... (A-859), 1841 წ.

თათბირი ტარიელისა

1292. ტარიელ უთხრა მე თქუჱნი, ვსცან გმირთა მეტი გმირობა. თქუჱნსა ძალგულსა თქუჱნივე, გავს თათბირობა პირობა. ვიცი გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ჴმალთა ღირობა. კაციმცა მაშინ თქუჱნ გახლავს, რა ომმან ქნას გაჭირობა:-

1293. მაგრა იყუენით ჩემთჳსცა, საქმისა რასმე რჩევითა. ჴმა ესმას ჩემსა ხელ მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა. თქუჱნ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა. ესე მე დამსურის ნუ უბნობთ, სიტყვითა თქუჱნ სათნევითა:-

1294. მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქნათ ჩუჱნი მონახსენები. გავიყოთ კაცი ას ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები. სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები. მოგვეგებვიან ვემცრობით, ჩუჱნ ხრმალსა მივსცემთ მძლედ ნები:-

1295. ფიცხლავ შევებნეთ შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა. სამთაგან ერთი შეუვალთ, სხუა გარეთ ვსცემდეთ გარებსა. მან ერთმან შიგნით შიგანი, მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა. ჴელი კულავ ვხადოთ აბჯარსა, მას ჩუჱნ გან მძლედ ნაჴმარებსა:-

1296. ვინცა შეასწრას ჰფარავსმცა, მას ღმრთისა საფარველია. კარნი დავლეწნეთ დაჴოცნეთ, ყოველნი კართა მცველია. სამთავე იქით მივმართოთ, მაშინ აღარა ძნელია. ძლევა მან მოგვცეს რომელი, სათქმელად საზარელია:-

1297. ფრიდონ უთხრა შემიგია, გამიგია ვიცი მე რა. მაგა ცხენსა ჩემეულსა, მოასწრობენ კართა ვერა. ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა. თვარა ყოლა არ გვიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა:-

1298. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს, საუბართა ესოდენთა. ამა ზედან გაიცინნეს, მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა. ერთმანეთსა ალაღობნეს, ლაღობათა მათთა ფერთა. გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა:-

1299. კულავ ერთმანერთსა მიუგეს, სიტყვები არ პირ მკუახები. დაასკუნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები. გაიყვეს კაცი ას ასი, ყველაი გმირთა სახები. ცხენებსა შესხდეს დაიღეს, მათ მათი ჩაბალახები:-

1300. იგი ჭაბუკნი შუქითა, ვნახენ მზისაცა მეტითა. მათ სამთა შჳდნი მნათობნი, ფარვენ ნათლისა სვეტითა. ტარიელ შავსა ზედან ზის, ტანითა მით წერწეტითა. დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა:-

1301. ჩემი აწ ესე ნათქუამი, მათი სახე და დარია. რა ზედა წჳმდეს ღრუბელი, და მთათა აღტყდეს ღვარია. მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია. მაგრა რა ზღვათა შეერთჳს, მაშინ ეგრეცა წყნარია:-

1302. თუმცა ფრიდონ და ავთანდილ, სიკეთე მიუწდომნია. მაგრა ტარიას შემბმელნი, არვისგან მოსანდომნია. მზე მნათობთაცა დაფარავს, არცაღა ნათლად ხმონია. აწ იყურებდით მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია:-

1303. სამთავე სამად გაიყვეს, თჳთომან თჳთო კარები. თანა ყვათ კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უყვეს სადარნო, უცრუო ანაჩქარები. გათენდა გაჩნდეს მიმართეს, თავის თავ ქონდა ფარები:-

1304. პირველ ამოდ მიდიოდეს, მგზავრთა რათმე მაგიერად. მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ ხმიერად. გულსა შიში არა ქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად. მიდგეს გარე მუზარადი, დაიხურნეს ჟამიერად:-

1305. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრაჴმან შექნა წრიალი. რა ნახნეს კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყვეს რიალი. იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქნა ბუკთა ტკრციალი:-

1306. მაშინ ქაჯეთს მოიწია, უსაზომო რისხვა ღ~თისა. კრონოს წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა. მათვე რისხვით გარდუბრუნდა, ბორბალი და სიმგრგვლე ცისა. ველი მკუდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა:-

1307. კაცსა უკრავად დაბნედდის, ჴმა ტარიელის ჴაფისა. აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს, სიმაგრე ჯავშან ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა. რა ქალაქს შეხდეს შეიქნა, სიხარკე ციხეს სწრაფისა:-

1308. ავთანდილ და ლომი ფრიდონ, შიგნით ერთად შეიყარნეს. მტერნი სრულად აეწყვიტნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს. უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს. თქვეს ტარიელ რა იქნაო, მისად ჭურეტად თვალნი არნეს:-

1309. ერთმანცა არა იცოდა, ვერა სცნეს ტარიერისა. ციხისა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა. მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴმალთა წვერისა. ათი ათასი ნობათი, უსულო მსგავსი მტვერისა:-

1310. ციხისა მცველნი ყველაი, იდვა მართ ვითა სნეული. თავით ფერხამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული. ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული. სთქვეს ნაქმრად ტარიელისად, საქმე არს ეს მისეული:-