... (H-302), 1803 წ.

1423. შევიდეს ნახეს თინათინ, მჭურეტთა მამცემი ჭირისა, სკიპტროსან გვირგვინოსანსა, შუჱნოდა ცმა პორფირისა, მისრულთა პირსა შეადგა, ელვა მისისა პირისა, შევიდა მეფე ჲინდოთა, იგი მზე მჰსგავსი გმირისა-

1424. ტარიელ და ცოლმან მისმან, ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს აკოცეს და, საუბარი დააამეს, იგი სახლი განანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, ბროლ ბალახში გააღაწვეს, და გიშერი აწამწამეს-

1425. თინათინ ზედა აწჳვა, ტახტსა მეფეთა ზეთასა, ტარიელ ჰკადრა შენ დაჯე, ჰსწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გშუჱნის, უფროს ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა მოგისუა, გვერდსა შენ მზეთა მზეთასა-

1426. ორთავე ჴელი მოჰკიდეს, და დასვეს ტახტსა თავისსა, გვერცა დაუსუჱს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა, უნახავსა და ნახულსა, სჯობს ყოვლსა სანახავისსა, ნუ ეჭუ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა-

1427. ქალსა შესწბა გაუკვირდა, ავთანდილის გვერცა ჯდომა, ფერი ჰკრთა და მრავალ გუარად, გულმან უწყო დია ჰკრთომა, როსტან ჰკადრებს შვილო ჩემგან, გაქუს სირცხვილი ნუ რა ზომა, ბრძენთა უჰსთქუამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა-

1428. აწ შვილნო ღ~თნ თქუენ მოგცეს, ათას წელ დღეთა გრძელობა, სუჱ სვიანობა დიდობა, კულავ ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცულის მოგხუდების, თჳთ მისებრ შეუცვლელობა, თქუენთა ჴელითა მეღირსოს, მიწათა შემომყრელობა-

1429. მობრუნდა სპათა უბრძანა, ავთანდილის თაყუანება, ესეაო მეფე თქუენი, ასრე იქმნა ღ~თისა ნება, დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი, მე სიბერე ვითა სნება, ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება-

1430. ლაშქარნი და დიდებულნი, დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს, მოახსენეს მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყუანნეს, მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, მტერთა მკლავნი შეასუსტნეს, გულნი ჩვენნი აგულოვნნეს-

1431. ტარიელ ჰკადრა თინათინს, მუნ ქებისა დიადობა, ქალსა ეტყვის შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს აგრევე თქუენი დება, ორგულთა და შემცილეთა, შენთა მე ვჰქნა გაფლიდება-

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან მეფისაგან

1432. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფე, ჰზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს, შუჱნიან სინაზენია, ნესტანჯარ უზის თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია, ჰგავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია-

1433. დაიწყეს მორთმა პურისა, სპათა მუნ სრათ აღმავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული, არს უმრავლესი ხავსისა, შეიქმნა ძღუნობა ძღუჱნისა, მათისა შესამგზავსისა, მათ რომე შუქი ანათობს, პირისა მზისა მსგავსისა-

1434. იაგუნდისა ჯამები, იყჳს ლალისა ჭიქები, კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა, სხდის უცხო უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები, კაცი ბრძენთაგან იქები, მჭურეტელო გულსა ეტყოდი, ნუ აეხსნები იქ ები-

1435. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ჴმა წინწილისა, შეყრით ჰძეს გორი ოქროთა, და ბალახშისა თლილისა, მსმელთათვის წყარო ღვინისა, ასგან ჰსდის მჰსგავსი მილისა, ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა-

1436. არა დაჰრჩა უსაბოძვრო, არ კოჭლი და არ საპყარი, მოდიოდა მარგალიტი, მოფანტული მონაყარი, გაბედითდა წასაღებლად, ატლასი და ოქრო მყარი, სამ დღე იყო ჲინდოთ მეფე, ავთანდილის ვით მაყარი-

1437. ხუალისა მეფე არაბთა, კულავ პურობს არ ღაფალია, ტარიელს უთხრა შენი მზე, საჭურეტლად სატურფალია, მეფე ხარ ყოვლთა, მეფეთა და ეგე დედოფალია, ჰჴამს თხემსა გვეგდოს სატრფობლად, ჩვენ თქუჱნი ნატერფალია-

1438. აწ მეფეო არ ეგების, ჩუჱნი სხდომა თქუენად სწორად, საჴელმწიფო საჯდომი და, სხუა დაუდგა ტახტი შორად, ქუჱმოდ დასხნა ავთანდილ და, მისი ცოლი მათად სწორად, პირუჱლ ძღუჱნი ტარიასთვის, მოიღიან იდვის გორად-

1439. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ მასპინძლობასა, ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ, არ იხმობს ჴელმწიფობასა, გაჰსცემს და უქებს ყუელაი, უხობა იეფობასა, ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა-

1440. მეფესა ქმრითურთ პატივი, ჰქონდა ჲინდოთა ქალისა, სიყუარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა, რომე სძღუნა არა ეგების, თქმა არცა ნაათალისა, თჳთო სკიპტრა და პორფირი, და გვირგვინები თვალისა-

1441. კულავ უძღუნა ძღუჱნი ორთავე, მზგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი ნაშობი, რომანულისა დედისა, სხუა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კუჱრცხი ბატისა, ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მჰსგავსი ქედისა-