... (H-302), 1803 წ.

1345. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭურეტელთა ჯარია, შორს უარებდეს სარანგნი, ჴელთა აქუს მათ აბჯარია, მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯანია, მათად საჭურეტლად მიშვება, მუნ მათგან სააჯარია-

1346. გადაჰხდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები, გამოეგებნეს მრავალი, ოქროს სარტყლითა მონები, ფერჴთა საფენლად ოქსინო, მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ჰხუჱტს ჯარი მუნ ნარონები-

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1347. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი, დაედგა თეთრ ძოწეული, წითელ ყჳთლითა თუალითა, ზედა კეკლუცად ფრქვეული, ავთანდილისთვის ყვითელი, და შავი ერთგან რეული, მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი, ვსცან მათი სული ლეული-

1348. მგოსანნი მოდგეს ისმოდა, ჴმა სიმღერისა ტკბილისა, ქორწილი ქმნეს და გამრავლდა, ძღნობა ლარისა ლბილისა, ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა, ნესტან დარეჯანს უშუჱნის, ღიმილი ჩენა კბილისა-

1349. მოიღეს ძღუჱნი უსახო, ფრიდონის არ ალქატისა, ცხრა მარგალიტი სიდიდით, მართ ვითა კუჱრცხი ბატისა, კულავ ერთი თვალი სამჰგზავსო, მზისა შუქ მონამატისა, მას წინა ღამით ძალ ედვის, მხატვარსა ხატვა ხატისა-

1350. კულავ უძღუნა თვითო, ფარღული გარდასაყრელი ყელისა, მრგულად გათლილისა, თუალისა იაგუნდისა მრთელისა, კულავ მოაქუს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ჴელისა, ავთანდილისთვის ლომისა, ძღუჱნი ფრიდონის ქველისა-

1351. იგი ტაბაკი სავსეა, მარგალიტითა სხვილითა, ავთანდილს უძღუნა ყუჱლაჲ, არა სიტყვითა წბილითა, აივსო სახლი სტვირითა, და ოქსინოთა ლბილითა, ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყვითა ტკბილითა-

1352. ფრიდონისგან უსაზომო, ქორწილია დღესა რვასა, ყოვლთა დღეთა მიართმიდეს, უფასოსა ძღუჱნსა მზასა, დღე და ღამე არ გასწყვეტდის, ჩაღანა და ჩანგი ჴმასა, აჰა მიხუდეს შესაფერნი, ყმა ქალსა და ქალი ყმასა-

1353. ტარიელ ფრიდონს უბრძანა, დღე ერთ სიტყუჱბი გულისა, არს გული თქუენი საჩემო, უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, მე თქუენგან ვჰპოვე, მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა-

1354. ავთანდილისგან შენც იცი, ჩემთვის თავისა დადება, აწ მე მაქუს ნაცულად მისისა, მოჴმარებისა წადება, შენ მიდი ჰკითხე რა უნდა, მან ჰქმნას ამისი ცხადება, ვით მან დამივსო საჴმილი, ეგრე მისიცა კმა დება-

1355. უთხრა ძმაო რა გარდიხდის, შენგან ჩემსა ჭირნახულსა, ღ~თი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა, თუ ვერა ვიქ საწადელსა, შენსა შენთვის განზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა არცა ხულსა-

1356. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები, ვარჩევ წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები, ტკბილი სიტყვითა გავმართოთ, და ჴმლითა საომარები, თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები-

1357. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს, ტარიას მოციქულობა, მას გაეცინნა გაღიმდა, ჰშუჱნოდა მხიარულობა, ჰსთქუა თუ მეშუჱლი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა, ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა-

1358. ჩემი მზე ტახტსა ზედა ჰზის, მორჭმული ღ~თისა ნებითა, საკრძალავი და უკადრი, ლაღი არვისგან ვნებითა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა, მას ზედა შუჱლა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა-

1359. რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღ~თი იწადებს მომივლენ, გულის სახმილთა ლხენანი, მაშინღა მამხუდეს მოკუდავსა, მზისა ელვათა ფენანი, უმისჟამისოდ ცუდია, ჩემგან მი და მო რბენანი-

1360. მიდი და ჰკადრე ტარიელს, პასუხი ჩემგან თხრობილი, მადლი რად უნდა მეფეო, ხარ დიდად რადმე ლმობილი, ვარ მუცლითგანვე დედისა, თქუჱნად სამონოდ შობილი, ღ~თნ მუნამდის მიწა მჰყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი-

1361. გებრძანა შეყრა მწადიან, საყუარელისა შენისა, ეგე არს მჰსგავსი გულისა, ლმობიერისა თქუენისა, მუნა მე ჴმალი არ მიკუჱთს, არცა სივრცელე ენისა, მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა-

1362. ესეა ჩემი საწადი, და ჩემი მოსანდომარე, ჲინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გვერცავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქუენნი მოგესრნეს, არვინ ჰსჩნდეს მუნ მეომარე-

1363. რა გამისრულდენ ესენი, ჩემნი გულისა ნებანი, მაშინღა მივალ არაბეთს, მამხვდეს მის მზისა ხლებანი, მას ოდეს ჰნებდეს დამივსოს, ამა ცეცხლისა დებანი, სხუა თქუენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი-