... (A-859), 1841 წ.

1368. გებრძანა შეყრა მწადიან, საყვარელისა შენისა. ეგე არს მსგავსი გულისა, ლმობიერისა თქუჱნისა. მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა. მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა:-

1369. ესეა ჩემი საწადი, და ჩემი მოსანდომარე. ჰინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედან მჯდომარე. გვერსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე. მებრძოლნი თქუჱნნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე:-

1370. რა გამისრულდენ ესენი, ჩემნი გულისა ნებანი. მაშინღა მივალ არაბეთს, მამხვდეს მის მზისა ხლებანი. ოდესცა სწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი. სხვა თქუჱნგან არა არ მინდა მძულან რასაცა თნებანი:-

1371. რა ფრიდონ კადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი. მან ბრძანა მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვა მიზეზი, ჩემისა სულთა დგმისანი. ეგრევე მანცა სამისოდ, ნახნეს ძალ გულნი ძმისანი:-

1372. მიდი უთხარ ჩემაგიერ, სიტყვა ჩემგან არ სათნები. მე შენისა გამზრდელისა, უნახავად არ დავდგები. ვეჭვ მრავალი დამეხოცოს, მონა მისგან საყვარლები. ვითხოვ ხოლო შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები:-

1373. ესე უთხარ ამის მეტსა, მოციქულობ ნურას ნუო. ხვალე წასვლა არ დავშალო, არცა სიტყუა გავათუო. მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავიცრუო. ამოდ ვთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო შევაგუო:-

1374. უამბო ფრიდონ ავთანდილს, ტარიას მოციქულობა. არ დადგებისო ცუდია, შენგან ცდისაღა თქმულობა. მას დაუმძიმდა მოედვა, გულსა კვამლ ალმულობა. ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა:-

1375. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით, ტარიას შესახვეწელად. ფერხთა ეხვევის აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად. ეტყჳს კმა რაცა შევსცოდე, როსტანს წლეულად მე წელად. კულავ ნუ მიქ ერთგულობისა, გამტეხლად დაცამლეწელად:-

1376. რასაცა ლამი არ მოგცემს, მას ღ~თისა სამართალია. გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო, მე საქმე სამუხთალია. მე მისთჳს ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთჳს ფერ ნამკრთალია. ვით მოიჴმაროს მონამან, პატრონსა ზედა ხრმალია:-

1377. ეგე საქმე მე და ჩემსა, საყვარელსა შეგვამდურვებს. ვა თუ გაწყრეს გაგულისდეს, კუშტი გულსა შიაურვებს. ამბავსაცა დამიძვირებს, ჭურეტისათჳს მამასურვებს. შენდობასა ჴორციელსა, კაცი ვერა დამიურვებს:-

1378. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ ნაფენამან. ჴელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა ააყენა მან. მიყოო კარგი ყველაი, მომართებამან შენამან. მაგრა სჯობს შენცა გალხინოს, ჩემან შენითა ლხენამან:-

1379. დია მძულს მეტი მოყურისა, შიში კრძალვა და რიდობა. მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ მძიმობა დიდობა. თუ მოყვარეა გულისა, ქნას ჩემკენ მონაზიდობა. თვარე მე ჩემად იგ მისად, დია სჯობს კიდის კიდობა:-

1380. მე ვიცი გული საშენოდ, საყვარელისა შენისა . არ ეწყინების სტუმრობა, შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვჰკადრე მეფესა, თხრობა რასაცა ჭრელისა. ოდენ ნახვასა მათისა, ნატვრა მაქვს სანატრელისა:-

1381. ამას ოდენ მოვახსენებ, მუდარით და შეპოვნებით. რომე მოგცეს ქალი მისი, მან მისითა მოგონებით. რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით. დააშვენეთ ერთმანერთი, თავის თავის ნუ დასჭკნებით:-

1382. რა ავთანდილ ტარიასგან, სცნა წასვლასა არ დაშლიდა. არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედან რთვიდა. ფრიდონ კაცსა დარჩეულსა, სათანაოდ გარდასთვლიდა. თანა წაჰყვა გაღანამცა, მას თანავე გზასა ვლიდა:-

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა.

1383. ამ საქმესა დაფარულსა, ბრძენ დიონოს გააცხადებს. ღ~თი კეთილს მოავლინებს, არ ბოროტსა არ დაბადებს. ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს. თავსა მისსა უკეთესსა, უზადო ჰყოფს არ აზადებს:-

1384. ფრიდონისით გაემართნეს, იგი ლომნი იგი მზენი. თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი. ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო, ჩაწყობილი დანათხზენი. მუნ ბალახშსა აშვენებდეს, სინატიფე სინაზენი:-

1385. იგი მზე უჯდა კუბოსა, და აგრე არონინებდეს. მინადირობდეს ნადირსა, მუნ სისხლსა დაადინებდეს. სადაცა დახუდის ქუჱყანა, მჭურეტელთა მოალხინებდეს. მოეგებნიან სძღნობდიან, აქებდეს არ აგინებდეს:-

1386. მას გუანდეს თუცა სამყაროს, მზე უჯდა შუა მთვარეთა. იარნეს დღენი მრავალნი, ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა. შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაცთ მიუმხვდარეთა. სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხვდა მის კლდისა არეთა:-