... (H-302), 1803 წ.

შესავალი პირუჱლი ვეფხისტყაოსნისა ამა ჰამბისა დასაწყისი პირუჱლი ჰამო და სასმენელად შუჱნიერი სწავლისათვის მოშაირეთასა ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უჴმობენ

1. რომელმან შეჰქმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა, ჰყუნა ზეცით მონაბერითა, ჩუჱნ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქუს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე, სახითა მის მიერითა-

2. ჱე ღ~თო ერთო შენ შეჰქმენ, სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე ძლევა მეც, დათრგუნვად მე სატანისა, მომეც შეტრფობა კეთილთა, სიკუდიდმდე გასატანისა, ცოდუათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა-

3. ვის შვენის ლომსა ჴმარება, შუბისა ფარ შიმშერისა, მეფისა მზის თამარისა, ღაწუ [.........................................] [........................................]ვკად არ ვიცი[..............................] [...............................................................................................]

4. [....................................................................................................] [.....................................................................................................] მელნად ვიჴმარე გიშრის ტბადა, კალმად მინა რხეული, ვინცა ისმინოს დაესვას, ლახვარი გულსა ხეული-

5. მიბრძანეს მათად საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა, ბროლ ბალახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა, გასტეხს ქუასაცა მაგარსა, გრდემლი ტყვიისა ლბილისა-

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ჴელოვანება, ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქუს მივსცე გონება, მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ჴსენება, მათ სამთა გმირთა მნათობთა, აქუსთ ერთმანერთის მონება-

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის, ცრემლი გვდის შეუშრობილი, მისებრი მართ დაბადებით, ვინცა ყოფილა შობილი, [.......]ჱლმან გავლექსე, მისთვის გულ ლახვარ სობილი, [..........................................]ვამი, აწ მარგალიტი წყობილი-

8. [......................................]თებს მართ ვითა მზეობა, [.......................................................................]ლეობა, [....................................................................................] [....................................................................................]

9. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი, მიჯნურობა სხუა რამეა, არ სიძვისა დასადარი, იგი სხუაა სიძვა, სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი, ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმის ჩემი ნაუბარი-

10. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი მრუში, რა მოშორდეს საყუარელსა, გაამრავლოს სულთქმა უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს თუნდა ქუში, მძულს უგულოდ სიყუარული, ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში-

11. ამა საქმესა მიჯნური, ნუ უჴმობს მიჯნურობასა, დღეს ერთი უნდეს ხუალე სხუა, სთმობდეს გაყრისა თმობასა, ესე მღერასა ბედითსა, გავს ვაჟთა ყმაწვილობასა, კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა გმობასა-

12. არს პირუჱლი მიჯნურობა, არ დაჩენა ჭირთა მალვა, თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ქონდის ხალვა, შორით ბნედა შორით კდომა, შორით დაგვა შორით ალვა, დასთმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში კრძალვა-

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა, არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად ჰაის ზმიდეს, მოყუარესა აყივნებდეს, არსით აჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს, [...............]ლხინად უჩნდეს, მის[....................................]

14. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს, ამის მეტი რამცა ირგოს, მას ავნოს და თჳითანც ივნოს, რათამცაღა ასაჴელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს, დია სჯობს რომ საყუარელსა, კაცმან გული არ ატკივნოს-

15. მე რუსთვჱლი ჴელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი, ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ჰვჴელობ მისთვის მკვდარი, დაუძლურდი მიჯნურთათვის, კვლა წამალი არსით არი, ანუ მამცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი-

16. ესე ჰამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ჴელის ჴელ საგოგმანები, ვჰპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვჰქენ საჭოჭმანები, ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს, ლაღმან და ლამაზმა ნები-

17. თუალთა მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა, აჰა გული გამიჯნურდა, მიხდომია ველთა რბენა, მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწვა, კმარის მისცეს სულთა ლხენა, [........] ფერთა საქებელთა, ლამის ლექსთა უნდა ლევნა-

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს, [................................]ყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს, [.................]ნურსა მიჯნურობა, უყუარდეს და გამოსცნობდეს, [......................................................]ნოს, არცა სხვათა უწუნობდეს-

19. [.....................................................................................................] [.....................................................................................................] [................................................................................] კაცი ვარგი, [.................................................................] შაირია ამად კარგი-