... (H-302), 1803 წ.

1482. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა, წავიდეო სახლსა ჩემსა, ზედა ზედა დავჰსტკეპნიდე, დარბაზსა და ამა თემსა, სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა, თქუენთვის ასრე მამსურდება, წყაროსათვის ვით ირემსა-

1483. როსტანისთვის წაატანა, ძღუნად ტურფები ჯუბაჩები, კულავ ჭურჭელი თუალთა, თლილთა არ კოვზები არ ჯამები, ჩემაგიერ მიუტანე, წაო ნურას მეუბნები, ავთანდილ ჰსთქუა არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები-

1484. ქალსა ქალმან გაუგზავნა, ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა დაბურვასა, ვინ ღირს იყო მათგან კიდე, ერთი თუალი წამღებელსა, ვერა ჰსთქუას თუ ცუდად ვზიდე, ღამე მზეებრ განანათლოს, ჰსჩნდის სადაცა შეხედვიდე-

1485. ავთანდილ შეჯდა წავიდა, ტარიას გაესალამა, იგი ორნივე გაყრისა, დაწუა ცეცხლისა ალამა, სრულად ჰინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა, ავთანდილ იტყვის მამკლაო, სოფლისა მე სამსალამა-

1486. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ, იარნეს დღენი მცირენი, გზამან გაჰყარნა წავიდეს, თავის თავ ანატირენი, კარგად მოუხდეს მათ მათნი, საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიხუდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი-

1487. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო [..........] ნახა მზე მისი მირიდა, მისთა სურვილთა წყენამან, მის თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭურეტთა ლხენამან, გააჴელმწიფა გვირგვინი, ზეცით მოსრულმან ზენამან-

1488. მათ სამთაუ ჴელმწიფეთა, ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი, მათის ჴრმალთა დავეწყლულდეს, მოიმატეს სამეფონი, გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს-

1489. ყოვლთა ჰსწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ ქურივნი დაამდიდრეს, და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავთა მქმელნი დააშინნეს, კრავნი კრავსა ვერ სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთად სძოვდეს-

1490. გასრულდა მათი ჰამბავი, ვითა სიზმარი ღამისა, გარდახდეს გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა, ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა, არის ერთისა წამისა, ვჰსწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისა და მისა-

1491. ქართველთა ღ~თისა დავითის, ვის მზე მჰსახურებს სარებლად, ესე ჰამბავი გავლექსე, მე მათად მოკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით, დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწუჲლად, ერთგულთა დამამაგრებლად-

1492. დავითის ქნარი ვითა ვჰთქუნე, სიჩალხე სიხაფეთანი, ესე ამბავი უცხონი, უცხოთა ჴელმწიფეთანი, პირუჲლ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვჰპოვე და ლექსად გარდავთქუჲნ, ამითა ვილაყფეთანი-

1493. ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თუალისა, და წამწამისა მსწრობელი, რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცულის კარგია, ორისავ იყოს მხლებელი-

1494. ამირან დარეჯანის ძე, მოსეს უქია ხონელსა, აბდულ მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ მისა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრომელსა-