... (H-302), 1803 წ.

1462. მუნით გაგზავნეს ჲინდოეთს, კაცნი ჰამბავთა მცნეველად, შეჰსთუალეს მოვალს ტარიელ, მოჰყავსცა თვისი მზე ველად, ვის ვერა ჰგავსო საროდა, ვერცა ვინამი მრხეველად, წინ მოსაგებლად ისწრაფეთ, იყუჱნით ღამის მთეველად-

1463. ოდეთ ჲინდოთ მეფე შვილთა, თვისთა მწუხარებით, საწუთროსა გასალმოდა, სოფლის ბრუნვის ჩუეჱლებით, სრულ ჲინდონი ათთურამეტ თთუჱს, იყუნე გლოვით ვალალებით, არსით უჩნდათ სანუგეშო, დედოფალსა ჰყმობდენ კრებით-

1464. რა მოსულ იყო ჲინდოეთს, ჰამბავი ტარიელისა, შეჰქმნოდათ სიხარულითა, დენა ცრემლისა ცხელისა, დედოფალს ჰკადრეს მოგუჱცა, შორად განდევნა ბნელისა, მოგუხედა ღ~თნ წყალობით, სრულ ყოფად საწადელისა-

1465. შეკრბა სიმრავლე სპათა და, თავადთა დიდებულებთა, ისწრაფეს გაჰსხდნენ ტაიჭთა, ტურფადრე დაკაზმულებთა, უსწრობდეს ერთი მეორეს, მიეცნენ სიხარულებთა, გაისმა სრულად ჲინდოელთ, ეღირსათ შუჱბა გულებთა-

1466. დედოფალმან პალატისა, დიდებულნი ხასნი სრულად, მათ მეფეთა დასახუჱდრად, გააგება მხიარულად, საჭურჭლენი უთუალავნი, გააყოლა დათჳრთულად, უბრძანა თუ ნურას ზოგავთ, რადგან ვარდი არ არნ ზრულად-

1467. გაჰსცა ჲინდოეთს ბრძანება, ახდად შავისა სრულისა, შემოსუა ძოწეულისა, და ზარქაშისა მკულისა, გვეღირსა ზესთა წყალობით, პოვნა ჩუჱნ დაკარგულისა, განჰსდევნეთ ჭმინვა ყ~თა, დრო გუაქუს სიხარულისა-

1468. მოვიდეს სრულად ჲინდონი, ტარიელს ესალმოდიან, ფერხთა და ჴელთა კოცნიდეს, ცრემლითა ესურვოდიან, ნესტან დარეჯანს ვით ვარდსა, ბულბულებრ გარე ტრფობდიან, იგ დიდებითა დიდითა, მათ მეფეთ წინ უძღვოდიან-

1469. მოვიდნენ ქალაქს შეიქმნა, ხშირად საკრავთა ტკბილობა, მოქალაქეთა ფერხთ ქუჱშე, ყუჱს სტავრათ დაფენილობა, აყრიდენ ზედან სპეკალთა, არ ვის აქვს მოწყენილობა, სრასა შევიდნენ დედოფალს, აჩნია ცრემლთა ნილობა-

1470. მაშინ ყოვლთა მეფისათვის, აატირეს გული ჩვილი, მოსთუჱს გმირი სიუხვისა, ვა მოგშორდა ნილოს ქმნილი, ტარიელცა ცრემლთა აფრქუჱვს, მისგან იყო ტკბილად ზრდილი, დაჰკარგეო მზისა ჰსწორი, მომდგომია ბნელი ჩრდილი-

1471. დედოფალი გარდეხვია, მართ ორთაუჱ თვისთა შვილთა, აკოცებს და ეუბნების, გულ სადებთა სიტყუა ტკბილთა, ვა გიმუხთლათ საწუთრომან, თქუჱნ ედემის ალუა ზრდილთა, ნურღა ჰსწუხართ აწ დასხედით, მეფობისა ტახტ ადგილსა-

1472. მიუძღუა და ტახტსა დაჰსხნა, სრულ ჲინდინი უცოცვიდეს, დედოფალსა ტახტსა სხუასა, შემკობილსა ცალკე ჰსდგმიდეს, ავთანდილ და ფრიდონ მრავლად, უსასყიდლოდ ძღუჱნსა ჰსძღუნიდეს, ექმნეს სმა და სიხარულით, მათ შუჱბანი განადიდეს-

1473. ტარიელს და ცოლსა მისსა, მიხვდა მათი საწადელი, შვიდი ტახტი საჴელმწიფო, საშვებელი გაუცდელი, მათ პატიჟთა დაავიწყებს, ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს, კაცი ჭირთა გარდუხდელი-

1474. თჳთ ორნიუჱ ერთგან მსხდომნი, ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს, ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასუჱს, ქოსნი ჴმასა დაატკბობდეს, მიჰსცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს, ესეაო მეფე ჩვენი, იზახდეს და ამას ჴმობდეს-

1475. ავთანდილ და ფრიდონისთვის, ორნი ტახტნი დაამზადნეს, ზედა დასხდეს ჴელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს, ღ~თნ სხუანი ჴორციელნი, მათებრნიღა რად დაბადნეს, ამბობდიან ჭირთა თვისთა, ყუელაკასა გაუცხადნეს-

1476. სმა პურობა გახარება, ჰქმნეს ჯალაბი გაადიდეს, ვითარიცა ქორწილობა, ჴამს ეგეთსა გარდიჴდიდეს, მათ ორთაუჱ თავის თავის, ძღვენსა სწორად მიართმიდეს, გლახაკთათვის საბოძვარსა, საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს-

1477. სრულნი ჲინდონი ავთანდილს, და ფრიდონს მწედ ხადიან, თქუჲნგან გვჭირს კარგი ყუელაი, მართ იმას მოიტყოდიან, ვითა პატრონსა სჭურეტდიან, რაც სწადდის მას იქმოდიან, სადარბაზობლად ნიადაგ, მათ წინა მოვიდოდიან-

1478. ჲინდოთ მეფე უბრძანებდა, ასმათს მისსა შეკდომილსა, რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია, არ გამზრდელსა არცა ზრდილსა, აწ ჲინდოეთს სამეფოსა, მეშვიდესა ერთსა წილსა, ზედა დაგსუამ შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა-

1479. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ, სამეფოსა ეპატრონე, მუნიდაღმე გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე, ასმათ ფერხნი გარდუკოცნა, შენგან არის ჩემი ღონე, მონობისა უკეთესი, რამც ვიშოვნე რამც ვიქონე-

1480. ერდგან სამთავე ძმობილთა, დაყუნეს ცოტაი დღენია, თამაშობდიან უსახო, მოუდიოდეს ძღუჲნია, რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია, მაგრამ ავთანდილს სურვილმან, დაღრეჯა დააჩენია-

1481. ტარიელ ცნა ამა ყმისა, ცოლისათვის მოესურვა, უბრძანებდა გული შენი, გაღანამცა მამემდურვა, აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი, გონებამან შვიდი თუ რვა, მოგშორდები ლხინი ჩემი, საწუთრომან დამიშურვა-