... (H-302), 1803 წ.

1326. ზღუათა მეფე მოახსენებს, ჴელმწიფეო ლომო ქველო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭურეტელთა შორით მკლულო, მსგავსი თქუენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო, გაგეყარო რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო-

1327. ტარელ ფატმანს უბრძანა, მე თავი შენი მიდია, დავ გული შენი ჩემზედა, გარდაუჴდელი დიდია, აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე, ქაჯეთით ამიკიდია, მომიცემია წაიღე, არ კიდე მომიყიდია-

1328. ფატმან ხათუნ თაყვანისცა, ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა, მე მეფეო შენი ნახუა, მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა, რა მოგშორდე რა ვიქნები, მე დამაგდებ ვითა რეტსა, ახ ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქუენსა ვერა მჭვრეტსა-

1329. ზღუათა მეფესა ეტყვიან, ორნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი, უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა, ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი, მაგრამ გაგვიშვენ ჟამია, წავიდეთ ვართ მოსწრაფენი-

1330. შენ იყავ მამა მშობელი, და ჩვენი საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძოთ ერთი ნავიო, მეფემან ჰბრძანა არა მშურს, სამიწოდ თქუენად თავიო, რადგან ისწრაფი რა გკადრო, წა გიწინამძღვრდეს მკლავიო-

1331. მეფემან ნავი ხომალდი, მოჰკაზმა ზღვისა კიდესა, გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღურიდესა, თავსა იცემდეს იგლეჯდეს, თმა წვერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით, თჳთ ზღვაცა გაადიდესა-

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისულა

1332. გამოვლნეს ზღუანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კულავ ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა, ჰშუჱნის მღერა და სიცილი, მათ მისთა არ უიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის, ზედან ბროლისა ფიცართა-

1333. მუნით კაცი ასმათს თანა, მათ გაგზავნეს მახარობლად, კულავ ფრიდონის თავადთასა, ნაომართა მათთა მთხრობლად, მანდა მოვა მოიმაღლებს მზე, მნათობთა მამაგრობლად, ჩუჱნ დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქინებთ დაუზრობლად-

1334. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა, მიყმაწვილობდეს უხარის, მათ გარდახდომა ჭირისა, მივიდეს სადა ქუჱყანა, იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან ისმოდის, ჴმა სიმღერისა ჰჴშირისა-

1335. მუნ მიეგება ყოველნი, ფრიდონის დიდებულები, ასმათი სავსე ლხინითა, მას აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან დარიჯს მოიჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი, მან მისი ნაერთგულები-

1336. ნესტან დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა, უბრძანა ჩემო ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღ~თნ მოგუცა წყალობა, ვჰსცან მისი არ სიძვირით ა, მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი გარდვიხდი რითა-

1337. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა, ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი, ბოლოდ ესრე გააცხადნა, გონებამან დაფარულნი, სიკუდილიცა სიცოცხლედ მჰსჩანს, ოდეს გნახენ მხიარულნი, ჰსჯობნ ყოვლთა მოყვარულთა, პატრონ ყმანი მოყვარულნი-

1338. დიდებულთა თაყუანისცეს, მოახსენეს დიდი ქება, რომე ღ~თნ გაგუახარნა, კურთხეულა მისი ღ~თება, ჩვენ გვიჩუჱნა პირი თქუჱნი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა მისგან დაკოდილსა, მასუჱ ძალ უც განკურნება-

1339. მოვიდეს და პირი ჴელსა, დაჰსდუჱს აგრე გარდაჰკოცნეს, მეფე ეტყუის ძმათა თქუენთა, თავნი ჩვენთვის დაიჴოცნეს, იგი შუჱბას საუკუნოს, ცხადად პოვეს არ იოცნეს, ერთსა მიხუდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს-

1340. თუცა მე მათი დახოცა, მტკივის და სატკივარია, მაგრამ მათ მიხუდა უკვდავი, მუნ დიდი საჩუქარია, ესე ჰსთქუა ნელად ატირდა, და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძვრის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია-

1341. მუნ ატირდეს ყუჱლაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისრა დაჰკლებოდა, მათ ტირილით სულთქმით ახეს, დადუმდეს და მოახსენეს, რათგან ბრძენთა მზედ დაგსახეს, თქუჱნთა მჭვრეტთა მღერა მართებს, რასათვისმცა ივაგლახეს-

1342. ვინ ღირსა თქუენგან ეგზომსა, ტირილსა შეჭირვებასა, თქვენთვის სიკუდილი დია ჰსჯობს, მიწათა ზედან რებასა, კულავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა, ნურათ იქთ გამწარებასა, ღ~თიმცა ნაცულად მოგიზღავს, ათასსა გახარებასა-

1343. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა, მათ მადლობა მოახსენეს, ჰკადრეს თავნი ვჰსცნეთ ღიმილსა, რადგან მიხუდა დაკარგული, ლომი მზესა წახდომილსა, აღარა ვჰსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა-

1344. მივიდეს სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია, ჰსცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გაჰხდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა, ჴმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია-