... (H-302), 1803 წ.

1364. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს, ესე სიტყუანი ყმისანი, მან ბრძანა მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი, ვითა მან ჰპოვა მიზეზი, ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ, ნახნეს ძალ გულნი ძმისანი-

1365. მიდი უთხარ ჩემაგიერ, სიტყვა ჩემგან არ სათნები, მე შენისა გამზრდელისა, უნახავად არ დავდგები, ვეჭუ მრავალი დამეხოცოს, მონა მისგან საყუარლები, ვითხოვ ხოლო შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები-

1366. ესე უთხარ ამის მეტსა, მოციქულობ ნურას ნუო, ხუალე წასულა არ დავშალო, არცა სიტყუა გავათუო, მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყუა გავიცრუო, ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო შევაგუო-

1367. უამბო ფრიდონ ავთანდილს, ტარიას მოციქულობა, არ დადგებისო ცუდია, შენგან ცდისაღა თქმულობა, მას დაუმძიმდა მოედუა, გულსა კუამლ ალმულობა, ასრე ჰჴამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა-

1368. ავთანდილ მივა მუჴლ მოყრით, ტარიას შესახუეწელად, ფერჴთა ეხვევის აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად, ეტყვის კმა რაცა შევცოდე, როსტანს წლეულად მე წელად, კულავ ნუ მყოფ ერთგულობისა, გამტეხლად დაცამლეწელად-

1369. რასაცა ჰლამი არ მოგცემს მას, ღ~თისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო, მე საქმე სამუხთალია, მე მისთვის ჴელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია, ვით მოიხმაროს მონამან, პატრონსა ზედა ჴრმალია-

1370. ეგე საქმე მე და ჩემსა, საყუარელსა შეგვამდურვებს, ვა თუ გაწყრეს გაგულისდეს, კუშტი გულსა შიაურვებს, ჰამბავსაცა დამიძვირებს, ჭურეტისათვის მამასურვებს, შენდობასა ჴორციელი, კაცი ვერა დამიურვებს-

1371. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ ნაფენამან, ჴელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა ააყენა მან, მიყოო კარგი ყუჱლაი, მომართებამან შენამან, მაგრამ ჰსჯობს შენცა გალხინოს, ჩემან შენითა ლხენამან-

1372. დია მძულს მეტი მოყურისა, შიში კრძალვა და რიდობა, მძულს გაუწყუჱდლად კუშტობა, და სულ მძიმობა დიდობა, თუ მოყუარეა გულისა, ქმნას ჩემკენ მონაზიდობა, თუ არ მე ჩემად იგ მისად, დია სჯობს კიდის კიდობა-

1373. მე ვიცი გული საშენოდ, შენისა საყუარელისა, არ ეწყინების სტუმრობა, შენისა მე შემყრელისა, რადმცა რა ვჰკადრე მეფესა, თხრობა რასაცა ჭრელისა, ოდენ ნახვისა მათისა, ნატრა მაქუს სანატრელისა-

1374. ამას ოდენ მოვახსენებ, მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი თვისი, მან მისითა მოგონებით, რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით, დააშუჱნეთ ერთმანერთი, თავის თავის ნუ დასჭკნებით-

1375. რა ავთანდილ ტარიასგან, ჰსცნა წასვლასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედან ჰრთვიდა, ფრიდონ კაცსა დარჩეულსა, სათანაოდ გარდაჰსთვლიდა, განაღამცა თანა წაჰყუა, მას თანავე გზასა ვლიდა-

ტარიელისაგან თვისსავე ქუაბსვე მისულა მეორედ და საჭურჭლეთა ნახუა

1376. ამ საქმესა დაფარულსა, ბრძენ დიონოს გააცხადებს, ღ~თი კეთილს მოავლინებს, არ ბოროტსა არ დაბადებს, ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს, თავსა მისსა უკეთესსა, უზადო ჰყოფს არ აზადებს-

1377. ფრიდონისით გაემართნეს, იგი ლომნი იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის, ბოლო ჩაწყობილი დანათხზენი, მუნ ბალახშსა აშუჱნებდეს, სინატიფე სინაზენი-

1378. იგი მზე უჯდა კუბოსა, და აგრე არონინებდეს, მინადირობდეს ნადირსა, მუნ სისხლსა დაადინებდეს, სადაცა დაჰხუდის ქუეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს, მოეგებნიან ჰსძღნობდიან, აქებდეს არ აგინებდეს-

1379. მას ჰგუანდეს თუცა სამყაროს, მზე უჯდა შუა მთვარეთა, იარნეს დღენი მრავალნი, ლაღთა ჰბრძნათ მოუბარეთა, შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც მიუმხუდარეთა, სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხუდეს მის კლდისა არეთა-

1380. ტარიელ ჰბრძანა მე მმართებს, დღეს თქვენი მასპინძელობა, მუნ მივალ სადა ვჰყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა, მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ჴორცისა ჴმელობა, მე რომე გიძღუნით ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა-

1381. მივიდეს შიგან გარდაჴდეს, ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა, ასმათს უცს ჴორცი ირმისა, ჰყოფს მასპინძლობა კვეთასა, ამხანაგობდეს ლაღობდეს, წასვლასა მათ საქმეთასა, ღ~თსა მადლობდეს შეცულასა, ლხინად ჭირისა დღეთასა-

1382. მოიარეს ქუაბოვანნი, თამაშობდეს მხიარულნი, ჰპოვეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი, ვერცა ვისგან დანათუალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი, არ იტყვიან არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ ნაკლული-