... (A-859), 1841 წ.

1466. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს, მეფე ხვევნით და კოცებით. იტყჳს თუ თქუჱნი სიახლე, მიჩნს აქამდისცა ოცებით. რადგან მოგშორდი დავრჩები, პატიჟთა გაასოცებით. შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით:-

1467. ტარიელ შეჯდა მეფისა, გამყრელი გამომსალამე. სრულად ლაშქართა სდიოდა, ცრემლი მინდორთა სალამე. მზე შენ გელმისო საომრად, და თავი შენ მას ალამე. უბრძანა შენთჳს მტირალსა, ყოლა არ მიჩნდეს სალა მე:-

1468. გაემართნეს და წავიდეს, დია სპითა და ბარგითა. ტარიელ ფრიდონ ავთანდილ, თავითა მეტად კარგითა. კაცი ორმოცი ათასი, ყვა ცხენებითა ვარგითა. მივლენ სამნივე გულითა, ერთმანერთისა მარგითა:-

1469. სამთავე ვლეს ღ~თნ მათებრ სხვა, ნურა ნუ დაბადოსა. მოეგებნიან მტერობა, ვერავინ დაიქადოსა. მინდორსა შიგან სადილად, გარდახდეს უდილადოსა. ვითა მართებდათ პურობდეს, ღვინოსა სვემდეს არ დოსა:-

1470. ტარიელს და ცოლსა მისსა, მიხუდა მათი საწადელი. შჳდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს, ლხინი ესე აწინდელი. ყოლა ლხინთა ვერ იამებს, კაცი ჭირთა გარდუხდელი:-

1471. თჳთ ორნივე ერთგან მსხდომნი, ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს. ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ჴმასა დაატკბობდეს. მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს. ესეაო მეფე ჩუჱნი, იზახდეს და ამას ხმობდეს:-

1472. ავთანდილ და ფრიდონისთჳს, ორნი ტახტნი დაამზადნეს. ზედან დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს. ღ~თნ სხვანი ხორციელნი, მათებრნიღა რად დაბადნეს. ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს:-

1473. სმა პურობა გახარება, ქმნეს ჯალაბი გაადიდეს. ვითარიცა ქორწილობა, ჰხამს ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ოთხთავე თავის თავის, ძღვენსა სწორად მიართმიდეს. გლახაკთათჳს საბოძვარსა, საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს:-

1474. სრულნი ჰინდონი ავთანდილს, და ფრიდონს მწედ ხადიან. თქუჱნგან გვჭირს კარგი ყველაი, მართ იმას მოიტყოდიან. ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის მას იქმოდიან. სადარბაზობლად ნიადაგ, მათ წინა მოვიდოდიან:-

1475. ინდოთ მეფე უბრძანებდა, ასმათს მისსა შეკდომილსა. რაცა შენ ქმენ არ უქმნია, არ გამზრდელსა არცა ზრდილსა. აწ ინდოეთს სამეფოსა, მეშვიდესა ერთსა წილსა. ზედან დაგსვამ შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა:-

1476. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე. მუნიდაღმე გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე. ასმათ ფერხნი გარდუკოცნა, შენგანაო ჩემი ღონე. მონობისა უკეთესი, რამც ვიშოვნე რამც ვიქონე:-

1477. ერდგან სამთავე ძმობილთა, დაყვნეს ცოტაი დღენია. თამაშობდიან უსახო, მოუდიოდეს ძღვენია. რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია. მაგრა ავთანდილს სურვილმან, დაღრეჯა დააჩენია:-

1478. ტარიელ ჰსცნა ამა ყმისა, ცოლისათჳს მოესურვა. უბრძანებდა გული შენი, გაღანამცა მამემდურვა. აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი, გონებამან შვიდი თუ რვა. მოგშორდები ლხინი ჩემი, საწუთრომან დამიშურვა:-

1479. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა, წავიდეო სახლსა ჩემსა. ზედა ზედა დავტკეპნიდე, დარბაზსა და ამა თემსა. სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა. თქუჱნისათჳს ასრე მომსურდების, წყაროსათჳს ვით ირემსა:-

1480. როსტანისთჳს წაატანა, ძღუნად ტურფები ჯუბაჩები. კულავ ჭურჭელი თუალთა თლილთა, არ კოვზები არ ჯამები. ჩემაგიერ მიუტანე, წაო ნურას მეუბნები. ავთანდილ თქუა არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები:-

1481. ქალსა ქალმან გაუგზავნა, ყაბაჩა და ერთი რიდე. რომე ჩაცმა დაბურვასა, ვინ ღირს იყო მათგან კიდე. ერთი თუალი წამღებელსა, ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე. ღამე მზეებრ გაანათის, ჩნდის სადაცა შეხედვიდე:-

1482. ავთანდილ შეჯდა წავიდა, ტარიას გაესალამა. იგი ორნივე გაყრისა, დაწუა ცეცხლისა ალამა. სრულად ჰინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა. ავთანდილ იტყჳს მამკლაო, სოფლისა მე სამსალამა:-

1483. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ, იარნეს დღენი მცირენი. გზამან გაყარნა წავიდეს, თავის თავ ანატირენი. კარგად მოუხდეს მათ მათნი, საქმენი დანაპირენი. ავთანდილ მიხუდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი:-

1484. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან. ნახა მზე თჳსი მირიდა, მისთა სურვილთა წყენამან. მის თანა ტახტსა დავეჯდა, ალხინა მჭურეტთა ლხენამან. გააჴელმწიფა გვირგვინი, ზეცით მოსრულმან ზენამან:-

1485. მათ სამთავე ჴელმწიფეთა, ერთმანერთი არა სძულდეს. ერთმანერთსა ნახჳდიან, საწადელნი გაუსრულდეს. ბრძანებისა შემცილენი, მათის ხრმალთა დავეწყლულდეს. მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს გამორჭმულდეს:-