... (W-27), XVII ს.

1213. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეჰკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა მზისგან შუქ ნაკრთომისა

1214. ზამთარი ვარდთა გააჴმობს ფურცელნი ჩამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე სწვავს და გვალვასა ჩივიან მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ჴმასა ჰყივიან სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1215. აგრევე გული კაცისა მოსაგუარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია

1216. ტარიელ ნახა ნაწერი კულაცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა ახელებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყუისა მქისისა

1217. იტყუის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად აწ რადღა გვმართებს ტირილი ჴამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისა ადრე მიგიყუან მიყუანა არს შენგან მონდომილისა

1218. ვითა გვმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ჴრმალნი ჩუენნი ვიწინამძღვრნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ

1219. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს აღარა ბნდებოდა შეხედნის თვალნი აახვნის შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1220. ავთანდილს მადლი უბრძანა ქნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვთქუა ბრძენთაგან საქებარისა ვითა ზე მთისა წყარომან მომრწყე ყვავილი ბარისა დამწყუიდე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარისა

1221. მე ვერა გარდვიხდი ნაცვალსა ღმერთი გარდგიხდის ციერი ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი შესხდეს და შინა წავიდეს მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ ადრითგან მშიერი

1222. ქუაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არ ბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი

1223. აქამდის მიწყივ ენახა ქუაბს მისლვა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა ზარაღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთვრალისა არ იცის სმენა ამბვისა ჯერთ მისგან სასურვალისა

1224. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით ჰე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული რაცა გწადდა იგი ვქენით აწ გავჴედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1225. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ხელი ალვასა შტო მოჰყუა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად რა ჰქენო რა სცან მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად

1226. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭკნარისა მთვარისა ფერ მიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდაჴდილისა მზე მოგვიახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1227. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა გაჰკუირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკუირველობა იტყუის რა ვნახე რა მესმის არსცა ამისი მრთელობა

1228. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი ჩუენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია

1229. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა ღ~თი კაცსა არ გასწირავს თუცა კაცი შეიგებდა

1230. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი თქუეს გუიყოო რაცა სჯობდა აწყა ვსცანით უარესსა პირი თქუენი არ გაბრჭობდა ინდოთ მეფე მხიარული ჴელ განპყრობით ამას ჴმობდა ქვაბს შევიდეს მხიარული ასმათ რასმე მასპინძლობდა

1231. იარეს და ზედა შეჰჴდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის იაგეთა მუნ ავთანდილს ინდო ეტყუის გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1232. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების გულსა შეელმის დაღებად ამოა კარგი ლაღობა ლაღსა შევეიქს ლაღებად