... (A-859), 1841 წ.

1216. ფატმან უსენ და მონანი, ტირან ცრემლითა ცხელითა. იტყჳან მზეო რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა. რად დაგვაბნელენ შენისა, მოშორვებისა ბნელითა. დაცაგვმარხენო ხელითა, ჩუჱნისა დამმარხველითა:-

1217. მოქარავნეთა უბრძანა საქმე მიც, გითხარ განაო. კარგად მომიხდა მოყვსობა, მე თქუჱნი მესვიანაო. რაცა მინდოდა ყველაი ვქენ, ღ~თნ მომივანაო. აწ არღარა მცალს ბადრაგა, სხუა წაიტანეთ თანაო:-

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა.

1218. გამოვლნა ზღუანი ავთანდილ, მგზავრითა რითმე ნავითა. პირ მხიარული აცორვებს, მართ ოდენ მარტო თავითა. მას შეყრა ტარიელისა, უხარის მით ამბავითა. ჴელ განპყრობილი გულითა, არს ღ~თისა საესავითა:-

1219. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა. ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა. ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა საროს ტანისა. სულთქნა რა ნახა ყვავილი, მან უნახავმან ხანისა:-

1220. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა. ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა. უბრძანა გიჭურეტ თვალითა, გულ ტკბილად შემხედვარითა. მისად სანაცვლოდ მოვილხენ, თქუჱნ თანა საუბარითა:-

1221. რა მოეგონის მოყუარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი. ტარიელისკენ იარნა, მან გზანი საწყინარენი. უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი. სადაცა ნახის დახოცის, ლომ ვეფხნი მოშამბნარენი:-

1222. ქვაბნი გამოსჩნდეს იამა, იცნა თქუა იგი კლდენია. სადაა ჩემი მოყუარე, და ვისთჳს ცრემლი მდენია. ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ, უამბო რაცა მსმენია. არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა, ცუდ ჩემი განავლენია:-

1223. თუ მოსრულა უღონიოდ, შინა ხანსა არ დაზმიდა. მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა. სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო, იგონებდა იხედვიდა. ესე თქუა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა:-

1224. მიაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა. მართ საახელდებ უყივის, ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა. შამბისა პირსა ტარიელ, სდგას ხმლითა მომახულითა:-

1225. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა. შამბისა პირსა ქვეითი, სდგა ცხენი არა ხლებოდა. ყივილი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა. შეხედნა იცნა გაიქცა, მისკენ მირბოდა ხლტებოდა:-

1226. ჴმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა. ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, გვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, გვანან ყელ გარდაჭდობილსა. ჴმა შაქრის ფერად გაუხდა, ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა:-

1227. ტარიელ სტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა. გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა. იტყოდა ვსცანო ამბავი, შენ რომე გიამებოდა. აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭკნებოდა:-

1228. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო, კმარს დღესა რაცა მლხენია. ყველაი ჩემი სალხინო, მინახავს ნახვა შენია. სხუად ნუ ყოს ღ~თნ წამალი, არცა რა მოგისმენია. კაცმანცა სოფელს ვით პოვა, რაც არა საქმე ზენია:-

1229. რა ტარიელ არ შეჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა. მის ამბისა დაყოვნება, ვეღარ გასძლო აუჩქარდა. გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა. რა ტარიელ ნახა იცნა, გამოუღო შემოვარდა:-

1230. წიგნი და კიდე რიდისა, იცნა და გაცაშალა მან. პირსა დაიდუა დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან. სულნი გაექცნეს მოსდრიკნა, თავი გიშრისა ტალამან. მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი, ვერ კაენ ვერცა სალამან:-

1231. ავთანდილ უჭურეტს ტარიელს, უსულოდ ქვე მდებარესა. შეჰფრინდა შველად მიმართა, მას ტკბილად მოუბარესა. ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ ნადებარსა. მისთა ნიშანთა სიცოცხლე, მართ მისი მიიბარესა:-

1232. ავთანდილ დაჯდა ტირილად, სტირს ხმითა შვენიერითა. ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა. გახეთქა ლალი გათლილი, ანდამატისა კვერითა. მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერია:-

1233. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი, ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა. რაცა ვჰქენო არ უქნია, არცა შმაგსა არცა რეტსა. წყალი სწრაფით რად დავასხი, ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა. ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს, გული ლხინსა მეტის მეტსა:-

1234. მე მოვჰკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა. თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დაზმით გაგონებულსა. ცრუ კაცი კარგა ვერა იქს, საქმესა გაძნელებულსა. თქმულა სიწყნარე გმობილი, სჯობს სიჩქარესა ქებულსა:-