... (H-302), 1803 წ.

1383. უბოძა ტურფა მრავალი, მათ მათი შესაფერები, კულავ ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყუა თუ სპასალარები, აივსო კაცი ყოველი, მაშინ მათ თანა ნარები, მაგრამ მუნ რომ ძეს საჭურჭლე, გუანდა კაც დაუკარები-

1384. ფრიდონს უთხრა ვალი შენი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრამ თქმულა კარგის მქნელი, კაცი ბოლოდ არ წაჴდების, აწ საჭურჭლე რაზომიცა, აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყუჱლაკაი, შენ წაიღე ვითა გხვდების-

1385. ფრიდონ მდაბლად თაყუანიჰსცა, ჰკადრა მადლი მეტის მეტი, მე მეფეო რად გგონივარ, უჭკუო და აგრე რეტი, მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინც ვინ იყო ვითა კეტი, ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი-

1386. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა, მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად, მის ურიცხვის საჭურჭლისად, აწ მუნითგან გაემართნეს, არაბეთით მივლად გზისად, ავთანდილა გალეული, შესაყრელად მთვარე მზისად-

1387. მიხუდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები, დაჰხუდათ სოფლები ციხები, ჴშირ ჴშირად თანის თანები, მუნ მყოფთა ყოვლთა ემოსა, ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყოველნი, ცრემლით იყუნეს ნაბანები-

1388. ტარიელ კაცი გაგზავნა, წინაშე როსტან მეფესა, შესთუალა გკადრებ მეფეო, სურვილთა სიიეფესა, მე მოვალ მეფე ჲინდოთა, დარბაზსა თქუენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკუნელსა მოუკრეფელსა-

1389. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა, ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ინებე, შემოტევება ცხენისა, მე შენთა სპათა ვაჩვენე, ნიშანი რამე წყენისა, დავჴოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქუენისა-

1390. აწ ამად მოვალ წინაშე, დავჰყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ რაცა შეგცოდეთ, ჰქნეთ გაწყრომისა კმანია, ძღუჱნი არა გუაქუს გმოწმობენ, ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღუნად თქუენი ავთანდილ, მე თქუენთვის მამიტანია-

1391. რა მიუვიდა მეფესა, მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს ვერ იტყვის, ენა ერთისა წამისა, თინათინს ღაწუთა ემატა, ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშუჱნებს, მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა-

1392. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა, სიცილი თქართქარებისა, ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკენ რბენისა, დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა, მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა-

1393. მეფე შეჯდა გაეგებნეს, თავადნი და სრულად სპანი, ვისცა ესმის მოვიდიან, მას წინაშე სხუაგნით სხუანი, ყუელაკაჲ ღ~თსა მადლობს, გაამაღლნეს მათნი ჴმანი, თქუეს ბოროტსა უმყოფოა, კეთილნია შენთვის მზანი-

1394. რა ერთმანერთი აუჩნდა, მისაგებ მოსაგებავი, ავთანდილ ეტყვის ტარიელს, სიტყუათა დანაზებავთა, აიგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა, ამად მედების სახმილი, გულსა ეცხება ებავთა-

1395. იგია ჩემი გამზრდელი, და თქუენდა მოგებებულა, იქი ვერ მივალ მრცხვენიან, გულსა საჴმილი დებულა, ჩემად არაკად სულდგმული, კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ თქვენ იცით, ფრიდონ თქვენთანა ხლებულა-

1396. ტარიელ უთხრა კარგსა იქმ, შენ პატრონისა კრძალვასა, აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა, მე მივალ უთხრობ მეფესა, შენგან თავისა მალვასა, ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო, მზესა მას ტანად ალვასა-

1397. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი, ნესტან დარეჯან მუნვე ჰსდგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი, ჰქრის ვითა ქარი არავი, წავიდა მეფე ჲინდოთა, მისრული მიუპარავი-

1398. ტარიელცა თაყუანი ჰსცა, მივა კოცნად სასალამოდ, მეფე ყელსა აკოცებდა, მართ ბაგისა დასაამოდ, გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ, შენ მზე ხარო შენი გაყრა, არის დღისა და საღამოდ-

1399. გაეკვირუა მეფე მისსა, თვალადობა სიტურფესა, პირსა უჭურეტს გაკუირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა, კულავ ფრიდონცა უსალამა, თაყუანისცა მან მეფესა, მას მეფესა ავთანდილის, ნახვისათვის მოსწრაფესა-

1400. მეფე ტარიას ქებასა, დაჰკრთების დაეღონების, ტარიელ ეტყვის მეფეო, აწ გული შენ გემონების, მიკვირს თუ ეგრე სიკეთე, თქვენ ჩემი რად გეგონების, რადგან ავთანდილ შენია, სხუა რად ვინ მოგეწონების-

1401. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახუა, და დაყოვნება ხანისა, მოდი და დავჰსხდეთ მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა, თქუენს წინა ვერ მოყუანისა, ვიაჯ რასმე მე მართებს, მოთხოვა აწ ფარმანისა-

1402. დასხდეს მეფენი მოადგა, გარე სიმრავლე რაზმისა, ტარიელს პირსა ციმციმი, ადგს უნათლესი ბაზმისა, ჭურეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა, დაუწყო თხრობა მეფესა, სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა-