... (A-859), 1841 წ.

1235. უცნობო ქნილი ტარიელ, ძეს მსგავსად ნატუსალისად. ავთანდილ ადგა გამოვლნა, შამბნი საძებრად წყალისად. მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად. მკერდსა დაასხა გავეხდა, ლაჟვარდი ფერად ლალისად:-

1236. ავთანდილ მკერდსა დაასხა, მას ლომსა სისხლი ლომისა. ტარიელ შეკრთა შეიძრა, რაზმი ინდოთა ტომისა. თუალნი აახუნა მიეცა, ძალი ზე წამოჯდომისა. ლურჯათ სჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ ნაკრთომისა:-

1237. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან. ზაფხულის მზისა სიახლე, დასწვავს გუალვასა სჩივიან. მაგრა მაზედა ბულბულნი, ტურფასა ჴმასა ყივიან. სიცხე სწუავს ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან:-

1238. აგრევე გული კაცისა, მოსაგვარებლად ძნელია. ჭირსა და ლხინსა ორზედვე, ზედან მართ ვითა ხელია. მიწყივ წყლულდების საწუთრო, მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია:-

1239. ტარიელ ნახა ნაწერი, კულავცა მკვლელისა მისისა. იკითხავს თუცა აშეთებს, კითხუა წიგნისა მისისა. დაუყჳს ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა. ავთანდილ ადგა დაუწყო, თხრობა სიტყჳსა მქისისა:-

1240. იტყჳს თუ ნაქმრად არ ვარგა, კაცისა გასწავლილისა. აწ რადღა გვმართებს ტირილი, ხამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა. ადეგ წავიდეთ საძებრად, მის მზისა წახდომილისა. ადრე მიგიყვან მიყვანა, არს შენგან მონდომილისა:-

1241. ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ. მერმე შევსხდეთ გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ. ჩვენნი ჴმალნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ. უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ:-

1242. მერმე ტარიელ ამბავსა, ჰკითხავს აღარა ბნდებოდა. შეჰხედნის თუალნი ამართნის, შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა. მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა. ვინ ღირსა თუმცა წყალობით, ცა მიწყივ მობრუნდებოდა:-

1243. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა. მე შენი ქება ვითა ვსთქუა, ბრძენთაგან საქებარისა. ვით მზესა მთისა წყარომან, მომრწყე ყვავილი ბარისა. დამწყვიტე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარის:-

1244. მე ვერა გიყო ნაცვალსა, ღ~თი გარდგიხდის ციერი. ზეგარდმო მისით შემოგზღოს, მუქაფა ჩემმაგიერი. შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ქონდა ძლიერი. აწ გავეაძღო სოფელმან, ასმათ ადრითგან მშიერი:-

1245. ქვაბისა კარსა ასმათი, მარტო სჯდა არ ბარგოსანი. შეხედნა იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი. ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი. მაშინვე იცნა ავარდა, მოშლილი პერანგოსანი:-

1246. აქამდის მიწყივ ენახა, ქვაბს მისულა მოტირალისა. აწ გაუკჳრდა დანახვა, სიცილით მომღერალისა. ზარ აღებული ავარდა, ცნობა უცს ვითა მთვრალისა. არ იცის სმენა ამბისა, ჯერთ მისგან სასურვალისა:-

1247. მათ რა ნახეს შემოყივლეს, სიცილით და კბილთა ჩენით. ჱე ასმათო მოგვივიდა, მოწყალება ღ~თისა ზენით. ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა იგი ვქენით. აწ გავხედითო ბედისაგან, ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით:-

1248. ავთანდილ ცხენსა გარდახდა, ასმათის მოსახვეველად. მან მიჰყო ხელი ალვასა, რტო მოყვა მოსარხეველად. ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად. რა სცანო რა ქენ მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად:-

1249. ავთანდილ ასმათს უსტარი, მისცა მისისა ზრდილისა. ალჳსა შტო დამჭნარისა, მთვარისა ფერ მიხდილისა. უთხრა თუ ნახე ნაწერი, მის პატიჟ გარდახდილისა. მზე მოგვეახლა მოგვეცა, ჩუჱნ მოშორვება ჩრდილისა:-

1250. ასმათ რა ნახა უსტარი, სცნა მისი დანაწერობა. გაჰკჳრდა ზარმან აიღო, ათრთოლებს ვითა ხელობა. ტერფით თხემამდის გაუხდა, მას დიდი საკვირველობა. იტყჳს რა ვნახე რა მესმის, არსცა ამისი მრთელობა:-

1251. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია. ლხინი მოგვეცა მოგვშორდა, ყოველი ჭირი ძნელია. მზე მოგვეახლა უკუნი, ჩუჱნთჳს აღარა ბნელია. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია:-

1252. ჰინდოთ მეფე მხიარული, ასმათს რასმე უბრძანებდა. ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა. ვარდსა ზედან ყორნის ბოლო, ნამსა თხელსა აპკურებდა. კაცსა ღ~თი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა:-

1253. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა. აწყღა ვსცანით უარესსა, პირი თქუჱნი არ გაბრჭობდა. ინდოთ მეფე ხელ განპყრობით, მხიარული ამას ხმობდა. ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა:-

1254. ტარიელ ეტყჳს ავთანდილ, ისმინე სიტყვა ასები. გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბვედ ნუ გენასები. მე ოდეს ქუაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები. მას აქათ მათი აქა სძევს, საჭურჭლე ძვირ ნაფასები:-