... (Q-1335), XVIII ს.

1215. ესე გუარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა მერმე იტყვის ჩემგან კიდე ჩემი შემწე არა ვინა რასათუისცა გამოჭრილვარ მისი ძებნა რადგან მინა რათაცა ვით ვჰპოებ მას ვიქ გულმან სხუამცა რა ისმინა

1216. ისი დიაცი აქა ზის მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივჰყვე მიამბობს ყველასა რაზომცა ცეცხლი მწუავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი გარდაჴდა ჩემგან ვცნა ვალთა

1217. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა რაცა იცის გაუცხადებს ხუაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მიუყვე განაღ რასმე ვსცნობ საქმესა დამალულსა

1218. კვლა იტყვის ვერ ვინ ვერას იქს თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქვს მაქუს არ მომინდების ბინდის გუარია სოფელი ესე თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წამოდინდების

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხათ მიწერილი

1219. მოგეწერა წავიკითხე შენი წიგნი ჩემი ქება შენ მომასწარ თუარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა გაუწყვეტლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი ორთავეა რადგან ნება

1220. ფატმანისსა ვერ გიამბობ მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქნები თავის წინა აქა მპოე მარტოსა მე მამისწრაფე შეყრა შენი რა შეღამდეს მოდი ღამე

1221. დიაცმან უთხრა ჰე ლომო ხელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ამბავსა ვერცა რას გითხრობ ენითა დავჰჴოცნე შვილნი ჴელითა მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა

1222. ესე გუარი დია მიხუდეს სიტყვა მცდარსა ენა მეტსა ხუაშიადთა ვერ მმალავსა უჭკოვოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწივენით გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭურეტსა კურ[ნ]ალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხურეტსა

1223. ორისაგან ერთი ჰქენით ამის მეტსა ნუღარ ლამით მოთავიჰკლავ იმა კაცსა წადი მოკალ მალვით ღამით მე და სრულად საჴლი ჩემი დაჴოცასა დაგუსხენ ამით მოხუალ გითხრობ ყველაკასა მოვით მითხარ ცრემლთა ლამით

1224. თუარა ღამითვე ტუირთები შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მირითა ვეჭუ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა ისი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა

1225. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნება ზიარსა ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მჴნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა თქუა ჩემი სიძუნტე არსა ნუ ეჭუ სულდგმულსა მისებრსა სხუა არცა მისებრი არსა

1226. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინამძღვარად გზასა მართლად წამიყვანოს თუარა მეშულად მინდა არად იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად რაცა უყო მოგახსენებ მომიცადე იყავ წყნარად

1227. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღუარად წაცამყვანებლად კვლავე შეჰყივლა ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად

1228. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა ზღვის პირსა სახლი ნაგები დგეს ქვითა წითელ მწვანითა ქვეშეთკენ სრითა ტურფითა კვლა ზედათ ბანის ბანითა დიდრუანითა ტურფითა მრავლისა თანის თანითა

1229. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას მისსა წინა მძღომელსა ყმა მდაბლად ჰკადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა უჩუენებს ეტყვის ხედავო ბაღსა ზედა ქუე მდგომელსა იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქუე ჰპოებს მჯდომელსა

1230. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწუეს მას გლახ ყმასა ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ჴმასა თუითო ჴელი ყელსა მიჰყო მუნვე მისცა სულთა ჴდასა თავი თავსა შეუტაკა გაურია ტუინი თმასა

1231. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა ჴელ სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა ვეღარ აესწრა იდუმალ მოკლა ვერცა თუ ვცანითა ჴელი მოჰკიდა მიწასა დაასკუნა დაკლა დანითა

1232. მჭურეტელთა მზე და მებრძოლთა მჴეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოკვეთა ქუესკნელს მიწათა გარია ზღუითკენ სარკმელთა გასტყორცა ზღუისა ქუიშითა გარია მისთუის არცაღა სამარე არცა სათხარად ბარია

1233. ჴმა მათისა დაჴოცისა არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა ესე მიკუირს სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა რომე წეღან წამოევლო გზა იგივე წაიარა