... (A-859), 1841 წ.

1387. ტარიელ ბრძანა მე მმართებს, დღეს თქუჱნი მასპინძელობა. მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა. მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უძს ხორცისა ხმელობა. მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა:-

1388. მივიდეს შიგან გარდახდეს, ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უძს ჴორცი ირმისა, იქს მასპინძლობა კვეთასა. ამხანაგობდეს ლაღობდეს, წასვლასა მათ საქმეთასა. ღ~თსა მადლობდეს შეცულასა, ლხინად ჭირისა დღეთასა:-

1389. მოიარეს ქვაბოვანნი, თამაშობდეს მხიარულნი. პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი. ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი. არ იტყჳან არა გვაქვსო, იგ ამისთჳს გულ ნაკლული:-

1390. უბოძა ტურფა მრავალი, მათ მათი შესადარები. კულავ ფრიდონისნი აავსნა, სპა ყვა თუ სპასალარები. აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათ თანა ნარები. მაგრა ძევს რომე საჭურჭლე, გვანდა კაც დაუკარები:-

1391. ფრიდონს უთხრა ვალი შენი, ჩემგან ძნელად გარდიხდების. მაგრამ თქმულა კარგის მქნელი, კაცი ბოლოდ არ წახდების. აწ საჭურჭლე რაზომიცა, აქა ძეს და ან იდების. შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე ვითა გხვდების:-

1392. ფრიდონ მდაბლად თაყუანისცა, ჰკადრა მადლი მეტის მეტი. მე მეფეო რად გგონივარ, უჭკუო და აგრე რეტი. მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი. ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი:-

1393. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა, მოსასხმელად აქლემისად. სახლსა მისსა მისაღებლად, მის ყველასა საჭურჭლისად. აწ მუნითგან გაემართნეს, არაბეთით მივლად გზისად. ავთანდილ ჰსჩანს გალეულად, შესაყრელად მთვარე მზისად:-

1394. მიხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დახუდა სოფლები ციხები, ხშირ ხშირად თანის თანები. მუნ შიგა მყოფსა ემოსა, ტანსა ლურჯი და მწვანები. ავთანდილისთჳს ყველაი, ცრემლითა არს ნაბანები:-

1395. ტარიელ კაცი გაგზავნა, წინაშე როსტან მეფესა. შესთუალა გკადრებ მეფეო, სურვილთა სიიეფესა. მე მოვალ მეფე ჰინდოთა, დარბაზსა თქუჱნსა სეფესა. გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკუელ მოუკრეფელსა:-

1396. მაშინ თქუჱნ ჩემი გეწყინა, ნახვა მიწისა შენისა. ცდა შეპყრობისა ავი ქმენ, შემოტევება ცხენისა. მე შენთა სპათა ვაჩუჱნე, ნიშანი რამე წყენისა. დავხოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქუენისა:-

1397. აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარე ჩემნი გზანია. შემინდოთ რაცა შეგცოდეთ, ჰქმნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა გვაქვს გვმოწმობენ, ფრიდონ და მისნი ყმანია. ოდენ ძღუნად თქვენი ავთანდილ, მე თქვენთჳს მამიტანია:-

1398. რა მიუვიდა მეფესა, მახარობელი ჟამისა. ვით გაეხარნეს ვერ იტყჳს, ენა ერთისა წამისა. თინათინს ღაწუთა ემატა, ელვა შუქისა სამისა. ბროლსა და ლალსა აშვენებს, მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა:-

1399. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა, სიცილი თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქნა სწადდა მათკენ რბენისა. დაიწყეს მოსჴმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა. შესხდა სიმრავლე მოყმეთა, მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა:-

1400. მეფე შეჯდა გაეგებნეს, თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის მოვიდიან, მას წინაშე სხუაგნით სხუანი. ყველაკაი ღ~თსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ჴმანი. თქვეს ბოროტსა უმყოფოა, კეთილნია შენთჳს მზანი:-

1401. რა ერთმანერთი აუჩნდა, მისაგებ მოსაგებავი. ავთანდილ ეტყჳს ტარიელს, სიტყუათა დანაზებავთა. აიგერა ხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა. ამად მედების სახმილი, გულსა ეცხება ებავთა:-

1402. ისია ჩემი გამზრდელი, და თქუენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა. ჩემად არაკად სულდგმული, კაცი არ გაწბილებულა. რასაცა მიზამთ თქუჱნ იცით, ფრიდონ თქუჱნადვე ხლებულა:-

1403. ტარიელ უთხრა კარგსა იქმ, შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ უთხრობ მეფესა, შენგან თავისა მალვასა. ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო, მზესა მას ტანად ალვასა:-

1404. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტან დარეჯან მუნვე სდგას, იგია მჭვრეტთა მზარავი. მისთა წამწამთა ნიავი, ქრის ვითა ქარი არავი. წავიდა მეფე ინდოთა, მისრული მიუპარავი:-

1405. ტარიელცა თაყვანისცა, მივა კოცნად სასალამოდ. მეფე ყელსა აკოცებდა, მართ ბაგისა დასაამოდ. გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ. შენ მზე ხარო შენი გაყრა, არის დღისა შესაღამოდ:-

1406. ფრიდონ წაჰყვა განაღამცა, გავლეს ველი დიდსა ხანსა. ჰსცნა მეფემან ტარიელი, მარტო მოვა მოჰჴრის ტანსა. გარდახდა და თაყუანისცა მას უკადრსა ლომებრ ჯანსა. ჰსდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა:-