კადრა მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა. რაცა გიჯობდეს იქმოდით, გასჭურეტდით გაიცდიდითა. ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა. თქუჱნთა მტერთა და ორგულთა, დაფრეწდით დაცასჭრიდითა:-

1455. ავთანდილ უთხრა ტარიელს, ესე სიტყუჱბი ორები. მან უთხრა აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები. ახალ შეყრილსა მთუარესა, მზეო ვით მოეშორები. ავთანდილ უთხრა მაგითა, შენგან არ მოვიღორები:-

1456. არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახებით. ცოლი უყუარსო გასწირა, იყო ამისად მსახავად. მე დავრჩე შენი გაყრილი, თავისა მე ვაგლახ ავად. კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ მოუხდების ახ ავად:-

1457. ტარიელს უგავს სიცილი, ბროლსა ვარდითა ფრქვევასა. უბრძანა ვიტყჳ უშენოდ, შენისა უფრო მე ვასა. რადგან გწადიან წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა. ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა, ყოვლგნით მისთანა წვევსა:-

1458. შეჰყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია. კაცი ოთხმოცი ათასი, ყუელაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა, აბჯარი ხვარაზმულია. მეფე არაბთა მათითა, გაყრითა ნაღველ ჭმულია:-

1459. ერთმანერთისა გაყრილნი, ქალნი ორნივე დობილნი. ერთმანერთისა დად ფიცნი, სიტყვითა გამონდობილი. მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი. სტიროდეს მათთა მჭურეტელთა, გულნიცა ესხნეს წდობილნი:-

1460. მთვარე ცისკრისა ნიავსა, რა თანა შეესწოროსა. ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს მოეშოროსა. არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა. მათად საჭურეტლად მჭურეტელმან, ხამს თავი იქედგოროსა:-

1461. მათდავე სახედ რომელსა, ესენი დაუბადიან. იგივე გაჰყრის სიშორე, არა თუ ნებით სწადიან. ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან. მათთა გამყრელთა ყოველთა, სიცოცხლე არ იქადიან:-

1462. ნესტან დარეჯან თქუა ნეტამც, ყოლე არ შემოგცნებოდი. მზისა გამყრელი გაყრითა, აწ ასრე არ დავდნებოდი. ამბავსა ცნობდი მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი. ვითა მე შენთჳს დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთჳს დნებოდი:-

1463. თინათინ კადრა ჱე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო. რამცა გაგწირე თუ ვითა, გაყრასა მოვითმინებო. ღ~თისაგან დღეთა თხოვისა, ნაცვლად სიკუდილი ვინებო. აგრემცა მივი რაზომსა, ცრემლსა მე დავიდინებო:-

1464. კულავ აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი. ქვე დამდგომმან წამავალსა, ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი. იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდა ამით ალნი. რომე მსწადდეს ვერ დავსწერენ, მე სიტყვანი ნაათალნი:-

1465. როსტან მათითა გაყრითა, ხელთაგან უფრო ხელდების. ათასჯერ იტყჳს ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების. ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების. ტარიელ ეტყჳს დაღრეჯით, ფიფქი ნასდების თხელდების:-