... (H-302), 1803 წ.

1442. ფრიდონს უძღუნა ცხრა ტაბაკი, მარგალიტი თავ შედგმული, ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა, უნაგრითა შეკაზმული, ჲინდოთ მეფე თაყუანისცემს, ლაღი ბრძენი არ მახმული, მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო სმული-

1443. ესრეთა ლხინსა გარდახდეს, დღენი ერთისა თვისანი, თამაშობდიან არ იყუნეს, ყოლა გაყრანი სმისანი, ტარიელს ჰსძღუნიან უცხონი, თვალნი ლალისა ქვისანი, მათ ყოვლთა მათნი ელვანი, ჰფარვენ მართ ვითა მზისანი-

1444. ტარიელ ჰგუანდის ვარდსა და, იყვის ფიფქისა მთოელად, ავთანდილ როსტანს წინაშე, გაგზავნა დასათხოველად, შესთუალა შენი სიახლე, კმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქუსთ ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად-

1445. უცებნი მოსრნის მცოდნელთა, ცოდნამან ჴელოვნებამან, ვეჭუ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა, ჩემმან რასაცა ვნებამან, წავიდე ავი არ მიყოს, მე აქა დაყოვნებამან, ადრე კულავ გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღ~თისა ნებამან-

1446. როსტევან ჰკადრა მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა, რაცა გიჯობდეს იქმოდით, გასჭურეტდით გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყუეს, წადით ლაშქრითა დიდითა, თქუჱნთა მტერთა და ორგულთა, დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა-

1447. ავთანდილ უთხრა ტარიელს, ეგე სიტყუჱბი ორები, მან უთხრა გაე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახალ შეყრილსა მთუარესა, მზეო ვით მოეშორები, ავთანდილ უთხრა მაგითა, შენგან არ მოვიღორები-

1448. ახ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახებით, ცოლი უყუარსო გამწირა, იყო ამისად მსახავად, მე დავჰრჩე შენი გაყრილი, თავისა მე ვაგლახ ავად, კაცსა მოყურისა გაწირვა, ახ მოუხდების ახ ავად-

1449. ტარიელს უგავს სიცილი, ბროლსა ვარდითა ჰფრქუჱვასა, უბრძანა ვიტყუი უშენოდ, შენისა უფრო მე ვასა, რადგან გწადიან წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა, ავთანდილ ჰბრძანებს ლაშქართა, ყოვლგნით მისთანა წვევსა-

1450. შეჰყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია, კაცი ოთხმოცი ათასი, ყუელაი დაკაზმულია, კაცსა და ცხენსა ემოსა, აბჯარი ხუარაზმულია, არაბთა მეფე მათითა, გაყრითა ნაღველ ჭმულია-

1451. ერთმანერთისა გაყრილნი, ქალნი ორნიუჱ დობილნი, ერთმანერთისა დად ფიცნი, სიტყვისა გამონდობილი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი, ჰსტიროდეს მათთა მჭურეტელთა, გულნიცა ესხნეს წდობილნი-

1452. მთუარე ცისკრისა ნიავსა, რა თანა შეესწოროსა, ორნიუჱ სწორად ნათობენ, მოშორდეს მოეშოროსა, არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათად საჭურეტლად მჭურეტელმან, ჴამს თავი იქედგოროსა-

1453. მათდაუჱ სახედ რომელსა, ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის სიშორე, არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა ჰსწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან, მათთა გამყრელთა ყუჱლთა, სიცოცხლე არ იქადიან-

1454. ნესტან დარეჯან ჰსთქუა ნეტამც, ყოლე არ შემოგცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა, აწ ასრე არ დავდნებოდი, ამბავსა ჰსცნევდი მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, ვითა მე შენთჳს დამწუარვარ, აგრე შენ ჩემთვის ჰსჭნებოდი-

1455. თინათინ ჰკადრა ჱე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, ვითმცა გაგწირე თუ ვითა, გაყრასა მოვითმინებო, ღუთისაგან დღეთა თხოვისა, ნაცვლად სიკუდილი ვინებო, აგრემცა მივი რაზომსა, ცრემლსა მე დავიდინებო-

1456. კულავ აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი, ქუჱ დამდგომმან წამავალსა, ვერ მოსწყჳტნა ყოლე თვალნი, იგი იჭურეტს უკუღმავე, ედებოდა ამით ალნი, რომე მწადდეს ვერ დავჰსწერენ, მე სიტყუანი ნაათალნი-

1457. როსტან მათითა გაყრითა, ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების, ცხელი ჰსდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების, ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების თხელდების-

1458. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს, მეფე ხვევნით და კოცებით, იტყვის თუ თქუენი სიახლე, მიჩნს აქამდისცა ოცებით, რადგან მოგშორდი დავრჩები, პატიჟთა გასაოცებით, შენგან მოგუეცა სიცოცხლე, შენგანუჱ დავიხოცებით-

1459. ტარიელ შეჯდა მეფისა, გამყრელი გამომსალამე, სრულად ლაშქართა ჰსდიოდათ, ცრემლი მინდორთა სალამე, მეფე ჰხმობს გული თქუენ მიგდევთ, ბარემცა გაისალამე, თქუენთვის ტირილი არ მეყოს, ვიყოცა მათ უსალამე-

1460. გაემართნეს და წავიდეს, დია სპითა და ბარგითა, ტარიელ ფრიდონ ავთანდილ, თავითა მეტად კარგითა, კაცი ორმოცი ათასი, ჰყუა ცხენებითა ვარგითა, ვლიან სამნივე გულითა, ერთმანერთისა მარგითა-

1461. სამთაუჱ ვლეს ღ~თო მათებრ, სხვა ნურა ნუ დაბადოსა, მოეგებნიან მტერობა, ვერავინ დაიქადოსა, მინდორსა შიგან სადილად, გარდახდეს უდილადოსა, ვით ჰჴამდა მათსა პურობას, ჰსმიდეს ღვინოს უზადოსა-