... (H-302), 1803 წ.

1270. უთხრა თუ ესე სიტყუაა, ავისა მასპინძელისა, ჰგავს მომწყენოდეს ჰსტუმრობა, თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა, მაგრამ აწ ყოფნა არა ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა-

1271. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდან და ცოტანი, სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი, ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად, დავაგნეთ ჴრმალსა კოტანი, მას ადრე ვჰპოვებთ ვისიცა, მოგვკლავს ალვისა მოტანი-

1272. ქაჯეთს ერთხელ კულაც ვყოფილვარ, ნახავთ თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა გარეშემო, მტერი ვერა მოადგების, თუ იდუმალ არ შეუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების-

1273. იგინიცა დაემოწმნეს, ამა მისა ნაუბარსა, მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა, თჳთ სამასსა ცხენოსანსა, წაიტანდეს გმირთა დარსა, ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს, ყოვლსა პირველ შენაზარსა-

1274. ზღუა გაიარეს სამთავე, ერთგან ძმად შეფიცებულთა, ფრიდონ გზა იცის იარეს, დღისით და ღამით რებულთა, ფრიდონ ჰსთქუა ვახლავთ, არეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა, აქადგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა-

1275. ამა ფრიდონის თათბირთა, სამნივე ერთგან ზმიდიან, რა გაუთენდის დადგიან, და ღამით ფიცხლა ვლიდიან, მივიდეს აჩნდა ქალაქი, მცუჱლთა ვერ დასთვალვიდიან, გარე კლდე იყო გუშაგთა, ჴმა ჯარვით გაადიდიან-

1276. გვირაბის კარსა ჭაბუკი, ათი ათასი მცუჱლია, მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთუარე ჰსდგას მუნ ნათელია, ჰსთქუჱს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ, აწ გამორჩევა ძნელია, ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია-

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს

1277. ფრიდონ ჰსთქუა ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ ჩემი არ დამცდარია, ჩუჱნ ცოტანი ვართ ქალაქი, დიდთაგან საომარია, პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს, არ ჟამი საკუჱხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია-

1278. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი, სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახტუნებდიან მწვრთიდიან, ასრე გავიდა საბელსა, რომ თუალნი ვერ მამკიდიან, ვინცა მიჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან-

1279. აწ ვინცა იცით უკეთე, შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ, წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ადვილად, მიჩანს მართ ვითა ველისა, თქვენ ჭირად გიყო შიგანთა, პოვნა კაცისა მრთელისა-

1280. აბჯრითა გავლა არად მსჩანს, ჭირად გატანა ფარისა, შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავჴოც გავახუამ, ნახოთ გაღება კარისა, თქუჱნცა მუნ მოდით სადაცა, გესმას ზრიალი ზარისა-

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა

1281. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ, მოყუასნი ვერ გიჩივიან, ლომთა მკლავთაგან იმედი გაქუს, არა წყლულნი გტკივიან, ჰსთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახივიან, მაგრამ თუ გესმის გუშაგნი, რა ახლო ახლო ყივიან-

1282. რა გახვიოდე გუშაგთა, ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ჴამს დაჯერება, წაგიჴდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება-

1283. ჰსჯობს დადეგით დამალულნი, თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ, მგზავრსა ქალაქს შემავალსა, სავაჭროდა შევეკაზმი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ, მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა-

1284. სამთაუჱ შესულა არ ვარგა თუ, გვიგრძნან არს სათუები, მე მარტო შევალ ვაჭრულად, და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავსჩნდები გავეცრუები, ღ ~თნ ქმნას უხვად ვადინო, შიგნით სისხლისა რუები-

1285. შიგნითა მცუჱლთა მოვიცლი, მე უნახავად ჭირისა, თქუენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მჰსგავსად გმირისა, კლიტეთა დავლეწ გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა, თუ რა სხუა ჰსჯობდეს თქუენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისა-

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შეხდომისა

1286. ტარიელ უთხრა მე თქუენი, ვჰსცან გმირთა მეტი გმირობა, თქუჱნსა ძალგულსა თქუენივე, ჰგავს თათბირობა პირობა, ვიცი გწადსთ ომი ფიცხელი, არ ცუდი ჴრმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს, რა ომმან ჰქმნას გაჭირობა-