... (H-302), 1803 წ.

1403. მეფეო თავი მემცრობის, მე მისად მოსახსენებლად, მაგრამ მოსრული თქუენს წინა, ვარ შემამხვეწლად მქენებლად, თჳთ იგი იაჯს რომელი ჰსჩანს, მზეებრ შუქთა მფენელად, ვინ არის ჩემად სინათლედ, და ჩემად გამათენებლად-

1404. აწ ამას გკადრებთ ორნივე, ხვეწით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი, მისგან თავისა დარებით, დავიწყდეს რომე პატიჟნი, ჰსჭირდეს ჩვენთავე დარებით, არ გაწყენ გრძელი ჰამბავი, არს ჩვენგან მიუმჴუდარებით-

1405. თქუჱნთა უყუარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ ნამკრთალსა, მუხლ მოყრილი გიაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქუენი, მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა-

1406. ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა არცა გრძელსა, ამოიღო ჴელმანდილი, მოინასკუა ზედან ყელსა, ადგა მუჴლნი დაუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა, გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მამსმენელსა-

1407. რა ტარიელ მუჴლ მოყრილი, ნახა მეფე შეუზარდა, შორს უკუდგა თაყუანისცა, ქუჱ მიწამდის დაუარდა, მოახსენა ჴელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა, თქუჱნმან აგრე სიმდაბლემან, ნახვა თქუენი ჩამადარდა-

1408. ვით ეგების რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს, ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკუდავად და ტყუედცა გინდეს, გებრძანამცა სახლით თქუენით, ცრემლი არცა მაშინ მინდეს, სხუა მისებრი ვერა ჰპოოს, ცათამდისცა გაცაფრინდეს-

1409. მე სიძესა ავთანდილის, უკეთესა ვჰპოებ ვერა, თჳთ მეფობა ქალსა ჩემსა, მივეც აქუს და მას ეფერა, ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყუავილი დამებერა, რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჰსჯერა-

1410. თუ შეგერთო ერთი მონა, თქუენთვის არცა მაშინ მშურდა, ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა, თუ ავთანდილ არ მიყუარდა, აგრე მისთვის რად მამსურდა, დია ღ~თო წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა-

1411. რა ტარიელ მეფისაგან, ესე სიტყუა მოისმინა, დადრკა მდაბლად ეთაყუანა, პირსა ზედან დაეფინა, კულავ მეფემან თაყუანისცა, წამორევლო წადგა წინა, ერთმანერთი მოემადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა-

1412. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის, მახარობლად გაექანა, ესდენ დიდი სიხარული, გაეხარნეს მასცა განა, წავიდა და წამოუძღვა, მოიყუანა მოჰყუა თანა, მაგრამ ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა-

1413. მეფე ადგა მოეგება, ყმა გარდახდა რა მივიდა, ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი, პირსა იმით იფარვიდა, მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა, მაგრამ მისსა შუჱნებასა, რამცა ვითა დაჰფარვიდა-

1414. მეფე კოცნასა ლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან, ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან, უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან, რადგან მერჩიო ნუ მერცხვი, დაე რასაღა გრცხვენიან-

1415. მოეხვია გარდაკოცნა, მან პირისა არე მარე, დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრამ წყალი არე მარე, ვინ გიშერი დააჯოგა, და წამწმისა არემარე, გუალე შეგყრი ლომო მზესა, თავი მისკენ არე მარე-

1416. მეფე ყელსა ეხუჱოდა, მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის ეუბნების, აკოცებს და უჭურეტს პირსა, იგი მზე და ჴელმწიფობა, ასრე მიხუდა ვითა ღირსა, მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა-

1417. ყმა მეფესა მოახსენებს, მიკვირს სხვასა რად არ ჰბრძანებ, რად არ გინდა ნახუა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ, მიეგებვი მხიარული, სახლსა თქუენსა მოიყუანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ-

1418. ტარიელსცა მოახსენა, შესხდეს ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა, მზისა ფერად ღაწუნი ღებნეს, მიხუდეს თვისსა საწადელსა, იგი ჰპოეს რაცა ძებნეს, ჴელი ჰჴადეს ჴმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს-

1419. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან, დაუყუნა თუალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან, გამოეგება აკოცა, კუბოსა შიგან ჯდომილმან, დაუწყო ქება მეფემან, თჳთ ვერას ვერ მიხდომილმან-

1420. ეტყვის მზეო ვითა გაქო, ნათელო და დარიანო, შენთვის ხელნი გონებანი, არა ცუდათ არიანო, მზიანო და მთუარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქუენ საჭურეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო-

1421. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი, მისთა ელვათა ფენასა, ვით მზემან დაყუნა მჭურეტელთა, თუალნი ნათლისა ჩენასა, მისგან დამწვარნი მისცნიან, გულნი ჭურეტითა ლხენასა, სითცა გამოჩნდის იქმოდეს, ჯარნი მუნითკენ რბენასა-

1422. შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად, ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი, მის მზისა დასადარებად, არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად, ადრე მივიდეს მეფისა, სახლად სამყოფად არებად-