... (H-302), 1803 წ.

1231. ზამთარი ვარდთა გააჴმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე, დასწუავს გვალვასა ჩივიან, მაგრამ მაზედა ბულბულნი, ტურფასა ჴმასა ჰყივიან, სიცხე ჰსწუავს ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან-

1232. აგრევე გული კაცისა, მოსაგუარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორზედვე, ზედან მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების საწუთრო, მისი აროდეს მრთელია, იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია-

1233. ტარიელ ნახა ნაწერი, კულაცა მკულელისა მისისა, იკითხავს თუცა აშეთებს, კითხუა წიგნისა მისისა, დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, ავთანდილ ადგა დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა-

1234. იტყუის თუ ნაქმრად არ ვარგა, კაცისა გასწავლილისა, აწ რადღა გუმართებს ტირილი, ჴამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა, ადეგ წავიდეთ საძებრად, მის მზისა წახდომილისა, ადრე მიგიყუან მიყუანა, არს შენგან მონდომილისა-

1235. ვითა გუმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ჴრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგნი წავიყარნეთ, უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძოვრთა დავადარნეთ-

1236. მერმე ტარიელ ჰამბავსა, ჰკითხავს აღარა ბნდებოდა, შეხედნის თვალნი აახუნის, შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ემატებოდა, ვინ ღირსა თუმცა წყალობით, ცა მიწყივ მობრუნდებოდა-

1237. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა, მე შენი ქება ვითა ვჰსთქუა, ბრძენთაგან საქებარისა, ვითა ზე მთისა წყარომან, მომრწყე ყვავილი ბარისა, დამწყვიტე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარის-

1238. მე ვერა შევძლებ ნაცუალსა, ღ~თი გარდგიხდის ციერი, ზეგარდმო მისით შემოგზღოს, მუქაფა ჩემმაგიერი, შესხდეს და ქუაბსა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი, აწ გავეაძღო სოფელმან, ასმათ აქამდის მშიერი-

1239. ქუაბისა კარსა ასმათი, მარტო ზის არ ბარგოსანი, შეხედნა იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, მაშინვე იცნა ავარდა, მოშლილი პერანგოსანი-

1240. აქამდის მიწყივ ენახა, ქუაბს მისულა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა, სიცილით მომღერალისა, ზარ აღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთვრალისა, არ იცის სმენა ჰამბისა, ჯერთ მისგან სასურვალისა-

1241. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს, სიცილით და კბილთა ჩენით, ჱე ასმათო მოგვივიდა, მოწყალება ღ~თისა ზენით, ვჰპოვეთ მთუარე დაკარგული, რაცა გწადდა იგი ვქენით, აწ გავჴედით ბედისაგან, ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით-

1242. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა, ასმათის მოსახუჱველად, მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყუა მოსარხეველად, ჴელსა და პირსა ჰკოცნიდა, იყო ცრემლისა მფრქვეველად, რა ჰსცანო რა ჰქენ მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად-

1243. ავთანდილ ასმათს უსტარი, მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო დამჭნარისა, მთვარისა ფერ მიჴდილისა, უთხრა თუ ნახე ნაწერი, მის პატიჟ გარდახდილისა, მზე მოგვეახლა მოგვეცა, ჩვენ მოშორვება ჩრდილისა-

1244. ასმათ რა ნახა უსტარი, ჰსცნა მისი დანაწერობა, გაჰკვირდა ზარმან აიღო, ათრთოლებს ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა, მას დიდი საკვირველობა, ჰსთქუა რა ვნახე რა მესმის, არსცა ამისი მრთელობა-

1245. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, ეგე ჰამბავი მრთელია, ლხინი მოგვეცა მოგვშორდა, ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა უკუნი, ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა ჰსძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია-

1246. ჲინდოთ მეფე მხიარული, ასმათს რასმე უბრძანებდა, ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა, ვარდსა ზედან ყორნის ბოლო, ნამსა თხელსა აპკურებდა, კაცსა ღ~თი არ გასწირავს, თუმცა კაცი შეიგებდა-

1247. ღ~თსა მიჰსცეს დიდი მადლი, ჰსთქუჱს გვიყოო რაცა სჯობდა, აწყა ვჰსცანით უარესსა, პირი თქვენი არ გაბრჭობდა, ჲინდოთ მეფე ჴელ აპყრობით, მხიარული ამას ჰჴმობდა, ქუაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა-

1248. ტარიელ ეტყვის ავთანდილ, ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ჰამბავსა, მოამბვედ ნუ გენასები, მე ოდეს ქვაბნი წაუხუჱნ, დავჴოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს, საჭურჭლე ძვირ ნაფასები-

1249. მე ეგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია, მოდი და გავხსნათ შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია, იამა ადგეს ორნივე, არცა ქუჱ ასმათ მჯდომია, დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია-

1250. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო, კულავ უნახავი თვალისა, მუნ იდუა რიყე თუალისა, ჴელ წმიდად განათალისა, ჰსჩნდის მარგალიტი ოდენი, ბურთისა საბურთალისა, ვინმცა ჰქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა-